13 ნოემბერი, 2017
ბორჯომში 3 ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა
ბორჯომში 3 ქუჩაზე დასრულდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები.
რკინა-ბეტონის გზები მოეწყო ნიკოლაძისა და ვაშლოვანის ქუჩებზე.
ასფალტობეტონი დაიგო მესხეთის ქუჩაზე;
განხორციელდა, სანიაღვრეების, ცხაურებისა და ეზოში შესასვლელების მოწყობის სამუშაოები.
გზის საფარი ჯამში 2.5. კილომეტრი სიგრძის მონაკვეთზე დაიგო.
სამუშაოებისათვის ჯამში 1 მილიონზე მეტი ლარი გაიხარჯა.