მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
ბოლო დროს მომხდარი მძიმე ფაქტების გამო, რომელსაც სამი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა, საზოგადოებაში აქტიურად განიხილება სკოლებში ბულინგის თემა. რა ხდის ბავშვს მოძალადეს, ამ მიზეზების შესახებ ქვევით მოგიყვებით.
ფსიქოლოგების ნაწილი ბავშვების მხრიდან ერთმანეთზე ძალადობის ფაქტებს ინტერნეტზე მიჯაჭვულობას და ბევრ თავისუფალ დროს აბრალებენ, რომლის გამოყენებასაც მოზარდი სწორად ვერ ახერხებს.
ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშობლების ჩართულობას და პირად მაგალითს ბავშვის ყოველდღიურობაში, რადგან ხშირად გაგვიგია, რომ როდესაც მშობლები ჩხუბობენ და ერთმანეთზე ძალადობენ, ბავშვის მხრიდან ძალადობისკენ მიდრეკილება იზრდება.
დამცავი აგრესია
მსოფლიოს სხვადასხვა კვლევების მიხედვით, აგრესიული მოზარდების 40 პროცენტი აღიარებს რომ მას ხშირად დასცინოდნენ კლასელები. 26 პროცენტი ჰყვება რომ მასწავლებლის მხრიდან ხდებოდა ძალადობის მსხვეპლი, ბავშვების ნაწილი კი ოჯახში ძალადობასა და ცემის ფაქტების შესახებ საუბრობს.
აღსანიშნავია, რომ ბავშვები განსაკუთრებულად მძიმედ 4-12 წლამდე ასაკში განიცდიან მშობლების მხრიდან სასტიკ ქცევას, შემდეგ კი თავდაცვაზე გადადიან. ბავშვებში ძალადობის გაღვიძებას იწვევს მშობლების განქორწინება, ოჯახში ფინანსური პრობლემები.
ფსიქოლოგები გამოსავალს მაინც მშობლების ჩართულობაში ხედავენ. ამბობენ, რომ აუცილებელია მათ შვილებთან კომუნიკაციის მშვიდობიანი სტილი შეასწავლონ. ესაუბრონ ყოველდღიურად ასაკის შესაბამის მნიშვნელოვან თემებზე და აუცილებლად მოუსმინონ შვილებს.