izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი.
 
izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.
 
ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე.
 
ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად  პირადად შეაფასონ  შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე.
 
რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტები.
 
რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: http://www.izrune.ge/geo/10
 
რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად  არეგისტრირებს  ბავშვ(ებ)ს. ოჯახის  წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი თვეების მიხედვით.
 
პაკეტების ფასებია:
1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი
 
ასევე  სპეციალური შეთავაზება  საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას „ეტალონისა“ და izrune.ge-სგან. ეტალონის ხელმომწერი სკოლის ყველა მოსწავლე ისარგებლებს განსაკუთრებული პირობებით და პაკეტებით უპრეცედენტო და ინოვაციური ტესტირების  საიტზე - izrune.ge.  სკოლას გადაეცემა ინდივიდუალური ფასდაკლების კოდი და თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 1 ლარს,  ხოლო მთლიანი სასწავლო წლის ღირებულება 129 ლარის ნაცვლად 10 ლარს.  განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისთვის  საჭიროა სკოლისგან მიღებული ინდივიდუალური პრომო კოდის შეყვანა  izrune.ge-ს პროფილზე რეგისტრაციის ან პაკეტის განახლების დროს. 
 
გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. პაკეტის გააქტიურება შესაძლებელია:
 
1. ბარათის საშუალებით უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან,
 
2. საბანკო გადმორიცხვის მონაცემებით:
 
მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი, პროფილის ნომერი
ბანკის კოდი: TBCBGE22
ს/კ : 404561979
თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი ბანკიდან
 
3. სწრაფი ჩარიცხვის აპარატების (TBC Pay,  Paybox და  Express Pay) საშუალებით მოსწავლის პროფილის ექვს ციფრიანი ნომრით
 
​მოსწავლეებს ექნებათ საშუალება ყოველ ხუთშაბათს  გაიარონ  სავარჯიშო ტესტები და მოემზადონ თვის შემაჯამებელი ტესტირებისთვის,  რომელიც ჩატარდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კვირა დღეს - მშობლის თანდასწრებით. 
 
ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!
 
საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი იქნება განსხვავებული და ოჯახს საშუალება აქვს მიღებული დიპლომი შეინახოს, ამობეჭდოს ან გააზიაროს სოციალური ქსელის საშუალებით. ტესტის შედეგებსაც შეიტყობთ ტესტის დასრულებისთანავე.
 
და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალ-ყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.
 
საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდას წარმატებისთვის ამზადებთ თქვენ - მშობლები, izrune.ge და სკოლა.
 
დაარეგისტრირეთ ბავშვები!
 
ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!
 
მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!
  
საგანმანათლებლო
სიახლეები
საგანმანათლებლო სიახლეები
22 იანვარი, 2019
„წარმატება გადამდებია“ - Izrune.ge-ს ლიდერი სკოლების დირექტორები გამოცდილებას გვიზიარებენ
სიახლე არავისთვისაა, რომ ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალ Izrune.ge-ს მოსწავლეების, მშობლებისა და სკოლების სახით ძალიან დიდი და წარმატებული ოჯახი ჰყავს. მათ რიგებს სულ უფრო მეტი წევრი სიამაყით უერთდება, იმატებს ჯანსაღი კონკურენცია და ბრძოლა ყველაზე მზრუნველი სკოლისა თუ მშობლის სტატუსის მოსაპოვებლად.

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა სისტემური ჩართულობით გამორჩეული, თბილისის ლიდერი სკოლების რეიტინგი, რომელთა შორის მოწინავე სკოლის მენეჯერები საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ:

ელენე ფუტკარაძე, თბილისის N167 საჯარო სკოლის დირექტორი:

„მახარებს Izrune.ge-სთან თანამშრომლობა და მიღწეული შედეგები. ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალში ჩვენი სკოლის მოსწავლეთა 50% უკვე ჩართულია, მაგრამ მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით, რადგან მთავარია ხარისხი და ჩვენც უფრო მაღალ აქტივობასა და შედეგებს ველით.Izrune.ge უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, რომლითაც შვილების სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიური ჩართვა და მოსწავლეთა მოტივირება შეგვიძლია. ყოველთვის ვამბობ, რომ წარმატება გადამდებია და დიახაც, ბავშვები ერთმანეთს შემეცნებასა და წინსვლაში უნდა ეჯიბრებოდნენ. დირექტორის, როგორც ლიდერის, ვალი სწორედ მოსწავლეების განვითარების მუდმივი ხელშეწყობაა, ამ შედეგზე კი მასწავლებლების თავდაუზოგავი შრომისა და კლასის ხელმძღვანელთა აქტიური ჩართულობით გავდივართ. მადლობას ვუხდი ჩემს პედაგოგებს, მოსწავლეებს, მშობლებსა და Izrune.ge-ს მთელ შემოქმედებით გუნდს, ბატონი გოჩას ხელმძღვანელობით. ვისურვებ, რომ საგანმანათლებლო ინოვაციებმა მთელი საქართველო მოიცვას და „ეტალონის“ სატელევიზიო სივრცეში დაბრუნებით თითოეულ ოჯახში დაიდოს ბინა.“

