14 ნოემბერი, 2017
ქუთაისში ფოტოკონკურს ''ილოს'' გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა
ქუთაისში, "TBC გალერეაში" ფოტოკონკურს "ილოს" გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.
კონკურსი ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით
მეათედ ჩატარდა. კონკურსის გამარჯვებული ფოტოგრაფი გიორგი ჯანელიძე გახდა,
რომელსაც ფულადი პრიზი და ილოს ქანდაკება გადაეცა.
ფოტოკონკურსი ფოტოგრაფ ილო ხახიაშვილის სახელს ატარებს. ის
ქუთაისში გასული საუკუნეში მოღვაწეობდა და მისი ფოტოსტუდია მაშინდელი
ქართველი მწერლების, მსახიობებისა და მხატვრების თავშეყრის ადგილი იყო.
ქუთაისში კოლორიტი ფოტოგრაფის ძეგლიც არის.