მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
ირაკლი მეზურნიშვილის ინიციატივით, კლინიკა „მარიმედის“ მხარდაჭერით და ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის (BAC) წამყვანი სპეციალისტების ორგანიზებით, კასპის მუნიციპალიტეტში უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაუტარებენ. აქციის ფარგლებში პაციენტებს ჩაუტარდებათ სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევები და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების კონსულტაცია.
ხოვლის ადმინისტრაციული ერთეულის საბავშვო ბაღს ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის (BAC) სხვადასხვა პროფილის წამყვანი სპეციალისტები ეწვევიან:
• ზოგადი ქირურგი - პ. დოლიძე
• ტრავმატოლოგი - თ. გაბუნია
• ყბა-სახის ქირურგი - ლ. პეტრიაშვილი
• ოფთალმოლოგი - შ. ხიზანიშვილი
• პედიატრი - ნ. წეროძე
• რადიოლოგი - ზ. ზარნაძე
• ნევროლოგი - პ. აბესაძე.
• სტომატოლოგი - გ. ადიკაშვილი
მისამართი: სოფელი ხოვლე, საბავშო ბაღის შენობა.