izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი.
 
izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.
 
ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე.
 
ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად  პირადად შეაფასონ  შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე.
 
რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტები.
 
რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: http://www.izrune.ge/geo/10
 
რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად  არეგისტრირებს  ბავშვ(ებ)ს. ოჯახის  წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი თვეების მიხედვით.
 
პაკეტების ფასებია:
1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი
 
ასევე  სპეციალური შეთავაზება  საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას „ეტალონისა“ და izrune.ge-სგან. ეტალონის ხელმომწერი სკოლის ყველა მოსწავლე ისარგებლებს განსაკუთრებული პირობებით და პაკეტებით უპრეცედენტო და ინოვაციური ტესტირების  საიტზე - izrune.ge.  სკოლას გადაეცემა ინდივიდუალური ფასდაკლების კოდი და თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 1 ლარს,  ხოლო მთლიანი სასწავლო წლის ღირებულება 129 ლარის ნაცვლად 10 ლარს.  განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისთვის  საჭიროა სკოლისგან მიღებული ინდივიდუალური პრომო კოდის შეყვანა  izrune.ge-ს პროფილზე რეგისტრაციის ან პაკეტის განახლების დროს. 
 
გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. პაკეტის გააქტიურება შესაძლებელია:
 
1. ბარათის საშუალებით უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან,
 
2. საბანკო გადმორიცხვის მონაცემებით:
 
მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი, პროფილის ნომერი
ბანკის კოდი: TBCBGE22
ს/კ : 404561979
თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი ბანკიდან
 
3. სწრაფი ჩარიცხვის აპარატების (TBC Pay,  Paybox და  Express Pay) საშუალებით მოსწავლის პროფილის ექვს ციფრიანი ნომრით
 
​მოსწავლეებს ექნებათ საშუალება ყოველ ხუთშაბათს  გაიარონ  სავარჯიშო ტესტები და მოემზადონ თვის შემაჯამებელი ტესტირებისთვის,  რომელიც ჩატარდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კვირა დღეს - მშობლის თანდასწრებით. 
 
ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!
 
საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი იქნება განსხვავებული და ოჯახს საშუალება აქვს მიღებული დიპლომი შეინახოს, ამობეჭდოს ან გააზიაროს სოციალური ქსელის საშუალებით. ტესტის შედეგებსაც შეიტყობთ ტესტის დასრულებისთანავე.
 
და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალ-ყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.
 
საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდას წარმატებისთვის ამზადებთ თქვენ - მშობლები, izrune.ge და სკოლა.
 
დაარეგისტრირეთ ბავშვები!
 
ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!
 
მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!
  
საგანმანათლებლო
სიახლეები
საინტერესო ამბები
30 მაისი, 2019
ამერიკაში სასკოლო ექსკურსიის დამტკიცებას 10-12 თვე სჭირდება - როგორია რეგულაციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

ბავშვის აღზრდა-განვითარებისა და სწავლების პროცესში ექსკურსიების მოწყობა აპრობირებული და მრავალმხრივ აღიარებული მეთოდია.

ამ შემეცნებით, ემოციურ და გასართობ მიდგომას სკოლები სისტემურად, საკმაოდ ეფექტურადაც იყენებენ, თუმცა ტურების ორგანიზება დიდ სიფრთხილეს, ყურადღებასა და უსაფრთხოების ნორმების დაცვას მოითხოვს.

