მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
ახალი წელი გვიახლოვდება და მშობლები ბევრს ფიქრობენ თუ რა საჩუქარი გაუკეთონ თავიანთ მოზარდ შვილებს. შვილს თუ ჰკითხავთ, რა თქმა უნდა, მას შეუძლია თავისი უამრავის სურვილის შესახებ მოგიყვეთ, თუმცა ხშირად მშობლებს ფინანსური საშუალება არ აქვთ ან ფიქრობენ, რომ ეს ნივთები მათ შვილებს არ გამოადგებათ.
გთავაზობთ იდეალური საჩუქრების სიას, საიდანაც აუცილებლად ამოარჩევთ თქვენი შვილის შესაფერის საჩუქარს და ამით ძალიან გაახარებთ.
1. თუ თქვენი შვილი გატაცებულია კომპიუტერული თამაშებით, ხშირად უყურებს უყურებს ფილმებს, უსმენს მუსიკას, ძალიან კარგი საჩუქარი იქნება, ე.წ. „ფლეშკა“, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ უბრალო „ფლეშკაზე“ არაა საუბარი, უნდა იყოს განსხვავებული, ან მისი საყვარელი გმირის გამოსახულებით, რათა მასზე შთაბეჭდილება მოახდინოს.
2. ყოველდღიური წიგნაკი ჩანაწერებისთვის შესანიშნავი საჩუქარია გოგონებისთვის. ეცადეთ, გაიგოთ ყველაზე მეტად რომელი გმირი მოსწონს თქვენს შვილს და თუ ასეთის ყიდვას ვერ შეძლებთ, მიიტანეთ ჩვეულებრივი წიგნაკი ატელიეში და სასურველი მსახიობის ან მომღელის ფოტო დააპრინტინეთ.
3. იმ შემთხვევაში თუ ბავშვს კითხვა უყვარს, მას აუცილებლად ექნება საოცნებო წიგნი, რომელიც აქამდე ვერ შეიძინა. ახალ წლამდე თვეზე მეტია, შეგიძლიათ უამრავჯერ ჰკითხოთ ამის შესახებ, ისე რომ ვერც მიხვდეს, რას უმზადებთ, ან მისი მეგობარი დაიხმაროთ.
4. ჩანთა გამოსასვლელი დღეებისთვის - ამ საჩუქრით ძალიან გაახარებთ თქვენს შვილს, რადგან განსაკუთრებულად გოგონებს, ხშირად მხოლოდ ერთი, სასკოლო ჩანთა აქვთ, რომლის ტარებაც მოუხერხებელია, სკოლის გარეთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი შენაძენი შეეფერებოდეს მის ასაკს.
5. საუზმის ჩანთა - მოსწავლეებს სკოლაში საჭმლის წაღება ძალიან არ უყვართ, ერთ-ერთი მიზეზი მოუხერხებელი ჭურჭელია. აი, საუზმის ჩანთით კი, სასიამოვნოც კი გახდება მისთვის სკოლაში საუზმით წასვლა.
6. წლის კალენდარი მისი საყვარელი ფოტოებით - დღეს, მოსწავლეების დიდი ნაწილი სოციალური ქსელით სარგებლობს. სწორედ, ეს დაგეხმარებათ, რომ შეარჩიოთ მისი საყვარელი 12 ფოტო და სპეციალური კალენდარი დაუმზადოთ.