izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
რჩევები მშობლებს
16 მარტი, 2019
როგორ წარვმართოთ საუბარი მასწავლებელთან, რომელიც შვილის ცუდ ყოფაქცევას ან მოსწრებას გვატყობინებს - რჩევები მშობლებს

როდესაც მასწავლებელი გირეკავთ, დიდია იმის შანსი, რომ საუბარი ბავშვის ცუდ ნიშნებს, ან ცუდ ყოფაქცევას შეეხება. ასეთ დროს თავდაცვისა და პედაგოგის ბრალდებების (რომელთა გაჟღერება შესაძლოა ჯერ ვერც კი მოასწრო) უარყოფის სურვილი ჩნდება.

როგორ შევინარჩუნოთ ასეთ სიტუაციაში სიმშვიდე? ამაში სწორი კითხვები დაგეხმარებათ - რათა არ გადახვიდეთ ურთიერთბრალდებებზე და უმალვე დაიწყოთ ბავშვის შედეგების გასაუმჯობესებლად გეგმის შედგენა.

ცუდი აკადემიური მოსწრება

მასწავლებელი გეუბნებათ: „თქვენი შვილი კლასში დავალებებს ვერ უმკლავდება“.

პრობლემები აკადემიურ მოსწრებაში - დიდი რაოდენობის პრობლემების სიმპტომია. ბავშვს შესაძლოა ოჯახში არსებული პრობლემები უფანტავდეს ყურადღებას, ან უბრალოდ, გამოძინებას ვერ ასწრებს და კონცენტრირება უჭირს. 

სრულიად შესაძლებელია, რომ მოსწავლის ცუდი მოსწრება წინა სემესტრში ავადმყოფობის შედეგად გაჩნდა, რადგან გაცდენების გამო მასალას ვერ დაეწია. 

სწორი რეაქცია: მასწავლებელთან ყველა დეტალი დააზუსტეთ, იმისთვის, რომ გაიგოთ, რა სახის დახმარება სჭირდება ბავშვს: მას პრობლემები აქვს ყველა საგანში თუ მხოლოდ ერთში ან რამდენიმეში?

მან ცუდად დაწერა საკონტროლო წერა თუ მისი ცუდი მოსწრება დიდი ხანია გრძელდება? დავალებას არ ასრულებს თუ ვერ იგებს დავალებას?

შეადგინეთ სიტუაციის გამოსწორების გეგმა: ყოველთვის გაიგეთ ბავშვის აზრი შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. ჰკითხეთ: „მასწავლებელი შეშფოთებულია მათემატიკაში შენი მოსწრებით, რას ფიქრობ ამის შესახებ?“. გაიგეთ, როგორ შეგიძლიათ მისი დახმარება და ასევე მასწავლებელთან ერთად სიტუაციის გამოსწორების რამდენიმე გზა მოიფიქრეთ. პედაგოგს შეუძლია შემოგთავაზოთ სწავლების მეთოდები, რომლებსაც სახლში გამოიყენებთ ან ბავშვისთვის დამატებითი გაკვეთილების ჩატარება.

სასურველია მშობლებმა ბავშვის საშინაო დავალება შეამოწმონ და შვილთან ერთად დაშვებული შეცდომები განიხილონ. მიჰყევით გეგმას და თვალი ადევნეთ, დარწმუნდით, რომ ბავშვი სწორი მიმართულებით ვითარდება.

როგორ მოვიქცეთ შემდეგ? შეხვდით მასწავლებელს თქვენი გეგმის განხორციელების დაწყებიდან რამდენიმე კვირაში, რომ ბავშვის პროგრესი შეაფასოთ. თუ გაუმჯობესება არ მოხდა, რეპეტიტორის აყვანაზე დაფიქრდით და სკოლის ფსიქოლოგთან ბავშვის შესაძლებლობებისა და მოტივაციის შესახებ კონსულტაცია გაიარეთ. 

ცუდი ყოფაქცევა

მასწავლებელი გეუბნებათ: „თქვენი შვილი სკოლაში ცუდად იქცევა“.

სწორი რეაქცია: დააზუსტეთ, რას აკეთებს ბავშვი არასწორად. სხვებს უშლის ხელს? კლასში დარბის? ბევრს ხმაურობს? ბავშვებმა ხშირად საკუთარი გრძნობების გამოხატვა ცუდად იციან, ცუდი ყოფაქცევა შესაძლოა იყოს შფოთვის გადმოცემის ხერხი. გაიგეთ მასწავლებლისგან, რა დროს იქცევა მოსწავლე ცუდად.