კონკრეტული ქეისებიდან გამომდინარე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით გარკვეული სტანდარტები და რეგულაციები შემოიღო და შესაძლო რისკფაქტორები მაქსიმალურად შეამცირა:
 
ამერიკაში სასკოლო ექსკურსიებს ძირითადად მასწავლებლები გეგმავენ. ადგენენ  მიმართულებას, ღირსშესანიშნაობების ჩამონათვალს, მომსახურების ფასებს და სკოლის დირექციას უგზავნიან დასამტკიცებლად. მას შემდეგ რაც ექსკურსია დამტკიცდება, ჩვეულებისამებრ, 10-12 თვის განმავლობაში, საორგანიზაციო სამზადისი იწყება. სკოლა ან თავად გეგმავს ყველა დეტალს, ან ტურისტულ სააგენტოს მიმართავს. აქ ტრანსპორტირება განსაკუთრებით ყურადსაღები და საფრთხილო საკითხია, ამერიკაში არსებობს ტრანსპორტის კომპანიები, რომლებსაც სპეციალურად მინიჭებული, ბავშვების ტარების უფლება აქვთ. მრავალი ტექნიკური საკითხების მოგვარების შემდეგ, მშობელთა კომიტეტი ბიუჯეტზე ზრუნვას იწყებს. დაფინანსებაში ოჯახების გარდა თავად მოსწავლეებიც მონაწილეობენ, საკუთარი შრომით გამოიმუშავებენ ფულს და საექსკურსიო ხარჯებს იხდიან. იმ მოსწავლეებს, რომლებსაც სათანადო სახსრები არ აქვთ მაგრამ, ინტერესითა და სამოტივაციო წერილით გამოირჩევიან გარკვეული კომპანიები ტურს უფინანსებენ.

უკრაინაში სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით შემდეგი რეგულაციები მოქმედებს: ტურის მონაწილეთა შორის შეიძლება იყოს 10-დან 40-მდე ბავშვი 6 წლის ზევით, ყოველ 10 მოზარდზე 1 მეთვალყურე უნდა იყოს გამოყოფილი, რომლებსაც მუდმივი კავშირი ექნებათ ჯგუფის ხელმძღვანელთან. ისინი ერთად გააცნობენ მოსწავლეებს დაგეგმილ მარშრუტს,  ქცევის წესებსა და უსაფრთხოების ნორმებს. უფროსებს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა უნდა შეეძლოთ. მეთვალყურეები ბავშვების უსაფრთხოებაზე აგებენ პასუხს და სიტუაციიდან გამომდინარე, ფიზიკური თუ მორალური საფრთხის შემთხვევაში, უფლებამოსილნი არიან შეწყვიტონ ექსკურსია.

ექსკურსიები იაპონიის საგანმანათლებლო სივრცის განუყოფელი ნაწილია. ძირითად ტურებს, როგორც ერთი ეტაპის დასასრულსა და ახლის დასაწყისს, გარდამტეხ მეექვსე, მეცხრე და მეთორმეტე კლასებში აწყობენ და მასში მონაწილეობა თითოეული მოსწავლისთვის სავალდებულოა. სკოლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ექსკურსია საინტერესო და ემოციურად დატვირთული გამოვიდეს ბავშვებისთვის. რამდენიმე დღის განმავლობაში მოსწავლეები მთავარ ღირსშესანიშნაობებს სტუმრობენ, ერთმანეთთან ურთიერთობებს აღრმავებენ და უშუალოდ ცხოვრობენ. გოგონებსა და ბიჭებს ცალ-ცალკე, მაგრამ საერთო ოთახებში, ძირს დაფენილ პლედებზე აძინებენ და მეტ ყურადღებას სულიერ სიღრმეებს უთმობენ. ექსკურსიის შემდეგ ბავშვებს დავალება ეძლევათ, კედლის გაზეთებითა და სხვა საინტერესო აქტივობებით მიღებული შთაბეჭდილებები პროექტებად უნდა წარმოადგინონ. ექსკურსიაზე ქცევის წესები ყველასთვის გაწერილი და უპირობოა, არ უნდა ჩამორჩე ჯგუფს, უსმინო ხელმძღვანელს და მის მითითებებს მიჰყვე. ისინი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით გამსჭვალული, პროფესიონალი და დატრენინგებული წარმომადგენლები არიან.  



რას ამბობენ ჩვენზე