23 ნოემბერი, 2017
მშობლების 3 ტიპი, რომელიც ხელს უშლიან საკუთარ შვილს წარმატების მიღწევაში
მშობლებისა და შვილების ურთიერთობა საუკუნეებია რაც მარადიული საკითხია. ამ თემაზე ყოველდღიურად ძალიან ბევრი იწერება და უამრავი კვლევა ტარდება. არსებობს ბევრი ოქროს წესი თუ როგორ უნდა მოიქცეს მშობელი შვილის აღზრდისას, მაგრამ ისიც უნდა გავითვალიწინოთ, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებათ. თუმცა არსებობს მშობლების 3 ტიპი, რომლებიც ხელს უშლიან შვილს წარმატებაში და აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ იგივე შეცდომები არ დაუშვათ აღზრდისას.
ტირანი მშობლები
ისინი ცდილობენ ბოლომდე დაიმორჩილონ საკუთარი შვილების თავისუფალი ნება. აკონტროლებენ მათ ყოველ ნაბიჯს და ამას მხოლოდ სიყვარულით ამართლებენ. რეალურად კი სიყვარული ხომ ურთიერთნდობასა და თანადგომაზეა დაფუძნებული. ასეთი აღზრდის სიკეთით შენიღბვა დაუშვებელია.ასეთ შემთხვევაში ბავშვი იმდენად დამოკიდებული ხდება დედაზე და მამაზე რომ ზრდასრულ ასაკშიც კი უჭირს გადაწყვეტილებების მიღება ან პირიქით, ოჯახიდან თავის დაღწევის მიზნით, შეიძლება საბოლოოდ აერიოს ცხოვრება.
წარუმატებელი მშობლები
მშობლები, შვილებისთვის ყველაზე კარგი მაგალითი არიან და მათთვის სერიოზულ ავტორიტეტს წარმოადგნენ. როდესაც მშობელი წარუმატებელია, მუდმივად წუწუნებს რომ მისი ცხოვრება არ შედგა, შვილები ამ შემთხვევაში გაღიზიანებულები და უკონტროლოები ხდებიან. როდესაც ავლებენ პარალელს თანატოლების მშობლებთან, იკეტებიან საკუთარ თავში და ძალიან უჭირთ რესოციალიზაცია. ამიტომ ეცადეთ, იპოვოთ თქვენი საქმე, რათა შვილებს დაუმტკიცოთ, რომ არანაირი შრომა სირცხვილი არ არის.
უგრძნობი მშობლები
ამ ტიპის მშობლები ძალიან დაჩაგრული ადამიანები არიან. მათ ძალიან უჭირთ შვილის სიყვარული, რადგან თავიანთი წარუმატებლობის მიზეზად მათ თვლიან.სამწუხაროდ, ისინი არასოდეს ეფერებიან საკუთარ შვილებს. მუდმივად აყვედრიან რომ ცხოვრების ნახევარი მათ შესწირეს და ამით დანაშაულის გრძნობას უღვივებენ. ასეთ ოჯახში გაზრდილი ბავშვები ხშირად თავადაც მშობლებს ემსგავსებიან და საზოგადოებას დისკომფორტს უქმნიან. თუმცა არის შემთხვევები რომ სწორედ საკუთარი მშობლის მაგალითზე, თავად იდეალური და მოსიყვარულე მშობლები გამხდარან.