მაგალითად, ბავშვი ცუდად იქცევა სპორტის გაკვეთილის წინ - შესაძლოა მას ეშინია, რომ სხვა ბავშვები სპორტში მის წარუმატებლობას დასცინებენ.

კიდევ ერთი ვარიანტია: ბავშვს მასწავლებლის ან სხვა ბავშვების ყურადღება აკლია და ხმაურობს, რომ ყურადღების ცენტრში მოექცეს. შესაძლოა უბრალოდ, ჭარბი ენერგიის მოზღვავება აქვს და დამოუკიდებელი სამუშაოს დროს წყნარად ყოფნა არ შეუძლია.

ვადგენთ სიტუაციის გამოსწორების გეგმას: თუ თქვენ თვლით, რომ ყველაფერში დამნაშავე შფოთვაა, მაშინ მხარი დაუჭირეთ ბავშვს. დაანახეთ, რომ თქვენც სპორტი ან რაიმე სხვა არ გამოგდით. დაე ბავშვმა დაინახოს, რომ ჩვენ ყველა ვუშვებთ შეცდომებს და ზოგიერთ სფეროში არასრულყოფილები ვართ. ასევე დაეხმარეთ თავისი ძლიერი მხარეებს წარმოჩენაში.

თუ მოსწავლე ბუნებით ძალიან ენერგიულია, მასწავლებლისგან გაიგეთ, აქვს თუ არა მნიშვნელოვანი საქმიანობის დაწყების წინ „ორთქლის გამოშვების“ შესაძლებლობა.

ასეთ დროს შესაძლებელია მოსწავლემ გაკვეთილის დაწყებამდე დაფა გაწმინდოს ან სხვა რაიმე საკლასო დავალება შეასრულოს. 

ბავშვის ყურადღების ძიებას რომ გავუმკლავდეთ, უთხარით, რომ ყურადღების მიპყრობის საუკეთესო გზა - წესების დაცვა და კარგი ნიშნების მიღებაა. 

შესთავაზეთ ყურადღების ცენტრში ყოფნის სხვა გზებიც, მაგალითად გაუკეთოს რაღაც სასიამოვნო თანაკლასელს.

როგორ მოვიქცეთ შემდეგ? შეხვდით მასწავლებელს, რათა დარწმუნდეთ, რომ ბავშვი დამშვიდდა. თუ ბავშვი უწინდებურად ცუდად იქცევა, წაიყვანეთ ფსიქოლოგთან, რომ მან გამორიცხოს ყურადღების დეფიციტის სინდრომი, ჰიპერაქტიურობა და სხვა.

გაითვალისწინეთ:

  • დაუთმეთ მასწავლებელს თავისუფალი დრო. თუ თქვენთვის მოუხერხებელია მასწავლებელთან საუბარი, დაუთქვით შესაფერისი დრო და პედაგოგს გადაურეკეთ.
  • გააკეთეთ ჩანაწერები.  ბევრად მარტივია მასწავლებლის შენიშვნებისა და შეთავაზებების დამახსოვრება თუ მათ ქაღალდზე გადაიტანთ.
  • არ შეაწყვეტინოთ. მასწავლებლები თქვენთან სასაუბროდ სწორ სიტყვებს დიდი ხანი არჩევენ, პატივი ეცით მათ და საშუალება მიეცით სათქმელი დაასრულონ.
  • გაუზიარეთ თქვენი იდეები.  ბავშვს ისე კარგად არავინ იცნობს, როგორც მისი მშობლები, ამიტომ მოუყევით მასწავლებელს თავად როგორ უმკლავდებით  რთულ სიტუაციებს და შესთავაზეთ პრობლემის გადაწყვეტის თქვენი ვარიანტები.
  • არ შეეცადოთ პრობლემის სწრაფად გადაწყვეტას. ყურადღებით მოისმინეთ მასწავლებლის პოზიცია, გაიაზრეთ იგი და ოჯახთან ერთად განიხილეთ. შეხვდით მასწავლებელს, ასევე სამომავლოდ შესთავაზეთ სიტუაციისთვის თვალყურის დევნება და დახმარება აღუთქვით.
  • არ გადახვიდეთ თავდაცვაზე. საუბრის მთავარი მიზანია - დაეხმაროთ მოსწავლეს სირთულეების გამკლავებაში და არა დაადანაშაულოთ ვინმე. მასწავლებელს პრობლემის გადაწყვეტაში თქვენი დახმარება სჭირდება


რას ამბობენ ჩვენზე