izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი.

izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე.

ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად  პირადად შეაფასონ  შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე.

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტები.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: http://www.izrune.ge/geo/10

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად  არეგისტრირებს  ბავშვ(ებ)ს. ოჯახის  წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი თვეების მიხედვით.

პაკეტების ფასებია:
1 თვე - 9 ლარი
3 თვე - 27 ლარი 19 ლარი
6 თვე - 54 ლარი  39 ლარი
სასწავლო წელი - 90 ლარი  59 ლარი

ასევე  სპეციალური შეთავაზება  საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას „ეტალონისა“ და izrune.ge-სგან. ეტალონის ხელმომწერი სკოლის ყველა მოსწავლე ისარგებლებს განსაკუთრებული პირობებით და პაკეტებით უპრეცედენტო და ინოვაციური ტესტირების  საიტზე - izrune.ge.  სკოლას გადაეცემა ინდივიდუალური ფასდაკლების კოდი და თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება თვეში 9 ლარის ნაცვლად შეადგენს 1 ლარს,  ხოლო მთლიანი სასწავლო წლის ღირებულება 10 ლარს.  განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისთვის  საჭიროა სკოლისგან მიღებული ინდივიდუალური პრომო კოდის შეყვანა  izrune.ge-ს პროფილზე რეგისტრაციის ან პაკეტის განახლების დროს. 

გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. პაკეტის გააქტიურება შესაძლებელია:

1. ბარათის საშუალებით უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან,

2. საბანკო გადმორიცხვის მონაცემებით:

მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი, პროფილის ნომერი
ბანკის კოდი: TBCBGE22
ს/კ : 404561979
თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი ბანკიდან

3. სწრაფი ჩარიცხვის აპარატების (TBC Pay,  Paybox და  Express Pay) საშუალებით მოსწავლის პროფილის ექვს ციფრიანი ნომრით

​მოსწავლეებს ექნებათ საშუალება ყოველ ხუთშაბათს  გაიარონ  სავარჯიშო ტესტები და მოემზადონ თვის შემაჯამებელი ტესტირებისთვის,  რომელიც ჩატარდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კვირა დღეს - მშობლის თანდასწრებით. 

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი იქნება განსხვავებული და ოჯახს საშუალება აქვს მიღებული დიპლომი შეინახოს, ამობეჭდოს ან გააზიაროს სოციალური ქსელის საშუალებით. ტესტის შედეგებსაც შეიტყობთ ტესტის დასრულებისთანავე.

და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალ-ყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.

საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდას წარმატებისთვის ამზადებთ თქვენ - მშობლები, izrune.ge და სკოლა.

დაარეგისტრირეთ ბავშვები!

ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!
  
საგანმანათლებლო
სიახლეები
საგანმანათლებლო სიახლეები
26 თებერვალი, 2019
Izrune.ge და მამაშვილური მზრუნველობა - ვაჩანძეების ოჯახმა თებერვლის შემაჯამებელი ტესტი პირველმა გაიარა

Izrune.ge თავის მრავალრიცხოვან ოჯახთან ერთად წარმატებისკენ სვლას აქტიურად აგრძელებს. თებერვლის თვემაც მზრუნველობით ჩაიარა და კიდევ ერთი ნიჭიერი მოსწავლე გიორგი ვაჩანძე გაგვაცნო, რომელმაც შემაჯამებელი ტესტი პირველმა გაიარა.

თბილისის N59 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლის ისტორია იმითაც საინტერესო და საამაყოა, რომ Izrune.ge-სთან ერთად მასზე მზრუნველობას მამა, ვიქტორ ვაჩანძე იღებს.

ოჯახი ყოველ ხუთშაბათსა და „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ მოუთმენლად ელის და შემეცნებითი, სახალისო და მამოტივირებელი ტესტების გავლით გიორგის წარმატებულ და ბედნიერ მომავალზე ზრუნავს:

es.jpg

გიორგი ვაჩანძე, მოსწავლე:

„ყოველთვის განსაკუთრებულად ველოდები ტესტების გამოქვეყნებას, მამასთან ერთად საკითხების გავლა ძალიან საინტერესო და სახალისოა. ხშირად ვმსჯელობთ და განვიხილავთ სხვადასხვა პასუხს, შემდეგ ვიძიებთ დამატებით მასალას. განსაკუთრებით ისტორიული შეკითხვები მომწონს და პასუხის გაცემას არავის ვაცდი ხოლმე.“

esec.jpg

ვიქტორ ვაჩანძე, მშობელი:

„ჩემი მეუღლე, ლელა ჯანჯღავა თბილისის N59 საჯარო სკოლის პედაგოგი და მე-5 პირველი კლასის დამრიგებელია, მისი მოსწავლეებიც აქტიურად არიან Izrune.ge-ში ჩართულები, ასე რომ, სახლშიც და სკოლაშიც აქტიურად ვზრუნავთ მომავალი თაობის წარმატებაზე. ოჯახში მე ავიღე გიორგიზე ზრუნვის პასუხისმგებლობა და ყოველ „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ ერთად გავდივართ იზრუნეს ტესტებს. პორტალთან ერთად ჩემი შვილი ყოველთვიურად იზრდება და მრავალმხრივ ვითარდება. რაც ყველაზე მეტად მომწონს არის ის, რომ სწავლის მოტივაცია მეტად უჩნდება და ტესტირების რეჟიმში მუშაობასა და მოკლე დროში გადაწყვეტილების ეფექტურად მიღებას სწავლობს, ეს უნარები კი სამომავლო წარმატებაში ძალიან გამოადგება.“

gi.jpg



რას ამბობენ ჩვენზე