ნინო გახარია, თბილისის N94 საჯარო სკოლის დირექტორი:

Izrune.ge მოსწავლეთა და მშობელთა დაახლოვებისა და მათი სასკოლო ცხოვრებაში ჩართვის კუთხით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამაში გოჩა ტყეშელაშვილის სკოლაში სტუმრობისა და პრეზენტაციის წარდგენის შემდეგ ჩვენი მშობლები ცხადად დარწმუნდნენ, მოსწავლეები კი Izrune.ge-ს ტესტების მრავალფეროვნებითა და მამოტივირებელი მიდგომებით აღტაცებულები დარჩნენ და საგანმანათლებლო ინოვაციების მიმართ მეტი ინტერესი გამოიჩინეს. დირექციას პირდაპირი კომუნიკაცია გვაქვს კლასის დამრიგებლებთან და მშობლებთან. სწორედ ერთობლივი მუშაობით გავედით ამგვარ შედეგებზე, სამომავლოდ კი, გვჯერა, რომ მოსწავლეთა ჩართულობა და შედეგები საგრძნობლად გაიზრდება, რადგან დიდია დაინტერესება. Izrune.ge ჩვენს ახალგაზრდობას მრავალმხრივი განვითარებისა და წარმატებისთვის ძალიან სჭირდება.“ 
თენგიზ გულორდავა, თბილისის N106 საჯარო სკოლის დირექტორი: 

Izrune.ge სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიური ჩართვის კუთხით საგანმანათლებლო სივრცისთვის უძლიერესი მექანიზმია, არადა, ეს თემა ჩვენს სკოლებში აქილევსის ქუსლი იყო. დირექტორის, როგორც ლიდერის, პროფესიონალური მიდგომები, ძლიერ თანამოაზრე პედაგოგთა ერთობლივი მუშაობა და მშობლების აქტიური ჩართულობა აუცილებლად გამოიღებს სასურველ შედეგს. Izrune.ge-სთან ერთად არათუ დედები, ბევრი მამა ჩავრთეთ შვილის სასკოლო ცხოვრებაში და სამომავლოდ უფრო მაღალ შედეგებს ველით, რადგან განათლება ყველა მშობლისთვის პრიორიტეტია და Izrune.ge-ზე ოჯახს ბავშვის განვითარების დონისა და მისწრაფებებისთვის თვალის დევნება სისტემურად შეუძლია. ამაყი ვარ ჩემო სკოლის მოსწავლეებით, მშობლებითა და პედაგოგებით და მჯერა, რომ სულ მალე Izrune.ge-ს ყველა სიკეთეს უკლებლივ ყველა მოსწავლე გაიზიარებს.“  

მაია ოსიყმიშვილი, თბილისის N145 საჯარო სკოლის დირექტორი:

Izrune.ge ოჯახის, ბავშვის, სკოლისა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანებისა და მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბების საუკეთესო მექანიზმია. საგანმანათლებლო სიახლეებისთვის ფეხის აწყობის საჭიროება კარგად ესმით ჩვენს პედაგოგებსა და მშობლებს, ასე რომ ერთობლივი მუშაობითა და Izrune.ge-ს შემეცნებითი, სახალისო და მამოტივირებელი მიდგომებით დაინტერესებული მოსწავლეების აქტივობით მოწინავე ადგილზე გავედით. ბავშვები მშობლებთან მეტად გახსნილები გახდნენ და მათი სწავლისადმი დაინტერესებაც გაიზარდა. სწორედ ამ მიზნების გასახორციელებლად ჩავერთეთ პროექტში და სამომავლოდ, უკეთესი შედეგების საჩვენებლად ძალას არ დავიშურებთ.“

Izrune.ge დიდი სიამაყითა და მზრუნველობით გთავაზობთ სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა სისტემური ჩართულობით გამორჩეული, თბილისის ლიდერი სკოლების რეიტინგს:




Izrune.ge მადლობას უხდის სკოლებსა და მშობლებს გაწეული მზრუნველობისთვის და თანამოაზრეების შემოკრებას კვლავაც აგრძელებს.


რას ამბობენ ჩვენზე