10 ნოემბერი, 2017
ბორჯომში აღმაშენებლის ქ. №15-ის მიმდებარედ საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები ჩატარდა
ბორჯომში აღმაშენებლის ქ. №15-ის მიმდებარედ საკანალიზაციო ქსელის
რეაბილიტაციის სამუშაოები ჩატარდა. ტერიტორიაზე სათვალთვალო ჭები და
გოფრირებული მილები მოეწყო.
როგორც ქუჩის მაცხოვრებლებმა აღნიშნეს, ქსელი უკვე ამორტიზებული
იყო, დაზიანებული ჭები კი ტერიტორიის დატბორვასა და არასასიამოვნო სუნს
იწვევდა.
პროექტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდა.
უახლოეს დღეებში ინფრასტრუქტურული კომუნიკაციების მოწესრიგება
მოხდება რუსთაველის №115-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში. შენობის
ტექნიკურ სართულზე წყალსადენის ქსელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.