13 ნოემბერი, 2017
მარნეულში კოკი ხარშილაძის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა
ლექსების
კრებული „უხმო მუსიკა" -ს პრეზენტაციამ, რომელიც მიმდინარე წლის, 11
ნოემბერს, მარნეულის კულტურის ცენტრში გაიმართა, პოეზიის მოყვარული
სხვადასხვა თაობის ადამიანები შეკრიბა.
ახალგაზრდა და ნიჭიერი ავტორის კოკი ხარშილაძის მისალოცად ახლო მეგობრები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოვიდნენ.
თეატრალიზებული
ელემენტებით გაჯერებულ ღონისძიებაში მონაწილეობას კულტურის ცენტრის
შემოქმედებითი ჯგუფის წევრები იღებდნენ, რომლებიც მონაცველობით
კითხულობდნენ კრებულში დაბეჭდილ ლექსებს.
პრეზენტაციაზე გაფორმება დახვეწილად იყო შერჩეული და თემატიკას
შეესაბამებოდა - ენთო სანთლები და კედლები დატვირთული იყო საღამოს
შესაბამისი დეკორაციებით. მთელი ატმოსფერო გაჟღენთილი იყო ახალგაზრდა
პოეტის პოეზიით.
ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის
მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, საკრებულოს წევრი ამირან გიორგაძე,
ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები, პოეტის მეგობრები და ოჯახის
წევრები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ კოკი ხარშილაძის ლექსების კრებული, ადგილობრივი
თვითმმართველობის მხარდაჭერით გამოიცა. ხოლო, წიგნის პრეზენტაცია
მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის მხარდაჭერით და ორგანიზებით
შედგა.