საიტზე ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია
მე-2, მე-4, მე-5, მე-9 და მე-11 კლასის ტესტები
X

მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი. 

 izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე. 

 ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე. 

 ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად პირადად შეაფასონ შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე. 

 რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება მათზე ინდივიდუალურად მორგებული, ზოგადი განვითარების საკლასო ტესტები. 

 რეგისტრაციის გასავლელად გადადითბმულზე

 რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს. ოჯახის წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი, 1 თვიანი, 3 თვიანი, 6 თვიანი ან მთელი სასწავლო წლის.

 პაკეტებისფასები :

 1 თვე - 9 ლარი 

3 თვე - 27 ლარი 19 ლარი

6 თვე - 54 ლარი  39 ლარი

სასწავლოწელი - 90 ლარი  59 ლარი

 გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის.

 ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს საშუალება გექნებათ მიუჯდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირადად პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. ტესტის შედეგებსაც მაშინვე შეიტყობთ.

 და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.

 დაარეგისტრირეთ ბავშვები!

ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე! 

 მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!

საქვეყნო სიახლეები
16 ნოემბერი, 2017
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. პირველი უმსხვილესი პროექტი, რომლიც ახალმა მერმა დაათვალიერა სოფელ ქვედა მესხეთში პირუტყვის გადასარეკი გვირაბის მოწყობაა, სამუშაოები 322460 ლარით 2017 წლის რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა, გვირაბის გაკეთებას წლების განმავლობაში ითხოვდნენ ადგილობრივები, ვინაიდან დაახლოებით 8 კილომეტრი გზის შემოვლა უწევდათ. სამუშაოების 60 პროცენტი უკვეშესრულებულია.

მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და თანაშემწე ალექსანდრე დადუნაშვილი სოფელ მუხიანში, ბროწეულას დასახლებაშიც იმყოფებოდნენ, სადაც სამი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისთვის შეძენილია ტუმბო, უახლოეს დღეებში მოხდება მისი დამონტაჟება და მოგვარდება საკანალიზაციო ქსელის პრობლემა. სოფელ თერნალსა და კოპიტნარის დასახლებაში მდებარე საბავშვო ბაღებში ყოფნისას აღინიშნა, რომ კოპიტნარის დასახლების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ნაწილობრივი რეაბილიტაცია მომავალ წელს იგეგმება, ხოლო სოფელ თერნალის საბავშვო ბაღის კეთილმოწყობა ხდება სურსათის უვნებლობის სააგენტოს მითითებების შესაბამისად. 

დღესვე, ბატონმა გრიგოლ იოსელიანმა ქალაქ წყალტუბოში, ზაალიშვილისა და ავალიანის ქუჩების გზების ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები დაათვალიერა.