izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი.
 
izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.
 
ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე.
 
ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად  პირადად შეაფასონ  შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე.
 
რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტები.
 
რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: http://www.izrune.ge/geo/10
 
რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად  არეგისტრირებს  ბავშვ(ებ)ს. ოჯახის  წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი თვეების მიხედვით.
 
პაკეტების ფასებია:
1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი
 
ასევე  სპეციალური შეთავაზება  საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას „ეტალონისა“ და izrune.ge-სგან. ეტალონის ხელმომწერი სკოლის ყველა მოსწავლე ისარგებლებს განსაკუთრებული პირობებით და პაკეტებით უპრეცედენტო და ინოვაციური ტესტირების  საიტზე - izrune.ge.  სკოლას გადაეცემა ინდივიდუალური ფასდაკლების კოდი და თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 1 ლარს,  ხოლო მთლიანი სასწავლო წლის ღირებულება 129 ლარის ნაცვლად 10 ლარს.  განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისთვის  საჭიროა სკოლისგან მიღებული ინდივიდუალური პრომო კოდის შეყვანა  izrune.ge-ს პროფილზე რეგისტრაციის ან პაკეტის განახლების დროს. 
 
გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. პაკეტის გააქტიურება შესაძლებელია:
 
1. ბარათის საშუალებით უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან,
 
2. საბანკო გადმორიცხვის მონაცემებით:
 
მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი, პროფილის ნომერი
ბანკის კოდი: TBCBGE22
ს/კ : 404561979
თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი ბანკიდან
 
3. სწრაფი ჩარიცხვის აპარატების (TBC Pay,  Paybox და  Express Pay) საშუალებით მოსწავლის პროფილის ექვს ციფრიანი ნომრით
 
​მოსწავლეებს ექნებათ საშუალება ყოველ ხუთშაბათს  გაიარონ  სავარჯიშო ტესტები და მოემზადონ თვის შემაჯამებელი ტესტირებისთვის,  რომელიც ჩატარდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კვირა დღეს - მშობლის თანდასწრებით. 
 
ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!
 
საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი იქნება განსხვავებული და ოჯახს საშუალება აქვს მიღებული დიპლომი შეინახოს, ამობეჭდოს ან გააზიაროს სოციალური ქსელის საშუალებით. ტესტის შედეგებსაც შეიტყობთ ტესტის დასრულებისთანავე.
 
და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალ-ყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.
 
საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდას წარმატებისთვის ამზადებთ თქვენ - მშობლები, izrune.ge და სკოლა.
 
დაარეგისტრირეთ ბავშვები!
 
ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!
 
მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!
  
საგანმანათლებლო
სიახლეები
საგანმანათლებლო სიახლეები
29 ივნისი, 2019
წარმატების მოლოდინი და ემოცია - როგორ ემზადება თბილისის N71 საჯარო სკოლა ბოლო შემაჯამებელი ტესტისთვის

ხვალ 2018-2019 სასწავლო წლის „ბოლო შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეა“ და წარმატების მოლოდინი და ემოცია სულ უფრო მატულობს...

მოსწავლეები მთელი წლის განმავლობაში მიღებული ცოდნის შესაჯამებლად ემზადებიან, ოჯახები შვილების წარმატებით ხარობენ, სკოლები კი მზრუნველი შრომის ნაყოფს იმკიან.

როგორ აჯამებენ Izrune.ge-სთან ერთად განვლილ წელს თბილისის N71 საჯარო სკოლაში - გვსურს, 1 გ კლასის წარმატებული გამოცდილება გაგიზიაროთ:

Izrune.ge-მ სასკოლო ცხოვრება მრავალფეროვანი, საინტერესო და სახალისო გახადა. ყოველ ხუთშაბათს მოუთმენლად და დიდი ემოციებით ელოდებოდნენ ბავშვები ახალი ტესტის შესრულებას. საკითხებს განვიხილავდით კლასში და ვმსჯელობდით პასუხებზე. პორტალი მოსწავლეებს ცოდნის დონის განმტკიცებასა და ლოგიკური აზროვნების განვითარებაში ეხმარება. მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობაც გაიზარდა. Izrune.ge- სთან ერთად ბავშვები მეტად მოტივირებულები არიან და ყოველი შესრულებული ტესტი მათი ცოდნის დონის ზრდაზე მიუთითებს. გვახარებს წარმატებულად დასრულებული სასწავლო წელი, 30 ივნისის შემაჯამებელი ტესტისთვის ვემზადებით და პორტალთან ერთად მეტი წინსვლის იმედი გვაქვს,-“აღნიშნა 1 გ კლასის დამრიგებელმა თინათინ ლაცაბიძემ.

აქტიური კლასის ერთ-ერთი წარმატებული წევრები სანდრო შერმაზანაშვილი და თათული მათიაშვილი არიან, ბავშვებს, ისევე, როგორც მათ თანაკლასელებს, განსაკუთრებით წამახალისებელი მიდგომები ახარებთ:

„ტესტებს ყურადღებით ვაკეთებთ, მაგრამ ერთი სული გვაქვს, როდის გავიგებთ შეძახილს, ვარსკვლავებს დავაგროვებთ და დიპლომებით გავახარებთ მშობლებს. Izrune.ge-სთან ერთად უფრო ხალისით ვმეცადინეობთ, ახლა განვლილ მასალას ვიმეორებთ , ენციკლოპედიებს ვკითხულობთ და შემაჯამებელი ტესტისთვის ვემზადებით.“

სანდროს მრავალმხრივ განვითარებაზე დედა, ეკა ქვრივიშვილი განსაკუთრებულად ზრუნავს, ამბობს, რომ წარმატებული მზრუნველობის შემდეგ Izrune.ge-ს დიდი გულშემატკივარი გახდა:

„სანდროსთვის სასკოლო ცხოვრება Izrune.ge-სთან ერთად საინტერესოდ და წარმატებულად დაიწყო. შემეცნებითი, სახალისო და მამოტივირეველი ტესტები მთელი წლის განმავლობაში მას განსაკუთრებულ მოლოდინსა და სტიმულს უქმნიდა. სკოლა აკადემიურ განათლებას აძლევს მოსწავლეებს, Izrune.ge კი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მათ წარმატებისთვის საჭირო უნარებს უვითარებს, იქნება ეს დამოუკიდებლად მუშაობა, საკითხზე კონცენტრაცია თუ მცირე დროში ეფექტური გადაწყვეტილების მიღება. გვახარებს, რომ პორტალის აქტიური წევრები ვართ და სექტემბრიდან მეტ წარმატებას ველით Izrune.ge-სთან ერთად.“

თათულის მზრუნველი მშობელი მარინე ასანიძეა, ოჯახი ბოლო შემაჯამებელ ტესტს მოუთმენლად ელოდება და Izrune.ge-სთან ერთად დიდი წარმატების იმედი აქვს:

„დაწყებით კლასებში სწავლების სწორი მიდგომები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სწორედ ამ დროს ფორმირდება მოსწავლის დამოკიდებულება განათლებისა და წარმატების მიმართ. თათული ყოველ ხუთშაბათსა და შემაჯამებელ ტესტს განსაკუთრებული ხალისით ელოდება, დაკვირვებით, გამართულად კითხულობს კითხვებს და სწორ პასუხებამდე მსჯელობით მიდის. რაც მთავარია, მისთვის სწავლის პროცესი საინტერესო და მამოტივირებელია. ახლა 30 ივნისს ველოდებით, რომ წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა ეფექტურად შევაჯამოთ და სექტემბრიდან მეტი შემართებით გავაგრძელოთ წინსვლა.“



რას ამბობენ ჩვენზე