izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი.
 
izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.
 
ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე.
 
ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად  პირადად შეაფასონ  შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე.
 
რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტები.
 
რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: http://www.izrune.ge/geo/10
 
რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად  არეგისტრირებს  ბავშვ(ებ)ს. ოჯახის  წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი თვეების მიხედვით.
 
პაკეტების ფასებია:
1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი
 
ასევე  სპეციალური შეთავაზება  საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას „ეტალონისა“ და izrune.ge-სგან. ეტალონის ხელმომწერი სკოლის ყველა მოსწავლე ისარგებლებს განსაკუთრებული პირობებით და პაკეტებით უპრეცედენტო და ინოვაციური ტესტირების  საიტზე - izrune.ge.  სკოლას გადაეცემა ინდივიდუალური ფასდაკლების კოდი და თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 1 ლარს,  ხოლო მთლიანი სასწავლო წლის ღირებულება 129 ლარის ნაცვლად 10 ლარს.  განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისთვის  საჭიროა სკოლისგან მიღებული ინდივიდუალური პრომო კოდის შეყვანა  izrune.ge-ს პროფილზე რეგისტრაციის ან პაკეტის განახლების დროს. 
 
გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. პაკეტის გააქტიურება შესაძლებელია:
 
1. ბარათის საშუალებით უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან,
 
2. საბანკო გადმორიცხვის მონაცემებით:
 
მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი, პროფილის ნომერი
ბანკის კოდი: TBCBGE22
ს/კ : 404561979
თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი ბანკიდან
 
3. სწრაფი ჩარიცხვის აპარატების (TBC Pay,  Paybox და  Express Pay) საშუალებით მოსწავლის პროფილის ექვს ციფრიანი ნომრით
 
​მოსწავლეებს ექნებათ საშუალება ყოველ ხუთშაბათს  გაიარონ  სავარჯიშო ტესტები და მოემზადონ თვის შემაჯამებელი ტესტირებისთვის,  რომელიც ჩატარდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კვირა დღეს - მშობლის თანდასწრებით. 
 
ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!
 
საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი იქნება განსხვავებული და ოჯახს საშუალება აქვს მიღებული დიპლომი შეინახოს, ამობეჭდოს ან გააზიაროს სოციალური ქსელის საშუალებით. ტესტის შედეგებსაც შეიტყობთ ტესტის დასრულებისთანავე.
 
და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალ-ყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.
 
საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდას წარმატებისთვის ამზადებთ თქვენ - მშობლები, izrune.ge და სკოლა.
 
დაარეგისტრირეთ ბავშვები!
 
ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!
 
მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!
  
საგანმანათლებლო
სიახლეები
სკოლამდელი აღზრდა
26 თებერვალი, 2019
როგორია სკოლამდელი განათლება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სკოლამდელი განათლება ბევრ ქვეყანაში განიხილება როგორც ბავშვის სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი პროგრამა.

ამდენად, საინტერესოა, როგორია უცხოური გამოცდილება და მიდგომები ამ მხრივ...

დიდი ბრიტანეთი - განათლების ინგლისური სისტემა ბავშვს დაწყებით სკოლაში სამი ან ოთხი წლიდან იღებს. ხუთი წლის ბავშვებისთვის ეწყობა მოსამზადებელი კლასები. 

დიდ ბრიტანეთი სკოლამდელი დაწესებულებების დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება. 

ინგლისური აღზრდა მიმართულია ბავშვის პიროვნულ განვითარებაზე. დაწყებით სკოლაში ადაპტაციის პირველ დღეებს ბავშვი დედასთან ერთად გადის.

სკოლამდელ დაწესებულებებში ერთი აღმზრდელი სამიდან ხუთ წლამდე ასაკის სამი-ხუთი ბავშვის აღზრდით არის დაკავებული. 

britaneti.jpg

ბელგია - ამ ქვეყანაში ბაგა-ბაღში ბავშვები 2,5 წლამდე დადიან. რასაც მეორე საფეხური - საბავშვო სკოლა მოსდევს, რომელიც 6 წლამდე გრძელდება. ასეთ სკოლაში სწავლა პრაქტიკულ სწავლებაზეა აგებული. 

საბავშვო სკოლა იმავე შენობაში  მდებარეობს, რომელშიც დაწყებითი კლასები. საბავშვო სკოლებში არ არსებობს მშობელთა კრება, სამ თვეში ერთხელ მასწავლებელი თითოეული ბავშვის მშობლებს ხვდება და მათთან მის მიღწევებს განიხილავს. 

