izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი.
 
izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.
 
ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე.
 
ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად  პირადად შეაფასონ  შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე.
 
რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტები.
 
რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: http://www.izrune.ge/geo/10
 
რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად  არეგისტრირებს  ბავშვ(ებ)ს. ოჯახის  წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი თვეების მიხედვით.
 
პაკეტების ფასებია:
1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი
 
ასევე  სპეციალური შეთავაზება  საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას „ეტალონისა“ და izrune.ge-სგან. ეტალონის ხელმომწერი სკოლის ყველა მოსწავლე ისარგებლებს განსაკუთრებული პირობებით და პაკეტებით უპრეცედენტო და ინოვაციური ტესტირების  საიტზე - izrune.ge.  სკოლას გადაეცემა ინდივიდუალური ფასდაკლების კოდი და თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 1 ლარს,  ხოლო მთლიანი სასწავლო წლის ღირებულება 129 ლარის ნაცვლად 10 ლარს.  განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისთვის  საჭიროა სკოლისგან მიღებული ინდივიდუალური პრომო კოდის შეყვანა  izrune.ge-ს პროფილზე რეგისტრაციის ან პაკეტის განახლების დროს. 
 
გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. პაკეტის გააქტიურება შესაძლებელია:
 
1. ბარათის საშუალებით უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან,
 
2. საბანკო გადმორიცხვის მონაცემებით:
 
მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი, პროფილის ნომერი
ბანკის კოდი: TBCBGE22
ს/კ : 404561979
თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი ბანკიდან
 
3. სწრაფი ჩარიცხვის აპარატების (TBC Pay,  Paybox და  Express Pay) საშუალებით მოსწავლის პროფილის ექვს ციფრიანი ნომრით
 
​მოსწავლეებს ექნებათ საშუალება ყოველ ხუთშაბათს  გაიარონ  სავარჯიშო ტესტები და მოემზადონ თვის შემაჯამებელი ტესტირებისთვის,  რომელიც ჩატარდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კვირა დღეს - მშობლის თანდასწრებით. 
 
ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!
 
საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი იქნება განსხვავებული და ოჯახს საშუალება აქვს მიღებული დიპლომი შეინახოს, ამობეჭდოს ან გააზიაროს სოციალური ქსელის საშუალებით. ტესტის შედეგებსაც შეიტყობთ ტესტის დასრულებისთანავე.
 
და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალ-ყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.
 
საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდას წარმატებისთვის ამზადებთ თქვენ - მშობლები, izrune.ge და სკოლა.
 
დაარეგისტრირეთ ბავშვები!
 
ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!
 
მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!
  
საგანმანათლებლო
სიახლეები
საინტერესო ამბები
26 ივნისი, 2019
„ეროვნული გამოცდები პირველ რიგში იმის გამოცდაა, თუ როგორ ვმართავთ სტრესს“- რჩევები აბიტურიენტებს

საყოველთაო ეროვნული გამოცდების წინ აბიტურიენტთა მღელვარება პიკს აღწევს. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც მრავალწლიანი მეცადინეობის შედეგებმა უნდა განსაზღვროს მოსწავლის მომავალი- მოხვდება აბიტურიენტი მის საოცნებო ფაკულტეტზე, თუ სხვა, ალტერნატიულ გზებზეც უნდა იფიქროს.

ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდების წინ, სრული მობილიზება, მღელვარების დაძლევა და შედეგებზე ფიქრია. Izrune.ge  გთავაზობთ „ეშმაკურ“ ხერხებს იმისთვის, რომ გამოცდებზე თავდაჯერებულები იყოთ.

ფსიქოლოგების თქმით, „ეროვნული გამოცდები პირველ რიგში იმის გამოცდაა, თუ როგორ ვმართავთ სტრესს.“  სხვადასხვა ქვეყნებში, სტუდენტები „სტრესის ვარჯიშებს“ წინასწარ აკეთებენ. მაგალითად, კონკრეტული ჯგუფი ეროვნული გამოცდების ინსცენირებას აწყობს. ამის შედეგად გონება სტრესულ სიტუაციებს უფრო მომზადებული ხვდება.

აუცილებელია გამოცდის დაწყებამდე მოსადუნელბელი, ე.წ. სარელაქსაციო ვარჯიშები ჩაატაროთ. ამაში ღრმად და ნელა სუნთქვა დაგეხმარებათ. წყნარი და საყვარელი მუსიკის მოსმენა ერთი საათით ადრე კი თქვენს განწყობას აამაღლებს.

ცოტაოდენი შავი შოკოლადი ტვინის მუშაობას აუმჯობესებს. თუმცა, შოკოლადის გარდა არსებობს ვრცელი ჩამონათვალი იმ პროდუქტებისა, რაც აბიტურიენტის ყოველდღიურ რაციონში უნდა შედიოდეს.

კენკრა, განსაკუთრებით კი მოცვი, რომელიც მეხსიერებისათვის არაჩვეულებრივია.

ნიგოზი და სხვა თხილეული - ეს პროდუქტი ანტიოქსიდანტების შემცველობის გამო ებრძვის თავისუფალი რადიკალების მიერ უჯრედების დაზიანების პროცესს. ამასთან, შეიცავს ომეგა 3-ს და აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას. აკონტროლებს ტვინში სეროტონინის დონეს, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენს განწყობაზე.

ოსპი და ლობიო - შეიცავს პროტეინებს, ვიტამინებს, უჯრედისს, ფოლის მჟავას, მაგნიუმს და მდიდარია ნახშირწყლებით და  ტვინისთვის აუცილებელი გლუკოზის კარგი წყაროა. ააქტიურებს ტვინის ფუნქციებს.ავოკადო ძალიან სასარგებლო პროდუქტია ტვინისთვის. მასში შემავალი ცხიმი ხელს უწყობს ტვინში სისხლის მიმოქცევას, რაც მის მუშაობას აუმჯობესებს, არეგულირებს სისხლის მაღალ წნევას.

პომიდორი ძლიერი ანტიოქსიდანტია და იცავს ტვინის უჯრედებს დაზიანებისგან. ასევე ძლიერ ანტიოქსიდანტს – პოლიფენოლს შეიცავს  წითელი კომბოსტოც.

ისპანახი და მასთან ერთად სხვა მწვანე ბოსტნეული ვიტამინ C- ს ნამდვილი საბადოა. სასარგებლოა ტვინის ქსოვილების აღდგენისთვის, აუმჯობესებს მეხსიერებას და კონცენტრირების უნარს.

ძალიან სასარგებლო პროდუქტია კვერცხი. ის ტვინისთვის ენერგიის წყაროა, შეიცავს პროტეინებს, სელენიუმს.

და ბოლოს, წყალი!  ადამიანის ორგანიზმის 70% სწორედ წყალია, ტვინში კი ის 80% იკავებს. ტვინის მემბრანების ფუნქციონირებისთვის სწორედ წყალია საჭირო.  

გახსოვდეთ, რომ  ყველაზე მნიშვნელოვანი მშობლების მოლოდინია. ფსიქოლოგების აზრით, მშობლებმა მოსწავლე გამოცდებისთვის ბავშვობიდანვე უნდა შეამზადონ. მოლოდინი იმისა, რომ მისი შვილი საუკეთესოა და შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს, ფსიქიკაზე ძალიან მოქმედებს. არასოდეს წაუყენოთ თქვენს შვილს ისეთი მოთხოვნები, რომელიც გადაჭარბებულია.

Izrune.ge  გისურვებთ წარმატებებს...



რას ამბობენ ჩვენზე