izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი.
 
izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.
 
ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე.
 
ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად  პირადად შეაფასონ  შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე.
 
რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტები.
 
რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: http://www.izrune.ge/geo/10
 
რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად  არეგისტრირებს  ბავშვ(ებ)ს. ოჯახის  წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი თვეების მიხედვით.
 
პაკეტების ფასებია:
1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი
 
ასევე  სპეციალური შეთავაზება  საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას „ეტალონისა“ და izrune.ge-სგან. ეტალონის ხელმომწერი სკოლის ყველა მოსწავლე ისარგებლებს განსაკუთრებული პირობებით და პაკეტებით უპრეცედენტო და ინოვაციური ტესტირების  საიტზე - izrune.ge.  სკოლას გადაეცემა ინდივიდუალური ფასდაკლების კოდი და თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 1 ლარს,  ხოლო მთლიანი სასწავლო წლის ღირებულება 129 ლარის ნაცვლად 10 ლარს.  განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისთვის  საჭიროა სკოლისგან მიღებული ინდივიდუალური პრომო კოდის შეყვანა  izrune.ge-ს პროფილზე რეგისტრაციის ან პაკეტის განახლების დროს. 
 
გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. პაკეტის გააქტიურება შესაძლებელია:
 
1. ბარათის საშუალებით უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან,
 
2. საბანკო გადმორიცხვის მონაცემებით:
 
მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი, პროფილის ნომერი
ბანკის კოდი: TBCBGE22
ს/კ : 404561979
თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი ბანკიდან
 
3. სწრაფი ჩარიცხვის აპარატების (TBC Pay,  Paybox და  Express Pay) საშუალებით მოსწავლის პროფილის ექვს ციფრიანი ნომრით
 
​მოსწავლეებს ექნებათ საშუალება ყოველ ხუთშაბათს  გაიარონ  სავარჯიშო ტესტები და მოემზადონ თვის შემაჯამებელი ტესტირებისთვის,  რომელიც ჩატარდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კვირა დღეს - მშობლის თანდასწრებით. 
 
ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!
 
საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი იქნება განსხვავებული და ოჯახს საშუალება აქვს მიღებული დიპლომი შეინახოს, ამობეჭდოს ან გააზიაროს სოციალური ქსელის საშუალებით. ტესტის შედეგებსაც შეიტყობთ ტესტის დასრულებისთანავე.
 
და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალ-ყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.
 
საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდას წარმატებისთვის ამზადებთ თქვენ - მშობლები, izrune.ge და სკოლა.
 
დაარეგისტრირეთ ბავშვები!
 
ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!
 
მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!
  
საგანმანათლებლო
სიახლეები
საგანმანათლებლო სიახლეები
25 ივნისი, 2019
ჯემალი ბაბუ და „იზრუნელი“ შვილიშვილები - წარმატებული ოჯახი სასწავლო წლის ბოლო შემაჯამებელი ტესტისთვის ემზადება

ჯემალი ბაბუ უბედნიერესი იყო, როდესაც Izrune.ge-სა და მისი მიზნების შესახებ შეიტყო და შვილიშვილები პორტალში ჩართო. მისთვის ქვეყნის ბედნიერ მომავალზე ზრუნვა ოჯახის ერთიანობითა და განათლების სიყვარულით იწყება. ამდენად, ალინა, ალეკო, თათია და ლადო მზრუნველი ოჯახის წარმატებული წევრები არიან, ბაბუა მათთან ერთად ახლობელი ბავშვების წინსვლაზე ზრუნავს და დაინტერესებულ მოსწავლეებს საიტზე საკუთარი ხელით არეგისტრირებს.

