15 ნოემბერი, 2017
დათო გაგუამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2017 წლის 12 ივლისის სტიქიის შედეგების
სალიკვიდაციოდ 1 500 000 ლარი გამოიყო , აღნიშნული თანხის გათვალისწინებით
მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სახიდე გადასასვლელების, სანიაღვრე არხების,
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა.
სოფელ ხაბუმეში,(ჯუმითის უბანში) სახიდე გადასასვლელის მშენებლობა მიმდინარეობს.
სამუშაოებს აწარმოებს შ.პ.ს. ,თენგო +“.
სამუშაოების შესასრულებლად 80 000 ლარია გათვალისწინებული.
ასევე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში სოფელ მუხურში სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ დაათვალიერა.