10 ნოემბერი, 2017
ქარელის მუნიციპალიტეტის ცენტრში ფოლკლორის საღამო გაიმართა
9 ნოემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში გაიმართა ფოლკლორის
საღამო. აღნიშნული ღონისძიება ტრადიციად დამკვიდრდა და უკვე მეორე წელია რაც
აღინიშნება. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ ქარელის მუნიციპალიტეტში
არსებული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები.
ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან ყველა მონაწილე ანსამბლი დასაჩუქრდა სიგელითა და ფასიანი საჩუქრით.