13 ნოემბერი, 2017
დედოფლისწყაროს მერი მოვალეობების შესრულებას შეუდგა
ნიკოლოზ ჯანიაშვილი დღეიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.
მან პირველი სამუშაო დღე მოქალაქებთან შეხვედრით დაიწყო, გაეცნო მათ პრობლემებსა და საკითხებს, რაც აწუხებთ.