15 ნოემბერი, 2017
მარნეულის მუნიციპალიტეტის მეხუთე მოწვევის საკრებულომ ბოლო სხდომა გამართა
დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მეხუთე მოწვევის საკრებულომ ბოლო სხდომა გამართა.
მიმდინარე წელს დაგეგმილ მე-20 სხდომას, რომელსაც საკრებულოს
თავმჯდომარე ნაბი აბდულაევი ხელმძღვანელობდა, დეპუტატებმა დღის წესრიგით
გათვალისწინებულ ხუთ საკითხზე იმსჯელეს და წარმოდგენილთაგან მხარი ყველა
საკითხს დაუჭირეს. საკრებულოს სხდომას ასევე ესწრებოდა ახლადარჩეული მერი
თემურ აბაზოვი