10 იანვარი, 2018
თერჯოლის მერმა ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცა
თერჯოლის მერი ბონდო სოფრომაძე თერჯოლის სპორტის სასახლეში გამართულ
საახალწლო წარმოდგენას დაესწრო და პატარები საახალწლო ნობათით დაასაჩუქრა.
ღონისძიებას
ასევე ესწრებოდნენ მერის თანაშემწე გიორგი ამირანაშვილი, თერჯოლის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები სოფიო ბუსკივაძე და გიორგი ფანჩულიძე
და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები.
საახალწლო
წარმოდგენას, რომლის რეჟისორია მამუკა ცერცვაძე, ორგანიზებას უწევს
თერჯოლის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა
სამსახური, სამსახურის უფროსი გურამ თურქაძე.
საახალწლო
ღონისძიებები, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, 8-13 იანვარს გაიმართება
სკოლამდელი და დაწყებითი კლასების მოსწავლეებისა და შშმ ბავშვებისათვის
ტრანსპორტირების უზრუნველყოფით. ღონისძიებას დაესწრება და საჩუქარს მიიღებს
2 582 ბავშვი.