10 იანვარი, 2018
ქარიშხალმა გურჯაანში ნაძვის ხე მოგლიჯა
წუხანდელმა ქარიშხალმა, ქალაქ გურჯაანში, რუსთაველის ქუჩაზე, ნაძვის ხე
მოგლიჯა და გზის სავალ ნაწილზე ტრანსპორტის გადაადგილება შეუძლებელი გახდა.
დღეს, დილიდანვე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისმა
სამსახურმა, აქტიურად დაიწყო გზის გაწმენდითი სამუშაოები და ამ წუთებში
რუსთაველის ქუჩაზე, ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა მოხსნილია.