izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი.

izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე.

ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად  პირადად შეაფასონ  შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე.

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტები.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: http://www.izrune.ge/geo/10

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად  არეგისტრირებს  ბავშვ(ებ)ს. ოჯახის  წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი თვეების მიხედვით.

პაკეტების ფასებია:
1 თვე - 9 ლარი
3 თვე - 27 ლარი 19 ლარი
6 თვე - 54 ლარი  39 ლარი
სასწავლო წელი - 90 ლარი  59 ლარი

ასევე  სპეციალური შეთავაზება  საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას „ეტალონისა“ და izrune.ge-სგან. ეტალონის ხელმომწერი სკოლის ყველა მოსწავლე ისარგებლებს განსაკუთრებული პირობებით და პაკეტებით უპრეცედენტო და ინოვაციური ტესტირების  საიტზე - izrune.ge.  სკოლას გადაეცემა ინდივიდუალური ფასდაკლების კოდი და თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება თვეში 9 ლარის ნაცვლად შეადგენს 1 ლარს,  ხოლო მთლიანი სასწავლო წლის ღირებულება 10 ლარს.  განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისთვის  საჭიროა სკოლისგან მიღებული ინდივიდუალური პრომო კოდის შეყვანა  izrune.ge-ს პროფილზე რეგისტრაციის ან პაკეტის განახლების დროს. 

გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. პაკეტის გააქტიურება შესაძლებელია:

1. ბარათის საშუალებით უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან,

2. საბანკო გადმორიცხვის მონაცემებით:

მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი, პროფილის ნომერი
ბანკის კოდი: TBCBGE22
ს/კ : 404561979
თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი ბანკიდან

3. სწრაფი ჩარიცხვის აპარატების (TBC Pay,  Paybox და  Express Pay) საშუალებით მოსწავლის პროფილის ექვს ციფრიანი ნომრით

​მოსწავლეებს ექნებათ საშუალება ყოველ ხუთშაბათს  გაიარონ  სავარჯიშო ტესტები და მოემზადონ თვის შემაჯამებელი ტესტირებისთვის,  რომელიც ჩატარდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კვირა დღეს - მშობლის თანდასწრებით. 

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი იქნება განსხვავებული და ოჯახს საშუალება აქვს მიღებული დიპლომი შეინახოს, ამობეჭდოს ან გააზიაროს სოციალური ქსელის საშუალებით. ტესტის შედეგებსაც შეიტყობთ ტესტის დასრულებისთანავე.

და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალ-ყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.

საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდას წარმატებისთვის ამზადებთ თქვენ - მშობლები, izrune.ge და სკოლა.

დაარეგისტრირეთ ბავშვები!

ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!
  
საგანმანათლებლო
სიახლეები
საგანმანათლებლო სიახლეები
11 აპრილი, 2019
Izrune.ge, როგორც გაერთიანება-განვითარების მზრუნველი მექანიზმი - ონის საჯარო სკოლა ინოვაციებს აფასებს

„ეტალონის“ მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმნილი ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი Izrune.ge  და მისი მზრუნველი წარმატება სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლამ გაიზიარა და მაღალი აქტივობით აუწყო ფეხი.

წარმატებულ სკოლას ლიდერი ხელმძღვანელების ეფექტური მუშაობით, მშობელთა პროგრესული აზროვნებითა და მოსწავლეების სიბეჯითით მცირე დროში უკვე „მეგობრული კლასები“ ჰყავს და ახლა ისინი საკუთარ ხედვებს გვიზიარებენ:

VII „მეგობრული კლასის“ დამრიგებელი მანანა რეხვიაშვილი:

„წლებია, „ეტალონთან“ აქტიურად და წარმატებით ვთანამშრომლობთ, თავდაპირველად, Izrune.ge-თი დაინტერესება სწორედ ჩემპიონატის გამოცდილებამ და სანდოობამ განაპირობა. პორტალი ოჯახს, ბავშვსა და სკოლას ეფექტურად აერთიანებს, მოსწავლეებში წინსვლის მოტივაციას ზრდის და მშობლებს სისტემურად რთავს სასკოლო ცხოვრებაში. „მეგობრული კლასი“ გვყავს, მაღალია მოსწავლეთა ჩართულობა და დაინტერესება ტესტების მიმართ, ამდენად, Izrune.ge-სთან ერთად მომავალი წარმატებებისთვის ვემზადებით.“