„წლებია „ეტალონის“ დიდი გულშემატკივარი ვარ, საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში ჩემი შვილიშვილებიც მონაწილეობდნენ და ახლა მეტი გამოცდილებითა და ინტერესით აგრძელებენ სწავლას. სწორედ ერთ-ერთ ფინალურ ტურზე შევიტყე Izrune.ge-ს შესახებ და მათაც საგანმანათლებლო ინოვაციებში ჩართულობისკენ მოვუხმე და მათთან ერთად ახლობელი ბავშვებიც დავარეგისტრირე. პორტალი ახალგაზრდას საგნობრივ ცოდნას უღრმავებს და ლოგიკურ აზროვნებას აჩვევს, უფრო პასუხისმგებლობიანსა და მოტივირებულს ხდის. მთელი წლის განმავლობაში მოუთმენლად ველოდით ტესტების დადებას, მე სოფელში ვცხოვრობ და მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ამ დღეს მათთან ვყოფილიყავი და შვილიშვილების განათლება-განვითარებისთვის მიმედევნებინა თვალი. უცხო კითხვებზე ერთად ვიძიებდით პასუხებს, ასევე დამოუკიდებლადაც აქტიურად მუშაობდნენ და მასწავლებლებისგანაც დიდი ხელშეწყობა ჰქონდათ. Izrune.ge-მ ოჯახი, ბავშვი და სკოლა ნამდვილად დააახლოვა, მომავალი წლიდან კი პორტალში ჩართულობა კიდევ უფრო საინტერესო ხდება -  „წიგნიერების დღე“ და „გზა ევროპისკენ “ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი მომავალი თაობის განათლებულ და მოქალაქეობრივად მოაზროვნე პიროვნებებად ჩამოყალიბებისთვის,-“ აღნიშნა ჯემალ ბერიძემ.

შვილიშვილები 2018-2019 სასწავლო წლის ბოლო სავარჯიშო ტესტსა და „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ მოუთმენლად ელიან, მანამდე კი, საკუთარ წარმატებულ გამოცდილებას გვიზიარებენ.

ალინა ზაქარაძე ბათუმის N22 საჯარო სკოლის მოსწავლეა, მას IX კლასელთა რეიტინგის მიხედვით, ყველაზე მაღალი შედეგი (საშუალო ქულა) აქვს და არც ერთი ტესტი არ გამოუტოვებია:

Izrune.ge-ს შესახებ პირველად ბაბუამ გაიგო და შვილიშვილები დაგვარეგისტრირა, ბუნებრივი, მანამდე გვკითხა, გვინდოდა თუ არა მონაწილეობა და ტესტების გავლა. ზოგადად, ბაბუ ჩვენს საგანმანათლებლო ცხოვრებაში აქტიურად ერთვება და მუდმივად გვაძლევს ახალი გამოწვევების მიღებისა და წინსვლის მოტივაციას. ძალიან მომეწონა Izrune.ge-ს ინდივიდუალური და ინოვაციური მიდგომები. საინტერესო ტესტები სხვადასხვა საგანში ჩემი ცოდნის დონეს მნიშვნელოვნად ზრდის, უფრო დაკვირვებულსა და ინტერესიანს მხდის. მოუთმენლად ველოდები ბოლო სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტს და იმედი მაქვს, რომ მაღალ ქულებს დავაგროვებ. ასევე ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება „წიგნიერების დღე“ და „გზა ევროპისკენ“, მომავალ წელს მინდა, რომ საკუთარ თავს ვაჯობო და ჩემივე შედეგები გავაუმჯობესო.“

თათია ფუტკარაძე ბათუმის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეა, მან უკლებლივ ყველა ტესტი გაიარა და VIII კლასელთა რეიტინგის მიხედვით, ყველაზე მაღალი შედეგი (საშუალო ქულა) აქვს:

„სასწავლო წლის დასრულებასთან ერთად Izrune.ge-ზე ბოლო „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ ველოდები და მსურს, რომ მიღებული ცოდნა ეფექტურად შევაჯამო. საინტერესო და მრავალფეროვანმა ტესტებმა სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი გამომიმუშავა. მნიშვნელოვანი ცოდნა მომცა და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას მიმაჩვია. ამასთან ეს გამოცდილება „ეტალონის“ ჩემპიონატზეც გამომადგება და წარმატების მიღწევაშიც დამეხმარება. როცა ჩვენთანაა ბაბუასთან ერთად გავდივარ ხოლმე ტესტებს, მე და ალინაც ხშირად განვიხილავთ საკითხებს და შედეგების გასაუმჯობესებლად ერთად ვემზადებით. აღსანიშნავია, პორტალის ინოვაციურობა და მამოტივირებელი მიდგომები, თუნდაც დიპლომების მოპოვება წინსვლის დიდ სტიმულს გვაძლევს.“



რას ამბობენ ჩვენზე