საიტზე ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია
მე-4, მე-5, მე-9 და მე-11 კლასის ტესტები
X

მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი. 

 izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე. 

 ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე. 

 ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად პირადად შეაფასონ შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე. 

 რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება მათზე ინდივიდუალურად მორგებული, ზოგადი განვითარების საკლასო ტესტები. 

 რეგისტრაციის გასავლელად გადადითბმულზე

 რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს. ოჯახის წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი, 1 თვიანი, 3 თვიანი, 6 თვიანი ან მთელი სასწავლო წლის.

 პაკეტებისფასები :

 1 თვე - 9 ლარი 

3 თვე - 27 ლარი 19 ლარი

6 თვე - 54 ლარი  39 ლარი

სასწავლოწელი - 90 ლარი  59 ლარი

 გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის.

 ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს საშუალება გექნებათ მიუჯდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირადად პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. ტესტის შედეგებსაც მაშინვე შეიტყობთ.

 და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.

 დაარეგისტრირეთ ბავშვები!

ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე! 

 მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!

საქვეყნო სიახლეები
13 ნოემბერი, 2017
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პროექტი „ქალთა გაძლიერება ცვლილებებისთვის“ ხორციელდება
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი და ასოციაცია ,,ათინათი“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს ,,ქალთა გაძლიერება ცვლილებებისათვის“ რომელიც დაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამის ,,გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი ორიენტირებულია ხელი შეუწყოს ქალთა თანასწორობას,მათ ეკონომიკურ და სამოქალაქო გააქტიურებას, სოფლებში არსებული სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას.ამ მიზნით ხაბუმესა და მუხურში ფუნქციონირებს ქალთა საინიციატივო ჯგუფები,რომლებიც მუშაობენ სოფლის პრობლემატური საკითხების მოგვარებაზე.

საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სოფლებში მნიშვნელოვანი პრობლემის გამოსავლენად ჩაატარეს მოკვლევითი სამუშაოები,მათ მიერ გამოვლინდა ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები სამიზნე სოფლების მიხედვით.

ძირითადად გამოიკვეთა შემდეგი საკითხები: საპირფარეშოს, სახიდე გადასასვლელის, სკვერისა და სტადიონის მოწყობა.

ქალთა საინიციატივო ჯგუფებმა, გამოვლენილი პრობლემების მოგვარების მიზნით, მოამზადეს პრეზენტაციები, რომელიც შეხვედრაზე წარმოადგინეს და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს, პროექტის ფარგლებში გამოვლენილი სოფლის მწვავე პრობლემების მოგვარებისთვის, 2018 წლის ბიუჯეტში შესაბამისი თანხის გათვალისწინება სთხოვეს. 

შეხვედრას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა დაესწრო და საინიციატივო ჯგუფის წევრებს გამოვლენილი პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდა.