izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი.

izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე.

ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად  პირადად შეაფასონ  შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე.

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტები.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: http://www.izrune.ge/geo/10

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად  არეგისტრირებს  ბავშვ(ებ)ს. ოჯახის  წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი თვეების მიხედვით.

პაკეტების ფასებია:
1 თვე - 9 ლარი
3 თვე - 27 ლარი 19 ლარი
6 თვე - 54 ლარი  39 ლარი
სასწავლო წელი - 90 ლარი  59 ლარი

ასევე  სპეციალური შეთავაზება  საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას „ეტალონისა“ და izrune.ge-სგან. ეტალონის ხელმომწერი სკოლის ყველა მოსწავლე ისარგებლებს განსაკუთრებული პირობებით და პაკეტებით უპრეცედენტო და ინოვაციური ტესტირების  საიტზე - izrune.ge.  სკოლას გადაეცემა ინდივიდუალური ფასდაკლების კოდი და თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება თვეში 9 ლარის ნაცვლად შეადგენს 1 ლარს,  ხოლო მთლიანი სასწავლო წლის ღირებულება 10 ლარს.  განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისთვის  საჭიროა სკოლისგან მიღებული ინდივიდუალური პრომო კოდის შეყვანა  izrune.ge-ს პროფილზე რეგისტრაციის ან პაკეტის განახლების დროს. 

გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. პაკეტის გააქტიურება შესაძლებელია:

1. ბარათის საშუალებით უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან,

2. საბანკო გადმორიცხვის მონაცემებით:

მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი, პროფილის ნომერი
ბანკის კოდი: TBCBGE22
ს/კ : 404561979
თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი ბანკიდან

3. სწრაფი ჩარიცხვის აპარატების (TBC Pay,  Paybox და  Express Pay) საშუალებით მოსწავლის პროფილის ექვს ციფრიანი ნომრით

​მოსწავლეებს ექნებათ საშუალება ყოველ ხუთშაბათს  გაიარონ  სავარჯიშო ტესტები და მოემზადონ თვის შემაჯამებელი ტესტირებისთვის,  რომელიც ჩატარდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კვირა დღეს - მშობლის თანდასწრებით. 

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი იქნება განსხვავებული და ოჯახს საშუალება აქვს მიღებული დიპლომი შეინახოს, ამობეჭდოს ან გააზიაროს სოციალური ქსელის საშუალებით. ტესტის შედეგებსაც შეიტყობთ ტესტის დასრულებისთანავე.

და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალ-ყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.

საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდას წარმატებისთვის ამზადებთ თქვენ - მშობლები, izrune.ge და სკოლა.

დაარეგისტრირეთ ბავშვები!

ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!
  
საგანმანათლებლო
სიახლეები
საინტერესო ამბები
27 დეკემბერი, 2018
გამორჩეული დამრიგებლები თვის შემაჯამებელი ტესტის მნიშვნელობაზე
30 დეკემბერი „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეა“, საგანმანათლებლო ვებ-გვერდის აქტიური წევრები მთელი საქართველოს მასშტაბით თვის განმავლობაში მიღებულ ცოდნას ონლაინ რეჟიმში, პროფესიონალი მასწავლებლებისგან შედგენილი ტესტების მეშვეობით შეამოწმებენ. ამჯერად www.izrune.ge რამდენიმე გამორჩეულ დამრიგებელს ესაუბრა, რომლებმაც საკუთარი შეხედულებები თვის შემაჯამებელ ტესტთან დაკავშირებით გაგვიზიარეს.   


შორენა იმედაიშვილი, 106-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის დამრიგებელი:

„თანამედროვე ეპოქაში ტექნოლოგიების გამოყენება აქტუალური საკითხია და მას 21-ე საუკუნის მოსწავლისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. www.izrune.ge არის უნიკალური პროექტი, რომელიც წარმატებით ახერხებს შესთავაზოს მოსწავლეს მეთოდოლოგიურად გამართული ონლაინ ტესტები. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ბავშვი პირველი კლასიდანვე ერთვება. ტესტებმა ჩემი მოსწავლეები უფრო მოტივირებულები გახადა, კლასი კიდევ უფრო გააერთიანა და მათ დამეგობრებასაც  შეუწყო  ხელი. ისინი მსჯელობენ და განიხილავენ საკითხებს ტესტებიდან. უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს.  ყოველთვის ახსოვთ, რომ ხუთშაბათი და  თვის ბოლო კვირა ,,შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეა“.  ყოველი შემაჯამებელი ტესტის შემდეგ ვხვდები, რომ მათ იმაზე მეტი იციან, ვიდრე იცოდნენ. რაც მთავარია, მოსწავლეები საიტს სასარგებლო კუთხით იყენებენ. ეს მათთვის აუცილებლად იქნება წარმატების მომტანი. აღსანიშნავია, რომ მშობლებიც აქტიურად არიან  ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში. მათ საშუალება აქვთ  თვალი ადევნონ შვილის განვითარებას,  წინსვლას. დაინახონ მათი ძლიერი და  სუსტი მხარეები და გაუწიონ დახმარება.  www.izrune.ge-ს როლი მოსწავლის, სკოლის და მშობლის გაერთიანებაში უდაოდ დიდია. “

ნინო ნემსიწვერაძე, 71-ე საჯარო სკოლის მესამე კლასის დამრიგებელი:

www.izrune.ge უნიკალური პროექტია,  კიდევ უფრო დააკავშირა მშობელი, ბავშვი და სკოლა. ვფიქრობ, რომ თვის შემაჯამებელი ტესტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თითოეულ მოსწავლეს ეძლევა შესაძლებლობა გაიაროს უნიკალური ტესტები და შეამოწმოს თვის განმავლობაში მიღებული ცოდნა.“



რიტა ოთარაშვილი, სამთაწყაროს საჯარო სკოლის მეოთხე კლასის დამრიგებელი:

„მნიშვნელოვანია, როდესაც ყველა მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა ყოველი თვის ბოლოს შეამოწმოს საკუთარი ცოდნა. ჩემი მოსწავლეები ყოველ ხუთშაბათს აკეთებენ სავარჯიშო ტესტებს და „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღისთვის“ განსაკუთრებულად ემზადებიან. მინდა თითოეულ მათგანს წარმატებები ვუსურვო.“



ლელა გვაზავა, 145-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის დამრიგებელი:
„ყოველი თვის შემაჯამებელი ტესტის გავლის შემდეგ ბავშვები ხდებიან უფრო მეტად თავდაჯერებულები. ისინი არიან მოტივირებულები  და ყველას უნდა ოქროს დიპლომის მოპოვება. შემაჯამებელი ტესტის მეორე დღეს მოსწავლეებს სკოლაში მოაქვთ დიპლომები, რომლებსაც წარმატების კედელზე ვაკრავთ. “




რას ამბობენ ჩვენზე