09 იანვარი, 2018
სადღესასწაულო ლიტურგია ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა
9 იანვარს, წმინდა სტეფანე ხირსელის ხსენების დღეს, სოფელ ტიბაანში, მისივე
სახელობის მამათა მონასტერში, სადღესასწაულო ლიტურგია ბოდბელმა
ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა
მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.
სტეფანე ხირსელი, საქართველოში მოღვაწე
ერთ-ერთი ასურელი მამა ქვეყანაში VI საუკუნის შუა წლებში მოსულა,ხირსაში
(ქიზიყში) აუშენებია მონასტერი. იგი იქვეა დასაფლავებული წმიდა სტეფანე
პირველმოწამის სახელობის ტაძარში, სამკვეთლოსთან.
ღამისთევას ტაძარში
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარე ილია ხატიაშვილი და მერი გიორგი გოგილაშვილი თვითმმართველობის
წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.