izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი.
 
izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.
 
ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე.
 
ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად  პირადად შეაფასონ  შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე.
 
რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტები.
 
რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: http://www.izrune.ge/geo/10
 
რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად  არეგისტრირებს  ბავშვ(ებ)ს. ოჯახის  წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი თვეების მიხედვით.
 
პაკეტების ფასებია:
1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი
 
ასევე  სპეციალური შეთავაზება  საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას „ეტალონისა“ და izrune.ge-სგან. ეტალონის ხელმომწერი სკოლის ყველა მოსწავლე ისარგებლებს განსაკუთრებული პირობებით და პაკეტებით უპრეცედენტო და ინოვაციური ტესტირების  საიტზე - izrune.ge.  სკოლას გადაეცემა ინდივიდუალური ფასდაკლების კოდი და თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 1 ლარს,  ხოლო მთლიანი სასწავლო წლის ღირებულება 129 ლარის ნაცვლად 10 ლარს.  განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისთვის  საჭიროა სკოლისგან მიღებული ინდივიდუალური პრომო კოდის შეყვანა  izrune.ge-ს პროფილზე რეგისტრაციის ან პაკეტის განახლების დროს. 
 
გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. პაკეტის გააქტიურება შესაძლებელია:
 
1. ბარათის საშუალებით უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან,
 
2. საბანკო გადმორიცხვის მონაცემებით:
 
მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი, პროფილის ნომერი
ბანკის კოდი: TBCBGE22
ს/კ : 404561979
თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი ბანკიდან
 
3. სწრაფი ჩარიცხვის აპარატების (TBC Pay,  Paybox და  Express Pay) საშუალებით მოსწავლის პროფილის ექვს ციფრიანი ნომრით
 
​მოსწავლეებს ექნებათ საშუალება ყოველ ხუთშაბათს  გაიარონ  სავარჯიშო ტესტები და მოემზადონ თვის შემაჯამებელი ტესტირებისთვის,  რომელიც ჩატარდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კვირა დღეს - მშობლის თანდასწრებით. 
 
ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!
 
საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი იქნება განსხვავებული და ოჯახს საშუალება აქვს მიღებული დიპლომი შეინახოს, ამობეჭდოს ან გააზიაროს სოციალური ქსელის საშუალებით. ტესტის შედეგებსაც შეიტყობთ ტესტის დასრულებისთანავე.
 
და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალ-ყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.
 
საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდას წარმატებისთვის ამზადებთ თქვენ - მშობლები, izrune.ge და სკოლა.
 
დაარეგისტრირეთ ბავშვები!
 
ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!
 
მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!
  
საგანმანათლებლო
სიახლეები
რჩევები მშობლებს
07 თებერვალი, 2019
მშობლის ჯადოსნური ფრაზები, რომლებიც ცელქ ბავშვებს დამჯერეებად აქცევს

ბავშვები, ფაქტობრივად, ყოველდღიურად აცხადებენ უარს მშობლის რაიმე თხოვნისა თუ დავალების შესრულებაზე.

ამასთან, თითქმის ყველა მშობელი ბავშვის დასამორჩილებლად იყენებს სტანდარტულ ფრაზებს, რომლებსაც ხანდახან აბსოლუტურად საპირისპირო შედეგი მოაქვს. 

პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ ბავშვს, ისევე როგორც ნებისმიერ ზრდასრულს, უფლება აქვს იყოს უკმაყოფილო და ცუდ განწყობაზე. მეორეც, ყველასთვის ცნობილია, რომ თავაზიანი და პატივსაცემი დამოკიდებულება სასურველი მიზნის მიღწევის საუკეთესო გზაა.

გთავაზობთ რამდენიმე ყოველდღიურ ფრაზას, რომლებიც მცირედი ინტერპრეტაციის შემდეგ ბავშვზე უფრო მეტად იმოქმედებს და შვილებთან თქვენი ურთიერთობა მნიშვნელოვნად მყარი და მეგობრული გახდება.


„როგორც კი დაალაგებ სათამაშოებს, შენი საყვარელი ზღაპრის წაკითხვას შევძლებთ“ ნაცვლად ამისა - „თუ სასწრაფოდ არ შეაგროვებ სათამაშოებს, არაფერს წაგიკითხავ.“

ბავშვისთვის გაცილებით კარგია იმის მოსმენა, თუ როგორი სასიამოვნო მომენტი ელოდება გაწეული სამუშაოს შემდეგ, ვიდრე მოისმინოს პირდაპირი მუქარა და იძულება, რის შემდეგაც ავტომატურად ეკარგება რაიმეს კეთების სურვილი.

„რომელ პიჟამას ჩაიცვამ დღეს - სპილოებიანს თუ ძაღლებიანს?“ ნაცვლად - „სწრაფად დაწექი დასაძინებლად, ხვალ ადრე უნდა ადგე“.

ბავშვთან ურთიერთობისას ბევრი ფსიქოლოგი გვირჩევს, ზემოთ აღნიშნული ტექნიკა გამოვიყენოთ. ასეთ დროს ბავშვს ვაძლევთ არჩევანს არჩევანის გარეშე. 

ვარიაციები შესაძლოა, იყოს ურიცხვი და ყოველ შექმნილ სიტუაციაში შესაძლებელია ბავშვს შევთავაზოთ ორი ვარიანტი ასარჩევად. „რომელი საგნით გინდა დაიწყო გაკვეთილების მეცადინეობა - მათემატიკით თუ ბუნებით?“ ნაცვლად „სასწრაფოდ დაჯექი გაკვეთილების მოსამზადებლად“. “პერანგისა და ჟაკეტის ჩაცმა გინდა თუ ნაქსოვი ზედატანის“ ნაცვლად „სწრაფად მოემზადე, გვაგვიანდება“.


