izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი.
 
izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.
 
ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე.
 
ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად  პირადად შეაფასონ  შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე.
 
რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტები.
 
რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: http://www.izrune.ge/geo/10
 
რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად  არეგისტრირებს  ბავშვ(ებ)ს. ოჯახის  წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი თვეების მიხედვით.
 
პაკეტების ფასებია:
1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი
 
ასევე  სპეციალური შეთავაზება  საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას „ეტალონისა“ და izrune.ge-სგან. ეტალონის ხელმომწერი სკოლის ყველა მოსწავლე ისარგებლებს განსაკუთრებული პირობებით და პაკეტებით უპრეცედენტო და ინოვაციური ტესტირების  საიტზე - izrune.ge.  სკოლას გადაეცემა ინდივიდუალური ფასდაკლების კოდი და თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 1 ლარს,  ხოლო მთლიანი სასწავლო წლის ღირებულება 129 ლარის ნაცვლად 10 ლარს.  განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისთვის  საჭიროა სკოლისგან მიღებული ინდივიდუალური პრომო კოდის შეყვანა  izrune.ge-ს პროფილზე რეგისტრაციის ან პაკეტის განახლების დროს. 
 
გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. პაკეტის გააქტიურება შესაძლებელია:
 
1. ბარათის საშუალებით უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან,
 
2. საბანკო გადმორიცხვის მონაცემებით:
 
მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი, პროფილის ნომერი
ბანკის კოდი: TBCBGE22
ს/კ : 404561979
თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი ბანკიდან
 
3. სწრაფი ჩარიცხვის აპარატების (TBC Pay,  Paybox და  Express Pay) საშუალებით მოსწავლის პროფილის ექვს ციფრიანი ნომრით
 
​მოსწავლეებს ექნებათ საშუალება ყოველ ხუთშაბათს  გაიარონ  სავარჯიშო ტესტები და მოემზადონ თვის შემაჯამებელი ტესტირებისთვის,  რომელიც ჩატარდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კვირა დღეს - მშობლის თანდასწრებით. 
 
ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!
 
საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი იქნება განსხვავებული და ოჯახს საშუალება აქვს მიღებული დიპლომი შეინახოს, ამობეჭდოს ან გააზიაროს სოციალური ქსელის საშუალებით. ტესტის შედეგებსაც შეიტყობთ ტესტის დასრულებისთანავე.
 
და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალ-ყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.
 
საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდას წარმატებისთვის ამზადებთ თქვენ - მშობლები, izrune.ge და სკოლა.
 
დაარეგისტრირეთ ბავშვები!
 
ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!
 
მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!
  
საგანმანათლებლო
სიახლეები
საგანმანათლებლო სიახლეები
03 ივლისი, 2019
სიყვარულითა და მზრუნველობით სექტემბრიდან შევხვდებით...- როგორი იყო განვლილი სასწავლო წელი Izrune.ge- სთან ერთად

კიდევ ერთი სასწავლო წელი დასრულდა... შემეცნებისა და წინსვლის გზა ინოვაციურმა აქტივობებმა და მზრუნველმა მიდგომებმა კიდევ უფრო დაუვიწყარი გახადა მოსწავლეებისთვის.

მრავალრიცხოვნებითა და უამრავი წარმატებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ Izrune.ge-მ მთავარი მიზნის მიღწევა შეძლო - ოჯახის, ბავშვისა და სკოლის გაერთიანება,  მოზარდებში მოქალაქეობრივი აზროვნება განამტკიცა და ინდივიდუალურ-გუნდური მიდგომებით ხუთშაბათი და ყოველი თვის ბოლო კვირა დღე მოსწავლეებისთვის წარმატების დღესასწაულად აქცია.

Izrune.ge ამაყობს საქართველოს ნიჭიერი მომავალი თაობით და კიდევ დიდხანს  წაახალისებს მათ შემეცნებასა და წინსვლას.

მოსწავლეებო, სწორედ თქვენთან ერთად გაიზრდება და განვითარდება Izrune.ge, რომელიც სექტემბრიდან მრავალ საინტერესო და სახალისო სიახლეს შემოგთავაზებთ.

მანამდე კი, მოდით, პორტალის წარმატებულ გამოცდილებას ეტაპობრივად მივყვეთ და Izrune.ge- ს შედეგები სკოლებთან ურთიერთობის მენეჯერ მანანა გეგიასთან ერთად შევაჯამოთ:

- რა მიზნით შეიქმნა Izrune.ge?

- „ეტალონის“ 15-წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, საქართველოს მასშტაბით მოსწავლეებთან და პედაგოგებთან უშუალო კომუნიკაციის წყალობით, კარგად ვიცნობთ ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცესა და არსებულ გამოწვევებს.  სამწუხარო რეალობა იყო, რომ სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით, მშობელი შვილსა და სააღმზრდელო-სასწავლო პროცესს ჩამოშორდა და მთლიანად მის გაზრდაზე გადაერთო (ამ ორ ცნებას შორის კი დიდი განსხვავებაა). შედეგად მივიღეთ პასიური სასკოლო ცხოვრება, რაც მოსწავლეთა სამომავლო წარმატებებზე და ბუნებრივია, ქვეყნის წინსვლაზე უარყოფითად აისახა. ამდენად, Izrune.ge-მ მთავარ მიზნად ოჯახის, ბავშვისა და სკოლის გაერთიანება და მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება დაისახა...

- როგორი იყო Izrune.ge-ს პირველი ნაბიჯები?

