izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი.
 
izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.
 
ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე.
 
ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად  პირადად შეაფასონ  შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე.
 
რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტები.
 
რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: http://www.izrune.ge/geo/10
 
რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად  არეგისტრირებს  ბავშვ(ებ)ს. ოჯახის  წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი თვეების მიხედვით.
 
პაკეტების ფასებია:
1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი
 
ასევე  სპეციალური შეთავაზება  საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას „ეტალონისა“ და izrune.ge-სგან. ეტალონის ხელმომწერი სკოლის ყველა მოსწავლე ისარგებლებს განსაკუთრებული პირობებით და პაკეტებით უპრეცედენტო და ინოვაციური ტესტირების  საიტზე - izrune.ge.  სკოლას გადაეცემა ინდივიდუალური ფასდაკლების კოდი და თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 1 ლარს,  ხოლო მთლიანი სასწავლო წლის ღირებულება 129 ლარის ნაცვლად 10 ლარს.  განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისთვის  საჭიროა სკოლისგან მიღებული ინდივიდუალური პრომო კოდის შეყვანა  izrune.ge-ს პროფილზე რეგისტრაციის ან პაკეტის განახლების დროს. 
 
გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. პაკეტის გააქტიურება შესაძლებელია:
 
1. ბარათის საშუალებით უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან,
 
2. საბანკო გადმორიცხვის მონაცემებით:
 
მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი, პროფილის ნომერი
ბანკის კოდი: TBCBGE22
ს/კ : 404561979
თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი ბანკიდან
 
3. სწრაფი ჩარიცხვის აპარატების (TBC Pay,  Paybox და  Express Pay) საშუალებით მოსწავლის პროფილის ექვს ციფრიანი ნომრით
 
​მოსწავლეებს ექნებათ საშუალება ყოველ ხუთშაბათს  გაიარონ  სავარჯიშო ტესტები და მოემზადონ თვის შემაჯამებელი ტესტირებისთვის,  რომელიც ჩატარდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კვირა დღეს - მშობლის თანდასწრებით. 
 
ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!
 
საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი იქნება განსხვავებული და ოჯახს საშუალება აქვს მიღებული დიპლომი შეინახოს, ამობეჭდოს ან გააზიაროს სოციალური ქსელის საშუალებით. ტესტის შედეგებსაც შეიტყობთ ტესტის დასრულებისთანავე.
 
და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალ-ყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.
 
საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდას წარმატებისთვის ამზადებთ თქვენ - მშობლები, izrune.ge და სკოლა.
 
დაარეგისტრირეთ ბავშვები!
 
ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!
 
მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!
  
საგანმანათლებლო
სიახლეები
საგანმანათლებლო სიახლეები
20 ივნისი, 2019
„ტესტების დღე ეზოში თამაშის დროსაც კი არ ავიწყდება“ - გაიცანით მოსწავლე, რომელმაც ყოველ შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომი მოიპოვა

სკოლებში კიდევ ერთი სასწავლო წელი დასრულდა წარმატებით... შემეცნებისა და წინსვლის გზა ინოვაციურმა აქტივობებმა და მზრუნველმა მიდგომებმა კიდევ უფრო დაუვიწყარი გახადა ბავშვებისთვის.

ოჯახის წევრთა მრავალრიცხოვნებითა და წარმატებით, თამამად შიძლება ითქვას, რომ Izrune.ge-მ მთავარი მიზნის მიღწევა და ოჯახის, ბავშვისა და სკოლის გაერთიანება შეძლო, ახალგაზრდებში მოქალაქეობრივი აზროვნება განამტკიცა და ინდივიდუალურ-გუნდური მიდგომებით ხუთშაბათი და ყოველი თვის ბოლო კვირა დღე მოსწავლეებისთვის დღესასწაულად აქცია.

პორტალი ამაყია საქართველოს ნიჭიერი მომავალი თაობით და კიდევ დიდხან წაახალისებს მათ შემეცნებას, წინსვლასა და განვითარებას.

მოსწავლეებო, სწორედ თქვენთან ერთად გაიზრდება და დაიხვეწება Izrune.ge, რომელიც სექტემბრიდან მრავალ საინტერესო და სახალისო სიახლეს შემოგთავაზებთ.

სიყვარულითა და მზრუნველობით სიტყვა გაგვიგრძელდა…

დღეს Izrune.ge-ს სურს, რომ თბილისის N173 საჯარო სკოლისა და მისი IV ვ  ოთხგზის „სუპერ კლასის“ მოსწავლის, მარიამ მამულაშვილის წარმატების შესახებ მოგიყვეთ.

