16 ნოემბერი, 2017
მარნეულის მერი შორენა ხუხუას წიგნის პრეზენტაციას დაესწრო
მარნეულის მერი თემურ აბაზოვი საკრებულოს წევრ ამირან გიორგაძესთან ერთად
ბიბლუსი გალერეაში „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებულის, შორენა
ხუხუას წიგნის „შემოვალ ეტლით“ პრეზენტაციას სტუმრის სტატუსით დაესწრო.
მარნეულის მერმა, ავტორს, წიგნის გამოცემა მიულოცა და მომავალში წარმატება უსურვა.
ქალბატონი
შორენა წლებია მარნეულში ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, იგი ამჟამად
ქალაქ მარნეულის №2 საჯარო სკოლის დირექტორის პოსტს იკავებს.