14 ნოემბერი, 2017
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა უკრაინის ელჩს საქართველოში და მის მოადგილეს უმასპინძლა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა უკრაინის ელჩს
საქართველოში იგორ დოლგოვისა და მის მოადგილეს ოლეგ პოგონეტს უმასპინძლა.
შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. გამგებელმა და მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლებმა ელჩს ბორჯომის შესახებ, მიაწოდეს ინფორმაცია, ყურადღება
გამახვილდა ბორჯომის ისტორიაზე, მის ბუნებრივ წიაღისეულზე, ტურისტულ
პოტენციალზე და მუნიციპალიტეტში არსებულ საკურორტო ადგილებზე.
მან ასევე მიიღო ინფორმაცია ბორჯომში დასახლებული უკრაინელების
შესახებ. ელჩის განცხადებით, უახლოეს მომავალში შეხვდება უკრაინულ
დიასპორას დაბა ბაკურიანში და მოინახულებს და პატივს მიაგებს გარდაცვლილი
უკრაინელი ხალხის საფლავებს.
შეხვედრაზე, აღინიშნა, ისიც, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტს მეგობრული
ურთიერთობა აკავშირებს უკრაინის ქალაქ პოლტავასთან. ეს ორი ქალაქი
დამეგობრებული ქალაქების სტატუსს 2011 წლის 10 მაისიდან ატარებენ.
ელჩმა აღნიშნა, რომ ამ ორ ხალხს მეგობრობის დიდი ისტორია აქვს ,
ჩვენს პატარა და ლამაზ ქალაქში კი ეს ურთიერთობები უფრო მეტად თვალშისაცემი
და დასაფასებელი და საგრძნობია.
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ
შეხვედრებით, დაგეგმილი აქტივობებით, გამოცდილების გაზიარებით, ეს
ურთიერთობები კიდევ უფრო მჭიდრო და ნაყოფიერი გახდება.