საიტზე ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია
მე-4, მე-5, მე-9 და მე-11 კლასის ტესტები
X

მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი. 

 izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე. 

 ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე. 

 ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად პირადად შეაფასონ შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე. 

 რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება მათზე ინდივიდუალურად მორგებული, ზოგადი განვითარების საკლასო ტესტები. 

 რეგისტრაციის გასავლელად გადადითბმულზე

 რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს. ოჯახის წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი, 1 თვიანი, 3 თვიანი, 6 თვიანი ან მთელი სასწავლო წლის.

 პაკეტებისფასები :

 1 თვე - 9 ლარი 

3 თვე - 27 ლარი 19 ლარი

6 თვე - 54 ლარი  39 ლარი

სასწავლოწელი - 90 ლარი  59 ლარი

 გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის.

 ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს საშუალება გექნებათ მიუჯდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირადად პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. ტესტის შედეგებსაც მაშინვე შეიტყობთ.

 და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.

 დაარეგისტრირეთ ბავშვები!

ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე! 

 მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!

საქვეყნო სიახლეები
10 ნოემბერი, 2017
ლელა ქიტესაშვილმა თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე ყოფნის ბოლო სამუშაო დღეს მუნიციპალიტეტში ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტები გახსნა
10 ნოემბერს, ლელა ქიტესაშვილმა თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე ყოფნის ბოლო სამუშაო დღეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს განხორციელებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტები გახსნა.

ლელა ქიტესაშვილმა დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარ დეპუტატთან, ზაქარია ქუცნაშვილთან და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორ ლევან ზაუტაშვილთან ერთად, გახსნა სოფელ ტუშურების ახლად აშენებული საბავშვო ბაღი და სოფ. ტუშურებისა და სოფ.ჯერვალიძეების დამაკავშირებელი ხიდი. დაათვალიერეს, აგრეთვე, დაბა თიანეთში, არტნის ქუჩის მესამე შესახვევში მოწყობილი სანიაღვრე არხი, რეაბილიტირებული სპორტული კლუბის შენობა და სოფელ გოჯიაანებში წყალმომარაგების სისტემა. აღსანიშნავია, რომ დღეს ჟებოტის ადმინისტრაციულ ერთეულში რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, პირველად აენთო ბუნებრივი აირი. რაც იმას ნიშნავს, რომ დღეიდან სოფლების: ჟებოტის, თეგერაანების, ძებნიაურებისა და ლელოვნის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს კომპანია „სოკარში“ შეიტანოს განაცხადი ბუნებრივი აირის საცხოვრებელ სახლებში შეყვანის უზრუნველსაყოფად.