იზრუნე ტესტები
მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხერში მდებარე ჩხერის ციხეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
შესაბამისი ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ 2018 წლის 3 იანვარს გამოსცა.
ჩხერის ციხესთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი საქართველოში კულტურული თვალსაზრისით ღირებულ კიდევ 18 ობიექტს მიენიჭა.
ძეგლის სტატუსის მინიჭების შემდეგ სახელმწიფო ობიექტის მოვლა-პატრონობასა და რეაბილიტაციაზე იზრუნებს.
ხარაგაულში კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი უკვე მინიჭებული აქვთ ღორეშის, ნუნისისა და ბაზალეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, ამაშუკეთის წმინდა გიორგის, მიროწმინდის წმიდა ნიკოლოზისა და ხორითში ღვთაების სახელობის ეკლესიებს.