izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
23 იანვარი, 2019
სამი წლის შემდეგ უკვე გვიანია: მასარუ იბუკას აღზრდის 25 პრინციპი
იაპონელი მასარუ იბუკა პედაგოგი არ ყოფილა. ბიზნესმენმა, მევიოლინემ და კომპანია Sony-ის ერთერთმა დამფუძნებელმა ღრმად შეისწავლა ბავშვთა ფსიქოლოგია და შედეგად, ბავშვთა ადრეული განვითარების უნიკალური მეთოდიკა შექმნა. 

მასარუ იბუკას პედაგოგიური შედევრის - „სამი წლის შემდეგ უკვე გვიანია“ შექმნა მისმა მასწავლებელმა, იაპონელმა მევიოლინემ შინიტი სუძუკიმ შთააგონა, რომელიც ხშირად იმეორებდა: „არ არსებობენ ჩამორჩენილი ბავშვები, ყველაფერი დამოკიდებულია სწავლების მეთოდზე“.



თავად იბუკა ყოველთვის ამბობდა: „ადრეული განვითარების მთავარი მიზანი არის ბედნიერი ბავშვების აღზრდა. ბავშვს ასმენინებენ კარგ მუსიკას და ასწავლიან უცხო ენას არა იმისთვის, რომ ლინგვისტი ან მუსიკოსი აღზარდონ. მთავარია ბავშვს მისი უსაზღვრო შესაძლებლობები განვუვითაროთ, რომ უფრო მეტი სიხარული იყოს მის ცხოვრებასა და და მსოფლიოში“.

არ დაკარგოთ დრო



წიგნში - „სამი წლის შემდეგ უკვე გვიანია“ ავტორი აღნიშნავს, რომ 3 წელი არის ასაკი, როდესაც ბავშვის ტვინი თავის ზრდასრული პოტენციალის 80%-ს აღწევს. თუ მივცემთ ბავშვს იმას, რაც საჭიროა და როდესაც საჭიროა, იგი ჭკვიანი გაიზრდება და მტკიცე ხასიათი ექნება.

მასარუმ სამწლამდე ბავშვის აღზრდის 25 საკვანძო პრინციპი ჩამოაყალიბა.

მასარუ იბუკას აღზრდის 25 პრინციპი



1. ხშირად აიყვანეთ ბავშვი ხელში. ტაქტილური ურთიერთობა დიდი როლს თამაშობს ბავშვის გონებრივ განვითარებაში.

2. ბავშვს თქვენს საწოლში ძილის უფლება მიეცით. ერთობლივი ძილი ბავშვზე განმავითარებელ გავლენას ახდენს.

3. ენას ნუ მოიჩლექთ. ესაუბრეთ ბავშვს გამართულად. 

4. ამეცადინეთ ბავშვი ყოველ დღე. რადგან დღეში ერთი გაკვეთილიც კი საოცარ შედეგებამდე მიგვიყვანს.

5. ნუ იჩხუბებთ ბავშვის თანდასწრებით. ბავშვი გრძნობს ნეგატივსა და შფოთვას.

6. წაახალისეთ შვილის სხვა ბავშვებთან ურთიერთობის სურვილი. ეს შესანიშნავად ასტიმულირებს ბავშვის გონებას, შეჯიბრობითობას და მისწრაფებას იყოს პირველი. 

7. ბავშვს სჭირდება არა მხოლოდ დედა, არამედ მამაც. არ უნდა იყოს არანაირი შეზღუდვა მამისა და ბავშვის ურთიერთობაში.


8. არ აუკრძალოთ ბავშვს საკუთარი ინტერესების დაცვა და კინკლაობაც კი. კამათი ავითარებს ურთიერთობის უნარს.

9. შეაქეთ და დასაჯეთ სიფრთხილით. შეაქეთ საქმისთვის, განსაკუთრებით ბიჭუნები, დასაჯეთ იშვიათად.

10. არ მოახვიოთ ბავშვს თავს საკუთარი კარგი და ცუდი. დაე, ბავშვმა თქვენი დახმარებით თავად დააგროვოს ცხოვრებისეული გამოცდილება  და დროსთან ერთად თავად დაიწყებს კარგისა და ცუდის გარჩევას.

11. გაუღვივეთ და მხარი დაუჭირეთ ბავშვის რაიმესადმი ინტერესს. შექმენით ამისთვის აუცილებელი პირობები.

12. გადაიმეორეთ განვლილი მასალა. ეს ჩამოაყალიბებს სწორ სქემებს ბავშვის ტვინში.

13. არ ჩათვალოთ ბავშვური ფანტაზიები სულელურად. ოცნებისა და ფანტაზიორობის უნარი ბავშვის შემოქმედებით პოტენციალს აყალიბებს.

14. ასწავლეთ ლექსები. ეს მეხსიერებას ავარჯიშებს.

15. ბავშვს გარს კაცობრიობის საუკეთესო ქმნილებები შემოარტყით. უსმინეთ კლასიკურ მუსიკას, აჩვენეთ ხელოვნების ნიმუშები, წაიკითხეთ მხატვრული ლიტერატურა.


16. არ შეზღუდოთ ბავშვი. ყველაფერი, რასაც ბავშვი ხელით აკეთებს, ავითარებს მის ინტელექტსა და შემოქმედებითობას.

17. სტიმული მიეცით ბავშვში არასტანდარტული აზროვნების გამოვლინებას. სტანდარტები სტანდარტულ ადამიანს ზრდის.

18. არ უყიდოთ ბავშვს ყველაფერი, რასაც ითხოვს. სათამაშოების სიჭარბე ბავშვის ყურადღბას უფანტავს, შედეგად მისთვის რთული იქნება სწავლა. 

19. განავითარეთ ტაქტილური შეგრძნებები. შესთავაზეთ ბავშვს სხვადასვა მასალისგან დამზადებული ნივთების შეხება - რბილის და მყარის, მძიმისა და მსუბუქის, პრიალასა და ბეწვიანის და ა.შ.  

20. შესთავაზეთ ბავშვს დეტალებიანი სათამაშოები. ბავშვი დიდ სიხარულს განიცდის იმის გამო, რომ მან თავად შეძლო მისი შეგროვება. მზა სათამაშოების ეპოქაში ეს დიდი იშვიათობაა.

21. განავითარეთ ბავშვის წვრილი მოტორიკა - ძერწვით, აპლიკაციებით, ფიგურების გამოჭრითა და დალაგებით.

22. იარეთ ბავშვთან ერთად. სიარული ძალიან სასარგებლოა, რადგან სიარულის დროს ჩართულია სხეულის 400 კუნთი 639-დან.

23. არ ელოდოთ ბავშვისგან შედეგს. რადგან ბავშვისთვის მნიშვნელოვანია პროცესი და არა შედეგი. დაე, იშრომოს იმდენი, რამდენიც მას აინტერესებს.



24. არ აიძულოთ ბავშვი. როდესაც მას საკუთარი ნების საწინააღმდეგოს კეთებას ვაიძულებთ, თვითრწმენას ვუქვეითებთ.

25. არ მოექცეთ ბავშვს, როგორც თქვენს საკუთრებას. ეს ასე არ არის. გარდა ამისა, შესაძლოა ბავშვმა საკუთარი ძალების რწმენა დაკარგოს. 


რას ამბობენ ჩვენზე