izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
16 აგვისტო, 2019
„იმ წიგნს ვირჩევ, რომელიც უფრო დიდია“-  8 წლის ევა დავითაშვილი „წიგნიერების დღის“ ტესტებს მოუთმენლად ელის 
მოპოვებული დიპლომები მაცივარზე გაუკრავს და სტუმრებს თავს ამით აწონებს. ჯერ მხოლოდ სამი ვერცხლის და ერთი ოქროს დიპლომი აქვს. ახლა მოუთმენლად ელის ახალი სასწავლო წლის დაწყებას, როცა ბავშვებზე მზუნველი izrune.ge, მრავალრიცხოვან ოჯახთან ერთად, წარმატებისკენ სვლას კვლავაც აქტიურად განაგრძობს...

თბილისის 208-ე საჯარო სკოლის მესამეკლასელ ევა დავითაშვილს კითხვა უყვარს და ამიტომაც, „დიდი წიგნები“ ურჩევნია. izrune.ge-ს პროექტში გაზაფხულიდან ჩაერთო და უკვე ვერცხლის და ოქროს დიპლომებიც მოიპოვა, წარმატების შესახებ კი პირველად მამას ატყობინებს. 

izrune.ge-ს პროექტის აქტიური მონაწილე ევა დავითაშვილი და მისი დედა რიტა კვიცარიძე ესაუბრება: 

- ევა საკმაოდ მონდომებული და ინტერესიანი ბავშვია და ვცდილობ, ყველანაირად ხელი შევუწყო. izrune.ge-ში გაზაფხულიდან ვართ ჩართული და უკვე სამი ვერცხლის და ერთი ოქროს დიპლომი ავიღეთ, ოქრო ივნისში, შემაჯამებელ ტესტებში ავიღეთ და ძალიან გაგვიხარდა. 
ჩვენს სკოლაში იყო ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი მოსული, პროექტის პრეზენტაცია გაიმართა და მაშინვე  გაგვიჩნდა ჩართვის სურვილი. ახლა ზაფხულია, ივნისში დროებით დავემშვიდობეთ izrune.ge-ს და ახლა მოუთმენლად ელოდება 5 სექტემბერს, გადაწყვეტილი აქვს, მხოლოდ ოქროს დიპლომები მოიპოვოს. 

- ტესტებზე ალბათ ერთობლივად მუშაობთ? პასუხების შერჩევაში ეხმარებით?

- ტესტებს ერთად ვაკეთებთ. ევას რატომღაც ტელეფონით მუშაობა ურჩევნია, „ბუკს“ არ იყენებს. ტელეფონი მე მიჭირავს, ვკითხულობ და თვითონ აჭერს ხოლმე ხელს სწორ პასუხს. ძალიან მონდომებულია, ხალისით აკეთებს და ბევრ რამეს სწავლობს. ყველა კითხვას თვითონ პასუხობს, თუმცა, ზოგჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა მეც არ ვიცოდი სწორი პასუხი. მაგალითად, არ ვიცოდი, რომ ღამურას თავდაყირა ეძინა. ამ ასაკში გავიგე და ეს სამუდამოდ დამამახსოვრდება. პროქტის სიკეთეც სწორედ იმაშიც მდგომარეობს, რომ თუკი რომელიმე კითხვას ბავშვი არასწორად უპასუხებს, იქვე სწორი პასუხი მწვანედ ინთება, რასაც, ასეთ ასაკში, ძალიან მარტივად იმახსოვრებს ადამიანი. 

- როგორ ფიქრობთ, რა მისცა izrune.ge-მ თქვენს შვილს ამ მოკლე დროის განმავლობაში?

- ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ ტესტები არა მხოლოდ ერთ რომელიმე კონკრეტულ საგანს, არამედ, ყველაფერს, ყველა სფეროს მოიცავს. გარდა ამისა, ძალიან მომწონს, რომ რა კითხვებიც გვაქვს ყოველ ხუთშაბათს, შემაჯამებელ ტესტებში იგივე აღარ მეორდება. ანუ ყოველ ჯერზე სხვადასხვა ტესტი გვხვდება და ძალიან კმაყოფილი ვართ!
პროექტმა, პირველი რიგში ევას შემართება მისცა, და კითხვისა და ახალი ინფორმაციის მიღების ინტერესი გაუღვივა, უხარია დადებითი შეფასება და ყველას უნდა, რომ თავისი წარმატება მიახაროს. თან მინიმალურ ფასად გაქვს ეს ყველაფერი, რაც ძალიან დასაფასებელია, რადგან თვეში ერთ ლარად ასეთ ეფექტურ განათლებას, ფაქტობრივად, სხვაგან ვერსად მიიღებ. 

- 12 სექტემბრიდან ყოველ მეორე ხუთშაბათს izrune.ge პროექტში ჩართულ მოსწავლეებს „წიგნიერების დღეს“ შესთავაზებს.  როგორ ემზადება ევა ამ დღისთვის? 

- ევა სექტემბერს მოუთმენლად ელოდება და უხარია. საზაფხულო არდადეგებზეც გვაქვს სამეცადინო, ინანიშვილის მოთხრობებს კითხულობს, შინაარსს წერს, მათემატიკას უკვე მოვრჩით. მიხარია „წიგნიერების დღეც“ რომ იქნება. ზოგადად, კითხვა უყვარს მერე მეც ვკითხულობ, რომ აზრზე ვიყო, იმ მოთხრობაში რა ხდება და რამდენად სწორად აღიქვამს ბავშვი... მაქსიმალურად ვცდილობთ, შვილის აღზრდა-განათლების პროცესში ვიყოთ ჩართული. 
სექტემბრიდან ვაპირებთ უფრო მეტი ოქროს დიპლომი ავიღოთ. ვუბეჭდავ ხოლმე დიპლომებს და მაცივარზე ვაკრავთ, უხარია, როცა სახლში ვინმე მოდის და მის წარმატებებს ნახულობს.

ევა დავითაშვილი:

- ველოდები 5 სექტემბერს და ძალიან მინდა, გავიარო ტესტები, მომწონს, როცა შეკითხვებს სწორად ვპასუხობ. 
izrune.ge-ზე ავიღე სამი ვერცხლის და ერთი ოქროს დიპლომი, ახლა უფრო მეტი წიგნი მაქვს და მიხარია, უფრო ხშირად რომ ვკითხულობ.

- ახლა რას კითხულობ?

- რევაზ ინანიშვილის მოთხრობებს ვკითხულობ, რომელიც 7-8 წლის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი და ძალიან მომწონს. კითხვა ძალიან მიყვარს, ამიტომ წასაკითხად დიდ წიგნებს ვირჩევ.


რას ამბობენ ჩვენზე