დანიაში - სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში მუშაობის დაწყებამდე პედაგოგიური პერსონალი სამი წლის განმავლობაში პედაგოგიკაში, ფსიქოლოგიასა და ფილოსოფიაში მომზადებას გადის.

აღმზრდელის პროფესია, ამ ქვეყენაში მოთხოვნადია არა მხოლოდ ქალებში, არამედ მამაკაცებშიც.

ბაგა - ბაღებში 9 თვიდან 2,10 წლამდე ბავშვები მიჰყავთ, საბავშვო ბაღში კი ბავშვები ხუთ წლამდე დადიან. ჯგუფში მაქსიმუმ 15 ბავშვი და სამი აღმზრდელია. საინტერესო მოვლენაა გასვლითი ბაღები. აღსაზრდელებს ბავშვები მთელი დღით ბუნებაში გაჰყავთ და იქ ატარებენ დროს. სკოლამდელი განათლება დანიაში ბავშვებს მაქსიმალურ დამოუკიდებლობას აძლევს. 

sdfsfsdf.jpg

სკოლამდელი განათლება გერმანიაში წარმოდგენილია საბავშვო ბაღებით (Kindergarten). საბავშვო ბაღებში ბავშვებს 3-დან 6-წლამდე იღებენ, 6 წლის ასაკში კი ბავშვები სკოლაში მიდიან.

თუ სკოლაში შესვლის შემდეგ ბავშვები რაიმე მიზეზით სხვა ბავშვებს განვითარებაში ჩამორჩებიან, ისინი თანატოლებს სპეციალურ სკოლამდელ კლასებში (Vorklassen) და სკოლასთან არსებულ საბავშვო ბაღებში(Schulkindergarten) ეწევიან. 

გერმანიის ბაღებში რიგი ბავშვის დაბადებამდე დგება, სამი წლის ასაკში ბავშვის საბავშვო ბაღში მოხვედრა დიდი გამართლებაა. ყველა სახელმწიფო და კერძო ბაღი ინკლუზიურია, ფიქსირებული რაოდენობის ადგილებით განსაკუთრებული ბავშვებისთვის.

აღზრდის პირველი წესი -ეს არის მოსწავლის პატივისცემა და მისი დამოუკიდებლობის წახალისება.

ბავშვს უფლება აქვს თავად მიიღოს გადაწყვეტილებები, მაგრამ ასევე არსებობს გარკვეული წესები: ჰიგიენის დაცვა, თავაზიანი კომუნიკაცია, თამაშის შემდეგ წესრიგს დამყარება და ა.შ.

ნებისმიერ ბაღში, მიმართულების მიუხედავად, პრიორიტეტში ბავშვის მრავალმხრივი განვითარება დგას. ყოველ დღე აღმზრდელი ერთ თემატურ გაკვეთილს ატარებს. დიდი ყურადღება ეთმობა საზოგადოებისა და ბუნების შესწავლას.

ganatleabsd.jpg

სკოლამდელი განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში საბავშვო სკოლამდელ დაწესებულებებში - ბაგა -ბაღებში, საბავშვო ბაღებში, განმავითარებელ და მოსამზადებელ სკოლამდელ ცენტრებში ხორციელდება. 

სახელმწიფო ხელს უწყობს სკოლამდელი დაწესებულებების საგანმანათლებლო ფუნქციების გაუმჯობესებას და ხშირად ოჯახს ბავშვისთვის სკოლამდელი განათლების მიღებაში ფინანსურ დახმარებას უწევს.

სკოლამდელი საგანმანათლებლო სისტემა ძალიან განვითარებულია იაპონიაში. ქვეყანაში ბავშვის ნიჭისა და უნარების გამოვლენისაკენ მიმართული მრავალრიცხოვანი წრე და სექციებია. აღსანიშნავია, რომ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას იაპონურ სკოლამდელ დაწესებულებებში ძალიან სერიოზულად უდგებიან. თითოეულ საბავშვო ბაღს სამედიცინო პერსონალი - ჯანმრთელობის კურატორი, ფარმაცევტი და თერაპევტი ჰყავს. ამასთან, ფაქტობრივად, ყველა საბავშვო ბაღს საცურაო აუზი აქვს, სადაც სიარული ბავშვებს არდადეგების დროსაც შეუძლიათ. 



რას ამბობენ ჩვენზე