izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
რჩევები მშობლებს
17 თებერვალი, 2019
რატომ იტყუებიან ბავშვები და როგორ მოვიქცეთ, რომ ის მეტად გულახდილი იყოს ჩვენთან - რჩევები მშობლებს

მშობლებსა და ბავშვებს შორის გაუცხოების პრობლემა ხშირად იჩენს ხოლმე თავს. სად არის გამოსავალი - რატომ იტყუებიან ბავშვები მშობლებთან და როგორ შევძლოთ იყოს ჩვენი შვილი მეტად გულწრფელი ჩვენთან, ამ საკითხებზე სპეციალისტების რჩევებს ქვემოთ გაეცნობით.

ტყუილის თქმა და არაგულწრფელობა ბავშვებს, მშობლებთან ურთიერთობისას, არც თუ იშვიათად ახასიათებთ. ფსიქოლოგების აზრით, არსებობს ე.წ. ჯანსაღი ტყუილი, რომელიც ბავშვის განვითარების ნაწილია. ბავშვები ასეთი ტყუილის თქმას ადრეული ასაკიდან (დაახლოებით 2 წლიდან) იწყებენ და ამაში დიდ როლს ბავშვური ფანტაზია და წარმოსახვა თამაშობს. 

განსხვავებულ სურათს ვაწყდებით მოზარდობის ასაკში, როდესაც ბავშვები არა „შემთხვევით“, არამედ გამიზნულად ამბობენ უარს თქვან სიმართლე - ცდილობენ, რეალობა ტყუილებით დაფარონ, ან უბრალოდ თავი აარიდონ მათთვის არასასურველ თემებზე გულწრფელად საუბარს. 

არსებობს მეთოდები და ის გამოსავალი გზები, რომლითაც შეძლებთ ბავშვმა მეტი გულწრფელობა გამოიჩინოს თქვენთან საუბრისას. ამ გზების პოვნა კი ბავშვის ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყოთ, რათა თავიდან აირიდოთ ბავშვის გაუცხოება თქვენს მიმართ და მინიმუმამდე დაიყვანოთ ტყუილების რაოდენობა. 

რა უნდა გააკეთოს მშობელმა?

  • ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ უპირველესი „ფორმულა“ არის თავად იყოთ გულწრფელი ბავშვთან. გამოიჩინეთ მეგობრულობა და ეცადეთ, გახდეთ მისი თანატოლი, როდესაც ის ისეთ საკითხებზე იწყებს საუბარს, რომელზე საუბარი არც ისე მარტივია მისთვის. იქნება ეს დაშვებული შეცდომის აღიარება თუ სხვა;

  • ეცადეთ იყოთ თავშეკავებული, როცა აღმოაჩენთ რომ თქვენი შვილი ცდილობს მოგატყუოთ, არ გქონდეთ მეტისმეტად მწვავე რეაქცია და იყოთ მეტად გამგები და დაფიქრდეთ იმაზე, თუ რა მიზეზი შეიძლება არსებობდეს, რომ ბავშვი ამბობდეს ტყუილს. გაითვალისწინეთ მისი ასაკი, განვითარებისა და ტყუილის გაცნობიერების დონე, დაანახეთ მას ტყუილის გარეშე პრობლემის მოგვარების გზები;

  • ფსიქოლოგების აზრით, უმნიშვნელოვანესია მშობლის როლი მაშინ, როდესაც არსებობს ბავშვის მიერ ტყუილის თქმის წინაპირობა. თუ თქვენთვის უკვე ცნობილია არსებული რეალობა, ზედმეტი შეკითხვების დასმით ნუ უბიძგებთ მას ტყუილისაკენ. უთხარით, რომ თქვენ ინფორმაცია უკვე გაქვთ და შეგიძლიათ მასთან ერთად მოძებნოთ პრობლემის გადაჭრის გზები; 

  • სპეციალისტების აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია გულწრფელობის წახალისება – მშობელმა მუდმივად უნდა გაუსვას ხაზი გულწრფელობის მნიშვნელობას და წაახალისოს ბავშვის მიერ სიმართლის თქმა, მაშინაც კი თუ ის არასასურველია. თუ სიმართლის თქმას მოჰყვება მშობლის მხრიდან გაბრაზება, დასჯა, მაშინ დიდია ალბათობა იმისა, რომ ბავშვი ტყუილის თქმას ამჯობინებს საკუთარი შეცდომისა თუ მარცხის გულწრფელად აღიარებას, რათა თავიდან აიცილოს მშობლის მხრიდან ნეგატიური ქმედებები.

არ დაგავიწყდეთ, ბავშვი გულახდილია მაშინ, როდესაც: 

• ის ენდობა მშობელს - იცის, რომ საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებიან, მხარში ამოუდგებიან;

• არ ეშინია მათი რისხვის ან დასჯის და დარწმუნებულია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, არ დაამცირებენ, როგორც პიროვნებას. იმსჯელებენ არა მასზე, არამედ მის საქციელზე, რომელიც უნდა გამოსწორდეს;

• ბავშვი დარწმუნებულია, რომ უფროსები მის მხარეს არიან - იცის, რომ დასჯის შემთხვევაშიც დასჯა იქნება სამართლიანი, რადგან ბავშვებს სამართლიანობის გრძნობა მძაფრად აქვთ განვითარებული.

მაშ ასე, აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის გზები მშობლებმა სწორედ საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. 

ჩაუნერგეთ ბავშვს, რომ გულწრფელობის შემთხვევაში არ იქნებით მკაცრი და  მას ნებისმიერ დროს შეუძლია თქვენი იმედი ჰქონდეს.



რას ამბობენ ჩვენზე