საიტზე ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია
მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-9 და მე-11 კლასის ტესტები
X

მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი. 

 izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე. 

 ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე. 

 ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად პირადად შეაფასონ შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე. 

 რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება მათზე ინდივიდუალურად მორგებული, ზოგადი განვითარების საკლასო ტესტები. 

 რეგისტრაციის გასავლელად გადადითბმულზე

 რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს. ოჯახის წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი, 1 თვიანი, 3 თვიანი, 6 თვიანი ან მთელი სასწავლო წლის.

 პაკეტებისფასები :

 1 თვე - 9 ლარი 

3 თვე - 27 ლარი 19 ლარი

6 თვე - 54 ლარი  39 ლარი

სასწავლოწელი - 90 ლარი  59 ლარი

 გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის.

 ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს საშუალება გექნებათ მიუჯდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირადად პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. ტესტის შედეგებსაც მაშინვე შეიტყობთ.

 და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.

 დაარეგისტრირეთ ბავშვები!

ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე! 

 მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!

საქვეყნო სიახლეები
28 დეკემბერი, 2017
10 საინტერესო ფაქტი შობასა და ახალი წლის შესახებ

1. ქრისტეშობა ოფიციალურ საეკლესიო დღესასწაულად IV საუკუნეში დაწესდა, პაპმა იულუს I-მა" სრულიად შემთხვევით "ქრისტეს დაბადების დღედ 25 დეკემბერი -წარმართების დღესასწაულის, სატურნალიის დღე დაასახელა.

2. 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დასავლეთ ფრონტზე მოწინააღმდეგე მხარეებმა შობის წინა დღეს ცეცხლი შეწყვიტეს და ერთად შეასრულეს საშობაო ჰიმნი. დილით კი გერმანელმა და ბრიტანელმა ჯარისკაცებმა ხელიც კი ჩამოართვეს და საჩუქრები გადასცეს ერთმანეთს.


3. ჟურნალ "თაიმის"ცნობით, ჩრდილოეთ ამერიკაში კოლონისტი-პურიტანელები დიდად არ სწყალობდნენ შობას: 1659-დან 1681 წლამდე ბოსტონში შობის ღიად აღნიშვნა ჯარიმით ისჯებოდა. 1789 წელს კი აშშ-ის კონგრესმა სწორედ 25 დეკემბერს ჩაატარა თავისი პირველი სხდომა.


4. სანტა-კლაუსის მარხილით ცაზე გადაფრენა 1819 წელს პირველად აღწერა ამერიკელმა მწერალმა ვაშინგტონ ირვინგმა.


5. წითელცხვირა ირემი რუდოლფი 1939 წელს უნივერმაღ Montgomery Ward-ში მყიდველთა მისაზიდად კოპირაიტერებმა გამოიგონეს. იმავე მიზნით გაჩნდა ალკოჰოლური სასმელების რეკლამებში თოვლის ბაბუა, რომელიც ჩალის ღერს ეწევა და შემდეგ სუვენირების სახითაც ფართოდ გავრცელდა და დამკვიდრდა.


6. 1965 წელს ამერიკელმა ასტრონავტებმა პანიკური ტონით მოახსენეს ხელმძღვანელობას ამო-ს აღმოჩენის შესახებ. რამდენიმე წუთის შემდეგ ჰიუსტონში დაძაბულ სიჩუმეში გაისმა ზანზალაკების მშვიდი წკარუნი და ტუჩის გარმონის ხმები- როგორც აღმოჩნდა, თავად ასტრონავტები უკრავდნენ.


7. ძველ კელტებსა და გერმანელებს მიაჩნდათ, რომ ფითრი იარებს ახორცებს და ხელს უწყობს ნაყოფიერებას. თუმცა ამერიკაში შობა-ახალ წელს ამ მცენარის ტოტებქვეშ კოცნის ტრადიცია ვიქტორიანულ ეპოქაში გაჩნდა.


8. გერმანელები ქრისტიანობამდეც რთავდნენ მარადმწვანე ხეებს. ამით ისინი ზამთრის პირქუში დღეების გახალისებას ცდილობდნენ. პირველი ნამდვილი საშობაო ნაძვის ხე კი XVII საუკუნეში სტრასბურგში გაჩნდა. ამერიკაში კი ნაძვის ხეების მოდა ინგლისიდან შევიდა, სადაც ის პრინცმა ალბერტმა დაამკვიდრა.


9. პირველი საშობაო მოძრავი თოჯინების თეატრი, რომელშიც ცოცხალი შინაური ცხოველებიც მონაწილეობდნენ, წმიდა ფრანცის კასიზიელმა შექმნა 1224 წელს.


10. საშობაოდ პორტუგალიელები ცოცხლებისა და მკვდრებისთვის ნადიმს მართავენ, ფინელები საუნაში მიდიან, ავსტრალიელები- პლაჟზე, ესპანეთში კი მსოფლიოში ლატარიის ყველაზე დიდი გათამაშება იმართება.