izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
17 ნოემბერი, 2017
სკოლის მოსწავლის 10 აუცილებელი ჩვევა, რომელიც კარგად სწავლაში დაეხმარებათ

სწავლის დაწყება ყველა მოსწავლეს უხარია, მაგრამ ხანგრძლივი დასვენების შემდეგ ხანდახან უჭირთ ჩვეულ ფორმაში მარტივად დაბრუნება. გაგაცნობთ 10 ჩვევას, რომელიც ყველა მოსწავლეს ახასიათებს.

1.  პირველ რიგში აუცილებელია დღიური, სადაც მოსწავლე დღის განმავლობაში ჩაინიშნავს დავალებებს. ასეთი დღიურის წარმოების შემთხვევაში გამორიცხულია მას მეორე დღის ან მიმდინარე კვირის დავალებების შესრულება დაავიწყდეს.

2. ხშირად ბავშვებს უჭირთ მობილიზება რომ მიუჯდნენ საწერ მაგიდას და დაიწყონ დავალებებისთვის მომზადება. ამისთვის კი აუცილებელია გამორთონ მობილური ტელეფონი და არ ჰქონდეთ ოთახში ტელევიზორი, სადაც გაკვეთილებს ამზადებენ.

3. როდესაც მასწავლებელი კითხვას სვამს ან მოსწავლეს გაკვეთილზე იძახებს, თუ მომზადებულია არასოდეს უნდა დაეზაროს ხელის აწევა, თუნდაც ბოლომდე არ იყოს დარწმუნებული რომ საგანი ძალიან კარგად იცის. ეს ჟესტი დაეხმარება რომ მომავალში უკეთ მოემზადოს ან პირიქით, საკუთარი ცოდნა აჩვენოს.


4. თუ სოციალურ ქსელში საკუთარი პროფილი აქვს, უნდა მოერიდოს ისეთი ფოტოებისა და სტატუსების გამოქვეყნებას, რომელიც უბრალოდ მოაცდენს და ბევრ დროს დააკარგვინებს. ამის გაკეთება, გაკვეთილების მომზადების შემდეგაც შეიძლება.

5. ყოველთვის გქონდეთ მოწესრიგებული საკანცელარიო ნივთები, რაც სწავლაში გჭირდებათ. სუფთად შეინახეთ და ხშირად გადაამოწმეთ, მაგალითად კალამი ხომ არ თავდება, ან ფანქარს წვერი ხომ არ მოტყდა. გამოიყენეთ ფერადი სანიშნეები და ლამაზი ნივთები, ეს კიდევ უფრო მობილიზებულს გაგხდით დავალების შესრულებისას.


6. გაკვეთილის მომზადებისას მნიშვნელოვანი ადგილები შეგიძლიათ მონიშნოთ ფანქრით და ის ადგილი ხელმეორედ გადაიკითხოთ. ეს უკეთესად დამახსოვრებაში დაგეხმარებათ.

7. ნუ დატოვებთ კბილებს ფანქარზე ან კალამზე, ფიქრის დროს შეგიძლიათ უბრალოდ ტექსტს უყუროთ და თუ ვერ იგებთ ხელმეორედ გადაიკითხოთ ან დაიხმაროთ ოჯახის წევრი.

8. გაკვეთილის მომზადებისას, გადაუდებელი აუცილებლობისთვის, გქონდეთ გამოყოფილი განსაზღვრული დრო. მაგალითად, თუ სამზარეულოში შესვლა მოგინდებათ ან დასვენება. ოღონდ 15 წუთს ნუ გადააჭარბებთ.

9. სკოლა უნდა იყოს ადგილი, სადაც შეიძენთ კარგ ჩვევებს. თუ ნახეთ, რომ სხვას ჩაგრავენ აუცილებლად ჩაერიეთ და დამნაშავეს მიეცით შენიშვნა. ამით თქვენი ავტორიტეტი თანატოლების თვალში უფრო ამაღლდება.


10. გაკვეთილის მომზადების დასრულების შემდეგ აუცილებლად გაისეირნეთ გარეთ, სუფთა ჰაერზე, თუნდაც 10-15 წუთით. ან გადით აივანზე და მიეცით თავს საშუალება დაისვენოთ, სანამ სხვა რამეზე გადაერთვებით. ტელეფონს ჩართავთ ან ტელევიზორს უყურებთ.



რას ამბობენ ჩვენზე