14 ნოემბერი, 2017
ქუთაისის მერიაში ჩინელ ინვესტორებთან ოფიციალური შეხვედრა გაიმართა
ქალაქ ქუთაისის მერიაში გაიმართა ოფიციალური შეხვედრა ჩინელ ინვესტორებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი შოთა მურღულია, ეკონომიკური
განვითარების სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი, ქალაქ ტიანჯინის
ვაჭრობის პალატის ვიცე პრეზიდენტი ნიუ ოუქი, საინვესტიციო ბიუროს სექტორის
ხელმძღვანელი ჰოუ იული და ქალაქ ტიანჯინის კერძო ბიზნესის
წარმომადგენლები.
შეხვედრაზე სტუმრები გაეცნენ ქუთაისის ეკონომიკურ და საინვესტიციო
გარემოს. ინვესტორებმა მადლობა გადაუხადეს ქალაქის ხელმძღვანელს შეხვედრის
ორგანიზებისთვის და ინტერესი გამოთქვეს ქუთაისში ბიზნეს საქმიანობის
დასაწყებად.