აუცილებელია წინასწარ რამდენიმე ფრაზის მოგონება, წინააღმდეგ შემთხვევაში საჭირო მომენტში შესაძლოა, ამისთვის ფანტაზია არ გეყოთ და პირველ ადგილზე ემოციებმა წამოიწიოს. 

ბავშვის „ზრდასთან ერთად „ფორმულა“ უნდა გაართულოთ, მაგრამ ამ დროისთვის თქვენ უკვე კარგად გაიწვრთნებით.

„დაგავიწყდა, რა გთხოვე 5 წუთის წინ?“ ნაცვლად -  „შენ ისევ არ აალაგე შენი ნივთები? მე ხომ ამის შესახებ 20 წუთის წინ გთხოვე“.

ბევრ ბავშვთან შეგიძლიათ გულმავიწყობა ითამაშოთ. თქვენი თამაშის წყალობით, მოზარდი საკუთარ თავს თავადვე შეახსენებს დავალებას და მას დიდი ინტერესით შეასრულებს.

„შენ მკითხე - მე გიპასუხე“ ნაცვლად - „მომბეზრდა ასჯერ ერთისა და იმავეს გამეორება, მე ხომ ვთქვი - არა.“

როდესაც ბავშვი ცდილობს კიდევ ერთხელ გამოგტყუოთ სათამაშოს ყიდვა და ტელეფონთან კიდევ ხუთი წუთის გატარება, ასეთ შემთხვევაში მასთან მოლაპარაკებები შესაძლოა, უსასრულოდ გაგრძელდეს და სკანდალითა და დასჯით დასრულდეს. ყოველ ჯერზე ეს რომ არ მოხდეს, საჭირო დროს მშვიდი ტონით უთხარით: „არა“.

წუწუნზე: „რატომ არა?“ გააგრძელეთ მშვიდად: „შენ მკითხე - მე გიპასუხე“.

ყველა თქვენი შემდგომი არგუმენტი აბსოლუტურად უსარგებლოა. ბავშვი უბრალოდ თქვენი მოთმინების საზღვრებს ამოწმებს. ეს იცით და თქვენს სტრატეგიას ატარებთ. ბავშვს წუწუნისა და უკმაყოფილების უფლება აქვს, მაგრამ ამასთან, მან უნდა იცოდეს, რომ დედა და მამა მთავარია, ეს კი ნიშნავს, რომ ბოლო სიტყვა მათზეა.


„მოდი ერთად მოვიფიქროთ, როგორ გადავჭრათ პრობლემა“ ნაცვლად-  „შეწყვიტე წუწუნი!“.

ჩვეულებრივ, როდესაც ბავშვი რაღაცით განაწყენებულია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შექმნილი სიტუაცია უმნიშვნელოა. მაგრამ ეს მოჩვენებითია. ბავშვისთვის ქუჩაში დაკარგული ნივთი - ეს არის კოსმიური მასშტაბის დანაკარგი. ამიტომ შეეცადეთ პრობლემის არსს ჩაწვდეთ, მეორეც შესთავაზეთ: „მოდი ერთად მოვიფიქროთ როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა“ ან ჰკითხეთ: „როგორ ფიქრობ, ეს დიდი პრობლემაა თუ პატარა?“

ბავშვი დარწმუნდება, რომ თქვენ მის მხარეს ხართ, რაც ნიშნავს რომ პრობლემა არც ისე დიდია, რადგან დედას და მამას ყველაფერი შეუძლიათ. ბავშვი ასე გარკვეულ ასაკამდე ფიქრობს. იმ შემთხვევაში კი თუ უფრო მოზრდილი ბავშვი ამბობს: „მე არ შემიძლია მათემატიკის დავალების ამოხსნა?“ მაშინ შესაძლებელია ფრაზის გამოყენება: „შენ უბრალოდ ჯერ ვერ იპოვე ხერხი ამ დავალების სწორად ამოხსნის, მაგრამ შენ მას აუცილებლად გაუმკლავდები“.


„მოდი ვცადოთ ყველაფრის გამოსწორება“ ნაცვლად- „დაუყოვნებლივ მოიხადე ბოდიში“.

ბევრ ბავშვებს ბოდიშის მოხდას სათამაშო მოედანზე პირველივე გასვლისას ასწავლიან, არადა ბევრი ამ სიტყვის მნიშვნელობას ვერ ხვდება. ბავშვის თავაზიანობა ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებისთვის, მაგრამ სტანდარტული „ბოდიში“ მას თანაგრძნობას ყოველთვის არ ასწავლის.

ბევრად ეფექტურია ბავშვს შექმნილი სიტუაციის გამოსწორება ვასწავლოთ, რომ დაეხმაროს იმ ადამიანს რომელსაც აწყენინა. 

თუ ბავშვმა სხვისი ქვიშის კოშკი დაანგრია, მას შესთავაზეთ არა უბრალოდ ბოდიშის მოხდა, არამედ ახლის აგებაში დახმარება. იმ შემთხვევაში კი თუ თქვენმა შვილმა სხვა ბავშვს ჰკრა ხელი და მან მუხლი იტკინა, შვილს დაზარალებულის სახლში გაცილება და ანტისეპტიკური საშუალებისა და ბამბის მიტანა შესთავაზეთ. ასეთი სახით, თქვენ მას ასწავლით არა მხოლოდ სინანულს ჩადენილი საქციელის გამო, არამედ სხვა ადამიანის თანაგრძნობას.

თითოეულ ბავშვს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ბავშვის სიყვარული და მისი, როგორც პიროვნების, პატივისცემა.



რას ამბობენ ჩვენზე