izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
რჩევები მშობლებს
24 თებერვალი, 2019
წიგნთა წიგნები მოსწავლეებისთვის - ჰაიაო მიაძაკის რჩევებიდან

ჰაიო მიაძაკის სახელი და გვარი მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია. იაპონელი რეჟისორი, რომელმაც კინოსამყაროს თავი საოცარი ანიმეებით დაამახსოვრა, საბავშვო ლიტერატურის დიდი მოტრფიალეა. 

რეჟისორმა ჟურნალისტებთან საუბრისას ის საბავშვო წიგნები ამოარჩია, რომლებიც ყველას უნდა ჰქონდეს წაკითხული. 

როგორც ჩანს, მიაძაკის გემოვნება ამ შემთხვევაშიც ისეთივე საოცარია, როგორიცაა მისი შექმნილი საბავშვო სამყარო... 

ანტუან დე სენტ ეგზიუპერი „პატარა უფლისწული“ - ამ წიგნს დიდი წარდგენა არ სჭირდება. ფრანგი მფრინავისა და უდაბნოში აღმოჩენილი პატარა პრინცის ისტორია ყველა დროის წიგნთა წიგნია. ესაა ისტორია, რომელიც ყველა ასაკში შეიძლება ადამიანმა წაიკითხოს, რადგან ყოველ ახალ წაკითხვაზე ახალ დეტალებს აღმოაჩენს. 

ალექსანდრე დიუმა „სამი მუშკეტერი“ - რომანში ერთი თავზეხელაღებული ახალგაზრდისა და სამი მუშკეტერის ისტორიაა მოთხრობილი, რომელიც ფრანგული სამეფო კარის ინტრიგების ირგვლივ ვითარდება. ნაწარმოებმა დროს ნამდვილად გაუძლო, რადგან ის წლებია მოზარდების საყვარელ წიგნად რჩება. 

ლუის კეროლი „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ - ლუის კეროლის ზღაპრული სამყარო ნამდვილად იმსახურებს მკითხველთა ყურადღებას, რადგან ის გვასწავლის, რომ ბავშვობა ყველაზე ძვირფასი რამაა, რაც შეიძლება ცხოვრებაში გაგვაჩნდეს. 

არტურ კონან დოილი „შერლოკ ჰოლმისის თავგადასავალი“ - არაორდინალური გამომძიებელი და ექიმი უოტსონი ლონდონის ყველაზე დაფარულ საიდუმლოებებს ხსნიან. ბეიკერ სტრიტის 221ბ-ში მცხოვრები დეტექტივისა და ექიმის ცხოვრება ბევრი ბავშვის შთაგონების წყარო ყოფილა და იქნება კიდეც, სანამ ლეიტენანტი ლესტრეიდი შერლოკთან რჩევებისთვის მისვლას არ შეწყვეტს. 

ალან მილნი „ვინი პუჰი“ - კიდევ ერთი წიგნი იმაზე, თუ რა ცუდია, როცა ბავშვობა სრულდება. თუმცა კრისტოფერ რობინისთვის ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან ვინისა და თავისი მეგობრების დავიწყება უბრალოდ შეუძლებელია. 

მარკ ტვენი „ტომ სოიერის თავგადასავალი“ - კლასიკად ქცეული ნაწარმოები, რომელიც მართლაც რომ ყველას უნდა ჰქონდეს წაკითხული. ამერიკული ლიტერატურის გამორჩეული ავტორის სათავგადასავლო რომანი დღესაც დიდი პოპულარულობით სარგებლობს მკითხველში და ტომის, ჰეკის, ბიკის, დეიდა პოლისა და სიდის ამბებთან ერთად მილიონობით ბავშვი იზრდება. 

რობერტ ლუის სტივენსონი „განძთა კუნძული“ - შოტლანდიელი მწერლის პირველი და ყველაზე გავრცელებული წიგნი ჯიმ ჰოკინზის უჩვეულო თავგადასავალზე მოგვითხრობს. ბავშვის ენით მოთხრობილი მოგზაურობა გემის ეკიპაჟთან ერთად სავსეა ხიფათებითა და ღალატით, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი კარგად სრულდება. 

ჟიულ ვერნი „80 000 კილომეტრი წყალქვეშ“ - თქვენ რას იზამდით ინდოელი კაპიტნის წყალქვეშა გემზე რომ მოხვედრილიყავით? თუ ამაზე პასუხი ჯერ არ გაქვთ, მაშინ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ კაპიტანი ნემოს თავგადასავალი, სულ ცოტა 80 000 კილომეტრზე, წყალქვეშ. 

ანტონ ჩეხოვის მოთხრობები - რუსი ავტორი სამართლიანადაა მიჩნეული ყველა დროის ერთ-ერთ უდიადეს მოთხრობების მწერლად. მის მოთხრობებში უდიდესი გამომსახველობითი ძალითაა გადმოცემული იმ დროის ატმოსფერო, ხოლო იუმორი კი ხშირად იცვლება მძაფრი სატირით. 



რას ამბობენ ჩვენზე