მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც უკითხავთ თქვენს ბავშვობაში უცნობ თუ ნაცნობ ადამიანს, - რა უნდა გამოხვიდე?
ამ კითხვაზე სხვადასხვა ასაკში ბავშვები სხვანაირად პასუხობენ. იშვიათად, მაგრამ მაინც ჯერ კიდევ 3 წლის ასაკიდან ამჟღავნებენ ბავშვები განსაკუთრებულ მიდრეკილებას რომელიმე პროფესიისადმი. რაც შეიძლება ეს მშობლებს სულაც არ მოსწონდეთ და განსაკუთრებული ნიჭი, ჩანასახშივე ჩაუხშონ.
გთავაზობთ ფსიქოლოგების კვლევის მიერ ჩატარებულ კვლევას, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ რომელი პროფესია შეიძლება მოსწონდეს თქვენს შვილს.
ტექნიკური შესაძლებლობები - თუ მას მოსწონს ლეგოთი თამაში, შავ-თეთრ ფერებში ხატვა, მიდრეკილება აქვს ტექნიკისკენ.
მუსიკალური ნიჭი - მიდის იქით, საიდანაც ესმის მელოდია, ხშირად მღერის, ადვილად ჰყვება მუსიკის რიტმს, მარტივად იმახსოვრებს სიმღერის ტექსტსა და მელოდიას.
ის მომავალი მეცნიერია - თუ თანატოლებს გონებრივი განვითარებით წინ უსწრებს, ცდილობს თავისებური განმარტება მოუძებნოს ამა თუ იმ მოვლენას, შეუძლია ნათლად გამოხატოს საკუთარი ან სხვისი აზრი.
მსახიობია - თუ აზრის გამოსახატად იყენებს მიმიკებსა და ჟესტებს, ცდილობს მისმა მონათხრობმა გამოიწვიოს ემოციური რეაქცია, იცვლის ხმის ტემბრს და ბაძავს სხვადასხვა ტიპის ადამიანებს. მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს აუდიტორიის წინაშე წარსდგომა.
მომავალი სპორტსმენია - თუ იგი ენერგიული და მოუსვენარია, რისკიანია. არ ეშინია კოპებისა და სილურჯეების. თავისით ეუფლება სპორტის ისეთ რთულ სახეობებს, არასოდეს იღლება.
მწერალია - თუ იდეალურად გადმოსცემს აზრს, არის გამოუსწორებელი ფანტაზიორი, ადვილად წერს თავისუფალ თემებს და იყენებს ისეთ სიტყვებს, რომლებიც კარგად აღწერენ ემოციურ მდგომარეობას, უყვარს განმარტოება და დახურულ კარს მიღმა მეცადინეობა.
ხატვის ნიჭი აქვს - არ ბეზრდება ხატვა, უყვარს ძერწვა, საკუთარ ნახატებს სერიოზულად ეპყრობა, ინახავს, უფრთხილდება, კედლებზე აკრავს.