სულ ახლახან Izrune.ge-ს დიდ ოჯახს გიგა რაზმაძე და მისი მშობელი თამარ ტატიშვილი შეუერთდნენ. მზრუნველი და წარმატებული გამოცდილების გათვალისწინებით, ოჯახი მოლოდინებს გვიზიარებს:

„საგანმანათლებლო ინოვაციებისთვის ფეხის აწყობა და შვილის მრავალმხრივი უნარების განვითარებაზე ზრუნვა არსებითად მნიშვნელოვანია. Izrune.ge ინდივიდუალური, საგნობრივად შეწონილი და მეთოდოლოგიურად გამართული ტესტებით ბავშვებს უკეთ სწავლის სტიმულს აძლევს და წარმატებისთვის საჭირო უნარებს უვითარებს. პორტალთან ერთად პოზიტიური მოლოდინები გვაქვს და დიდი წარმატებებისთვის ვემზადებით.“

VI „მეგობრული კლასის“დამრიგებელი ნანა არაბული:

Izrune.ge სასკოლო ცხოვრების გაერთიანება-განვითარებისთვის ინოვაციური და მზრუნველი მექანიზმია. მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან პორტალში და მოუთმენლად ელიან ტესტების დღეს. მშობლები შვილების მოტივაციას რომ ხედავენ, აქტიურად გვიჭერენ მხარს. Izrune.ge-სთან ერთად შემეცნების პროცესი უფრო საინტერესო და სახალისო ხდება, ამდენად მეტი წინსვლისა და საუკეთესო შედეგების მისაღწევად აქტიურად ვითანამშრომლებთ.“

„მეგობრული კლასის“ ერთერთი წარმატებაზე ორიენტირებული წევრი ნინო მემანიშვილია. მასზე განსაკუთრებით დედა, ნატალია ქუთათელაძე ზრუნავს. ოჯახი მოუთმენლად ელის ტესტების დღეს და Izrune.ge-სთან ერთად მრავალმხრივი და საინტერესო გამოცდილების მიღების მოლოდინი აქვს:

„ბევრი მსმენია ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის შემეცნებით-მამოტივირებელ მიდგომებზე. ერთი სული გვაქვს როდის გავივლით სავარჯიშო ტესტებს და მზრუნველ წარმატებას გავიზიარებთ. მჯერა, Izrune.ge-სთან ერთად ნინოსთვის შემეცნების პროცესი უფრო საინტერესო და სახალისო გახდება და პედაგოგებთან სისტემური კომუნიკაციით საუკეთესო შედეგებზე გავალთ.“

Iა „მეგობრული კლასის“ დამრიგებელი მარინა შერაზადიშვილი:

„საგნობრივი ცოდნის გამყარებისა და ლოგიკური, კრეატიული აზროვნების განვითარებაში Izrune.ge მნიშვნელოვან როლს ასრულებს. დიდია დაინტერესება მოსწავლეთა და მშობელთა მხრიდან. ბავშვები სულმოუთქმელად ელოდებიან ტესტებს. შემეცნებით-მამოტივირებელი მიდგომებით პორტალი ქვეყნის ბედნიერ მომავალ ზრდის და ამ საქმეში ჩვენც აქტიურად ვმონაწილეობთ.“

Izrune.ge-ს ახალი ნიჭიერი წევრი, ლუკა ლიჩელი შეემატა, რომლეიც დედასთან, ნონა ფანჩულიძესთან ერთად მოუთმენლად ელის შემეცნებითი, სახალისო და მამოტივირებელი ტესტების გავლას.

Izrune.ge-ში უკვე მრავალი ოჯახია ჩართული და მათი გამოცდილება წარმატებებს ადასტურებს. გვინდა გავიზიაროთ ინოვაციური მიდგომები და ხელი შევუწყოთ ლუკას მრავალმხრივ განვითარებას, ამდენად, აქტიურად ჩავერთვებით Izrune.ge-ში და სკოლასთან სისტემური კომუნიკაციით ვიზრუნებთ შვილების ბედნიერ მომავალზე,-“ ნონა ფანჩულიძე.



რას ამბობენ ჩვენზე