ყველაფერი პორტალში ჩართვითა და თვითგანვითარების სურვილით დაიწყო. შემდეგ ტესტების დღის მოუთმენელი მოლოდინი ჰქონდა. გამოწვევებს არ უშინდებოდა, საკუთარ შეცდომებზე სწავლობდა და კითხვის დასმის არ ეშინოდა, პირიქით, უცხო საკითხებს კლასაა და სახლში აქტიურად განიხილავდა, Izrune.ge-ს მამოტივირებელი მიდგომებით კი წინსვლის მეტი სტიმული უჩნდებოდა.

ბუნებრივია, წარმატებისკენ სწრაფვამ შედეგი გამოიღო და მარიამ მამულაშვილს უკლებლივ ყველა „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ ოქროს დიპლომი აქვს მოპოვებული:

„განსაკუთრებით ველოდები ტესტების დღეს, ყურადღებით ვაკვირდები კითხვებს, ვცდილობ, სიჩქარემ და ღელვამ ხელი არ შემიშალოს. ერთი სული მაქვს ხოლმე, როდის მივალ სკოლაში და კლასელები როდის გავუზიარებთ ერთმანეთს ემოციებსა და წარმატებას. არ ვიცი როგორ გავძლებ ეს ორი თვე ტესტების გარეშე, ამიტომ მოუთმენლად ველოდები სექტემბერს და ჩემი დიპლომების გამრავალფეროვნებას.“

მარიამ ტყუპისცალი ჰყავს, ლუკა, რომელიც ასევე Izrune.ge-ს აქტიური და წარმატებული წევრია. ბავშვების მრავალმხრივ განვითარებაზე განსაკუთრებულად დედა, ნინო ჯიქია ზრუნავს, რომელიც მზრუნველ გამოცდილებას სიამაყით გვიზიარებს:

„ტესტების დღე ეზოში თამაშის დროსაც კი არ ავიწყდება, ლუკასაც ეძახის და ერთად მივუსხდებით ხოლმე კომპიუტერს.  მარიამი დაკვირვებული და მიზანდასახული ბავშვია, სწავლაში თავის ძმასაც ეხმარება. მახარებს მათი განათლებისკენ სწრაფვა და წარმატებები Izrune.ge-ზე. ჩემს გოგოს განსაკუთრებით მათემატიკა უყვარს, კლასგარეშე ლიტერატურასაც აქტიურად ეცნობა და გაუგებარ საკითხებს მასწავლებელთან ერთად განიხილავს. არაჩვეულებრივი დამრიგებელი გვყავს და კლასშიც ძალიან გონიერი ბავშვები სწავლობენ. პორტალთან ერთად მეც აქტიურად  ჩავერთე სასკოლო ცხოვრებაში და სამომავლოდ მეტი წარმატების იმედი მაქვს.“

თბილისის N173 საჯარო სკოლა საგანმანათლებლო ინოვაციებს წარმატებით უწყობს ფეხს და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე Izrune.ge-სთან ერთად ზრუნავს.


მარიამისა და მისი ოთხგზის „სუპერ კლასის“ დამრიგებელი მაია ხარატი გახლავთ, რომელიც თვლის, რომ პორტალთან ერთად სასწავლო პროცესი უფრო მრავალმხრივი, საინტერესო და ეფექტური გახდა:

Izrune.ge-სთან ერთად სასკოლო ცხოვრება ერთიანი, აქტიური და საინტერესო გახდა. პორტალის ინდივიდუალურ-გუნდური მიდგომებით მოსწავლეები მეტად დაკვირვებულები და წინსვლაზე ორიენტირებულები არიან, გაიაზრეს, რომ კლასის წარმატება თითოეულის წინსვლაზეა დამოკიდებული და მეტი მონდომებით მეცადინეობენ. ჩვენ „სუპერ კლასის“ ტიტული 4-ჯერ მოვიპოვეთ და ამაყები ვართ ამ შედეგით. რაც შეეხება მარიამს, ძალიან ნიჭიერი და მონდომებული მოსწავლეა, თვალნათლივ ვხედავ, მთელი წლის განმავლობაში როგორ გაიზარდნენ და განვითარდნენ ის და მისი თანატოლები izrune.ge-სთან ერთად. სექტემბრიდან მეტი შემართებით გავაგრძელებთ მუშაობას კიდევ უფრო დიდი წარმატების მოსაპოვებლად.“

შეგახსენებთ, დღეს თქვენი საყვარელი სავარჯიშო ტესტის დღეა!

მოსწავლეებო, Izrune.ge-ს ინდივიდუალური და მამოტივირებელი კითხვები თქვენთან შეხვედრას მოუთმენლად ელიან.

მშობლებო, 30 ივნისი 2018-2019 სასწავლო წლის ბოლო „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეა“

შეაჯამეთ მიღებული ცოდნა Izrune.ge- ზე და სექტემბრიდან განახლებულ პორტალზე შემოგვიერთდით...



რას ამბობენ ჩვენზე