izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
რჩევები მშობლებს
18 ივნისი, 2018
როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვი ბულინგის მსხვერპლია
ხშირად მოზარდები ერთმანეთის მიმართ დაუნდობლები ხდებიან. პრობლემა თავს ყველაზე მწვავედ გარდატეხის ასაკში იჩენს თავს, როდესაც „თინეიჯერებს“ გარემოში „დამკვიდრების“ ეტაპი ეწყებათ. 

სკოლაში „ბულინგის“ მსხვერპლი არაერთი ბავშვი გამხდარა. დამცირების მიზეზი კი შეიძლება სულ მცირე რამ იყოს. თანამედროვეობაში ბავშვები ცდილობენ საკუთარ პრობლემებს თავად გაუმკლავდნენ, შესაძლოა თქვენი შვილიც „ბულინგის“ მსხვერპლია და ამაზე არავისთან საუბრობს. აი რას უნდა დააკვირდეს მშობელი.

აუცილებელია დააკვირდეთ თქვენი შვილის ქცევას და დროულად დაეხმაროთ. ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ ბავშვი მოულოდნელად ხდება აგრესიული და გაღიზიანებული; დიდხანს არის ცუდ ხასიათზე; ემიჯნება მეგობრებს და ახლობლებს; ხშირად ნერვიულობს; აღარ აინტერესებს ის, რითაც ადრე ინტერესდებოდა; ხშირად კატეგორიულ უარს ამბობს სკოლაში წასვლაზე; უჭირს კონცენტრაცია;  აპათიაშია (სიზარმაცეში არ აგერიოთ); ახალი შიშები უჩნდება, მაგალითად სიბნელის შიში, რომელიც უმცროსკლასელებში ხშირია.

მოკლედ, ნებისმიერი მოულოდნელი ნეგატიური ცვლილება ბავშვის ქცევაში იმის ნიშანია, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი კარგად არ არის.

დაძაბული ატმოსფერო სკოლაში (ჩაგვრა, ფსიქოლოგიური ზეწოლა მასწავლებლის მხრიდან, მაღალი მოთხოვნები მოსწრებაზე) შეიძლება ბავშვის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე აისახოს. თავის ტკივილები, უძილობა, ცუდი სიზმრები, მადის დაკარგვა ან პირიქით, გადამეტებული მადა,  ატოპიური დერმატიტი, კუჭის აშლა (ტკივილი, გულისრევა, სიმძიმე), ნერვულ ტიკებთან დაკავშირებული სიტუაციის გაუარესება, ხშირი ტრავმები, თვითდაზიანება, კბილების კრაჭუნი (ბრუქსიზმი), აკვიატებული ქცევა (ფრჩხილების კვნეტა, თმების ამოგლეჯა) და ღამის ოფლიანობა - ეს ყველაფერი შეიძლება ბავშვებში ქრონიკული სტრესის შედეგი იყოს.

თავდაპირველად, თუ ამის ძალა შეგწევთ, შეეცადეთ თავად გაერკვეთ სიტუაციაში. ბავშვს მშვიდ ატმოსფეროში უნდა დაელაპარაკოთ, კრიტიკის და კატეგორიული რჩევების გარეშე. ფსიქოლოგების თქმით, ბავშვებს, რომლებსაც სკოლაში დაცინვის გამო ტრავმა აქვთ, მშობლები ხშირად ურჩევენ, რომ მსგავს ინციდენტებს ყურადღება არ მიაქციონ, რაც არაეფექტიანი და მავნე რჩევაა. საჭიროა ბავშვთან ერთად გამოსავლის ძიება, მის მიმართ თანაგრძნობის გამოხატვა და მისი დაცვა, სადაც ეს შესაძლებელია. თუ პრობლემა ბავშვის თვითშეფასების გამო გაჩნდა, საჭიროა მისი ყურადღების მიპყრობა იმაზე, რაც კარგად გამოსდის და მიეცით უფლება ჩამოშორდეს იმ საქმეს, სადაც ქრონიკულად წარუმატებელია.    

ბულინგი ნიშნავს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას, რომელიც ხორციელდება ბავშვის მიმართ თანაკლასელთა ან სხვა ჯგუფის მიერ. ბულინგი სამი ტიპის არსებობს: ემოციური, სიტყვიერი და ფიზიკური. იგი სოციალური მოვლენაა, რომელიც დამახასიათებელია ძირითადად ორგანიზებული ბავშვთა კოლექტივისათვის და პირველ რიგში, ეს არის სკოლა. ეს აიხსნება იმით,  რომ სკოლაში ყალიბდება გარკვეული როლური ურთიერთობები, დიაპაზონში „ლიდერი – გარიყული“.

ბავშვთა საზოგადოებაში ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ბავშვი. განსაკუთრებით ის ბავშვები, რომლებიც განსხვავდებიან თავისი თანატოლებისგან, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური მახასიათებლებით. „რისკის ჯგუფში“ ხვდებიან ფიზიკური ნაკლის, თავისებური ქცევის, სხვა ეროვნების და ა.შ. ბავშვები.


რას ამბობენ ჩვენზე