- პორტალის ავტორი „ეტალონის“ წამყვანი, ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი გახლავთ, რომელმაც თავის გუნდთან ერთად მთელი საქართველო ფეხდაფეხ შემოიარა და საზოგადოებას პროექტის არსი გააცნო. საჭიროებიდან და მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, Izrune.ge-ს მთელმა საგანმანათლებლო საზოგადოებამ დაუჭირა მხარი, მოსწავლეებთან და მშობლებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა და იდეის ეფექტური განხორციელებისთვის კონკრეტული ნაბიჯები დაისახა, ჩამოყალიბდა „თბილისის სკოლების სათათბირო“,  თანამოაზრეობით,  დაუღალავი შრომითა და ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანებით შეიქმნა Izrune.ge ისეთი, როგორიც არის...



- და როგორია Izrune.ge?

- ინოვაციური, შემეცნებითი და მამოტივირებელი პორტალია, რომელიც ინდივიდუალურ-გუნდურ მიდგომებს ეფუძნება. აბსოლუტურად ყველა კლასისთვის, თითოეული მოსწავლისთვის უნიკალურ ტესტებს 100 გამორჩეული პედაგოგი ადგენს. მშობელთან ან მზრუნველთან ერთად კითხვების გავლის შემდეგ მოსწავლეები წამახალისებელ ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს დიპლომებს იღებენ, მშობლები შვილების აღზრდისა და განათლების დონეს სისტემურად ადევნებენ თვალს და აქტიური კომუნიკაცია აქვთ პედაგოგებთან, რათა საჭირო მიმართულებით გააძლიერონ სწავლება. აღსანიშნავია, რომ პორტალი თანამედროვე ტექნოლოგიებს ეფექტურად იყენებს და ყოველი მოსწავლის არა მხოლოდ შედეგებს, არამედ ამ შედეგების ანალიზსაც გვთავაზობს, რაც სკოლის მიერ გაწეული შრომისა და ეფექტურობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია.

Izrune.ge, ამავდროულად,  გუნდურ მიდგომებს ნერგავს და ამკვიდრებს აზრს, რომ კლასის წარმატება თითოეული მოსწავლის განვითარებაზეა დამოკიდებული. ბუნებრივია, ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი ჯანსაღ, მეგობრულ და კონკურენტუნარიან გარემოში აღიზარდოს. ამდენად, პორტალში ჩართულობისა და კლასის საშუალო შედეგების მიხედვით, „მეგობრული“, „სუპერი“ და ,,მომავლის კლასები“ შევქმენით და წარმატებული სადამრიგებლოები  წავახალისეთ.  ,,მეგობრული კლასები“, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წელს  6-ჯერ და მეტჯერ მოიპოვეს  ,,სუპერ კლასის“ წოდება და  ,,მომავლის კლასები“ გახდნენ, სექტემბერში სტატუსის დამადასტურებელ დიპლომებს მიიღებენ.  

- როგორია უკუკავშირი ოჯახის, ბავშვისა და სკოლის მხრიდან?

- „იზრუნეს“ რედაქციაში დიპლომებისა და წარმატებული ისტორიების ცვენაა... გვეხმიანებიან მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები, რომლებიც საკუთარ მზრუნველ გამოცდილებასა და ინოვაციურ მიდგომებს გვიზიარებენ. მოტივაციის ასამაღლებლად კლასებში წარმატების დიპლომებს აკრავენ, შედეგებს აუმჯობესებენ, მშობელთა მონაწილეობით ფორუმებს ქმნიან და შიდასასკოლო წამახალისებელ მიდგომებს ამკვიდრებენ.  Izrune.ge-ზე მათი აქტივობა მრავალმხრივ შუქდება და მზრუნველი წარმატება მთელი საქართველოსთვის გადამდები გახდა...



-    პორტალის მაღალტექნოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით,  როგორია ჩართულობისა და შედეგების სტატისტიკა?  

-   პროექტის თანამოაზრე 1600-მდე სკოლა  გახლავთ საქართველოს მასშტაბით, 30,000-ზე მეტი მომხმარებელი.  გვყავს 36 „მეგობრული“, 21 „სუპერ კლასი“. ამას ემატება ათასობით მოტივირებული მოსწავლე, გახარებული მშობლები და ბედნიერი დამრიგებლები.

-     რა სიახლეები გველის სექტემბრიდან Izrune.ge-ზე?

-   პორტალი მიღწეულ შედეგებს არასდროს ჯერდება და მუდმივ წინსვლაზეა ორიენტირებული. მომავალი სასწავლო წლიდან Izrune.ge-ს დიდი და წარმატებული ოჯახის წევრებს მრავალ სიახლეს შევთავაზებთ - ყოველი თვის მეორე ხუთშაბათი პორტალზე „წიგნიერების დღედ“ გამოცხადდება, რაც მოსწავლეთა ზოგად განათლებას მნიშვნელოვნად აამაღლებს, ხოლო ყოველი მეოთხე ხუთშაბათი პროექტს „გზა ევროპისკენ“ დაეთმობა, რომელიც მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარებას შეუწყობს ხელს.

ასევე სექტემბრისთვის მზა იქნება პორტალის მობილური აპლიკაცია, რაც ტესტებზე წვდომას ბევრად გაამარტივებს, განსაკუთრებით მაღალმთიანი რეგიონებისთვის. იგეგმება პორტალის ანიმაციებით  გამრავალფეროვნებაც, რომ სწავლება უფრო სახალისო და მოტივირებული გახდეს.  ასე რომ, საქართველოს საგანმანათლებლო სივრცის ნოვატორი Izrune.ge, თანამოაზრეებთან ერთად სექტემბრიდან დიდი სიახლეებით დაგიბრუნდებათ!



რას ამბობენ ჩვენზე