საიტზე ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია
მე-4, მე-5, მე-9 და მე-11 კლასის ტესტები
X

მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი. 

 izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე. 

 ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე. 

 ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად პირადად შეაფასონ შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე. 

 რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება მათზე ინდივიდუალურად მორგებული, ზოგადი განვითარების საკლასო ტესტები. 

 რეგისტრაციის გასავლელად გადადითბმულზე

 რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს. ოჯახის წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი, 1 თვიანი, 3 თვიანი, 6 თვიანი ან მთელი სასწავლო წლის.

 პაკეტებისფასები :

 1 თვე - 9 ლარი 

3 თვე - 27 ლარი 19 ლარი

6 თვე - 54 ლარი  39 ლარი

სასწავლოწელი - 90 ლარი  59 ლარი

 გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის.

 ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს საშუალება გექნებათ მიუჯდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირადად პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. ტესტის შედეგებსაც მაშინვე შეიტყობთ.

 და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.

 დაარეგისტრირეთ ბავშვები!

ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე! 

 მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!

საქვეყნო სიახლეები
13 ნოემბერი, 2017
მარნეულის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი, თემურ აბაზოვი მოვალეობის შესრულებას შეუდგა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი, თემურ აბაზოვი დღეიდან უფლებამოსილების განხორცილებას შეუდგა.

ახალმა მერმა პირველი სამუშაო დღე, თვითმმართველობის თანამშრომლებთან შეხვედრით დაიწყო, სადაც დამსწრეებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და წარმატებები უსურვა.

მერთან შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის დეპუტატები თამაზ ნავერიანი, რუსლან გაჯიევი და საკრებულოს წევრი ამირან გიორგაძე.

„მიმაჩნია, რომ თითოეული პროფესიონალი და მოტივირებული თანამშრომელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მერიის წარმატების მუშაობისთვის, რომელიც საერთო ჯამში მუნიციპალიტეტის განვითარებაზე აისახება. ჩვენ ვიქნებით აქტიურ სამუშაო რეჟიმში, რათა ყველა ის დაპირება, რომელიც წინა საარჩევნო პერიოდში გავეცით, ერთად განვახორციელოთ, მოვაგვაროთ მოსახლეობის პრობლემები, მარნეული გავხადოთ მეტად მიმზიდველი და წარმატებული მუნიციპალიტეტი ვიდრე დღეს არის. ჩვენ ერთი დიდი გუნდი ვართ და მჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ ჩვენი ხალხისა და ქვეყნისათვის, “– განაცხდა შეხვედრაზე თემურ აბაზოვმა.

თანამშრომლებთან შეხვედრის შემდგომ თემურ აბაზოვმა, მერიის შენობა დაათვალიერა და მოქალაქეებიც მიიღო.