izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი.

izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე.

ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად  პირადად შეაფასონ  შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე.

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტები.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: http://www.izrune.ge/geo/10

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად  არეგისტრირებს  ბავშვ(ებ)ს. ოჯახის  წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი თვეების მიხედვით.

პაკეტების ფასებია:
1 თვე - 9 ლარი
3 თვე - 27 ლარი 19 ლარი
6 თვე - 54 ლარი  39 ლარი
სასწავლო წელი - 90 ლარი  59 ლარი

ასევე  სპეციალური შეთავაზება  საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას „ეტალონისა“ და izrune.ge-სგან. ეტალონის ხელმომწერი სკოლის ყველა მოსწავლე ისარგებლებს განსაკუთრებული პირობებით და პაკეტებით უპრეცედენტო და ინოვაციური ტესტირების  საიტზე - izrune.ge.  სკოლას გადაეცემა ინდივიდუალური ფასდაკლების კოდი და თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება თვეში 9 ლარის ნაცვლად შეადგენს 1 ლარს,  ხოლო მთლიანი სასწავლო წლის ღირებულება 10 ლარს.  განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისთვის  საჭიროა სკოლისგან მიღებული ინდივიდუალური პრომო კოდის შეყვანა  izrune.ge-ს პროფილზე რეგისტრაციის ან პაკეტის განახლების დროს. 

გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. პაკეტის გააქტიურება შესაძლებელია:

1. ბარათის საშუალებით უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან,

2. საბანკო გადმორიცხვის მონაცემებით:

მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი, პროფილის ნომერი
ბანკის კოდი: TBCBGE22
ს/კ : 404561979
თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი ბანკიდან

3. სწრაფი ჩარიცხვის აპარატების (TBC Pay,  Paybox და  Express Pay) საშუალებით მოსწავლის პროფილის ექვს ციფრიანი ნომრით

​მოსწავლეებს ექნებათ საშუალება ყოველ ხუთშაბათს  გაიარონ  სავარჯიშო ტესტები და მოემზადონ თვის შემაჯამებელი ტესტირებისთვის,  რომელიც ჩატარდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კვირა დღეს - მშობლის თანდასწრებით. 

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი იქნება განსხვავებული და ოჯახს საშუალება აქვს მიღებული დიპლომი შეინახოს, ამობეჭდოს ან გააზიაროს სოციალური ქსელის საშუალებით. ტესტის შედეგებსაც შეიტყობთ ტესტის დასრულებისთანავე.

და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალ-ყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.

საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდას წარმატებისთვის ამზადებთ თქვენ - მშობლები, izrune.ge და სკოლა.

დაარეგისტრირეთ ბავშვები!

ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!
  
საგანმანათლებლო
სიახლეები
საინტერესო ამბები
25 დეკემბერი, 2018
პარლამენტში იზრუნე.ჯი-ს პრეზენტაცია გაიმართა
თბილისში, პარლამენტის რუსთაველის დარბაზში, საგანმანათლებლო პროექტ www.izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა.  
   

შეხვედრა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის ეგიდით გაიმართა, ღონისძიებას პარლამენტარები, გურამ მაჭარაშვილი, გენადი მარგველაშვილი, გიორგი კოპაძე, ზუგდიდის მაჟორიტარი - მერაბ ქვარაია, ბაღდათ-ხარაგაულის მაჟორიტარი - კობა ლურსმანაშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები და საქართველოს გამორჩეული სკოლების დირექტორები ესწრებოდნენ.

დამსწრე საზოგადოებიდან  სიტყვით გამოვიდნენ პარლამენტარები, სკოლის დირექტორები და რესურსცენტრის წარმომადგენლები.
 
მარიამ ჯაში, განათლების, მეცნიერებისა  და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე:

„ძალიან მიხარია, რომ პარლამენტში მობრძანდით. მიხარია ჩვენი ყველა შეხვედრა, პედაგოგებთან, დირექტორებთან, რესურსცენტრების წარმომადგენელბთან. ბატონმა გოჩა ტყეშელაშვილმა არაჩვეულებრივად თქვა, ყველაზე დიდი ვარსკვლავები ბრძანდებით თქვენ, რადგან თითოეული წარმატებული ბავშვის უკან დგას მასწავლებელი. მიხარია, რომ  ქვეყანაში ჩნდება ინიციატივები, რომელიც უფრო მეტად აფასებს პედაგოგის პროფესიას. სახელმწიფო თავის მხრივ, ზრუნავს რომ გაიზარდოს პედაგოგის ფინანსური და პროფესიული მოტივაცია. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ბავშვის სასწავლო პროცესში მშობლის ჩართულობა. ჩემთვის, როგორც კომიტეტის თავმჯდომარისთვის, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მოგვცემს საშუალებას ოჯახის ჩართულობა და პედაგოგისა და მშობლის ურთიერთობა ბავშვის მხარდასაჭერად, გაძლიერდეს, იქნება მისასალმებელი. ჩემთვის ამ პროექტს, www.izrune.ge-ს ყველაზე დიდი ხიბლი აქვს ის, რომ ხდება სამკუთხედის შეკვრა, ბავშვის, ოჯახისა და სკოლის სახით. ძალიან სწორი მოტივაციით, გვაქვს საშუალება, რომ ქვეყნის მასშტაბით ყოველთვიურად გამოვლინდნენ არაჩვეულებრივი ბავშვები და პედაგოგები და მოხდეს იმ ღვაწლის დაფასება, რომელსაც პედაგოგები ნერგავთ აკადემიურ პროცესში. ეს არის ერთ-ერთი საინტერესო, ინოვაციური მიდგომა, რომელიც აუცილებლად იქნება ხელშეწყობილი. განათლების სამინისტროს პოზიციაც ასეთია. მსგავს პროექტებთან თანამშრომლობა აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს არ აქვს ფორმალური პოზიცია განათლების სამინისტროში, ის არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერი ამ ცვლილებების.

მე იმედი მაქვს, რომ არა მხოლოდ საქართველოში გახდება წარმატებული www.izrune.ge  არამედ სხვა ქვეყნებშიც მოვახდენთ ინტეგრაციას. ასევე ძალიან მაინტერესებს თქვენი გამოხმაურება და მიგულეთ თქვენს გვერდით, ჩემს კოლეგებთან ერთად“.



გენადი მარგველაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე:

„დიდ მადლობას ვუხდი გოჩა ტყეშელაშვილს იმ აუდიტორიის შეკრებისთვის, რომელსაც დღეს აქ ვხედავთ. მხარდაჭერა მინდა გამოგიცხადოთ. წარმატებულ ბავშვს, მშობელს, მასწავლებელს წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩამოვართვათ ხელი და დავუფასოთ შრომა. მე ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნები. www.izrune.ge-ს მეთოდი გამორჩეულია, რადგან შვილების განათლებაში მშობლები აქტიურ მონაწილეობას იღებენ, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე მოვუწოდებდი სპონსორებს, რომ ამ ტიპის პროექტებს აქტიური მხარდაჭერა გამოუცხადონ.''
 
 
მერაბ ქვარაია, ზუგდიდის მაჟორიტარი:

,,განათლებული თაობა არის ჩვენი ქვეყნის საწინდარი. წარმატებები ეტალონს, წარმატებები www.izrune.ge-ს. მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერა მსგავსი პროგრამებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. www.izrune.ge როგორც ყველა რეგიონში ჩვენს რეგიონშიც აქტიური ვებ-გვერდია.''

არჩილ ჩხაიძე, 103-ე საჯარო სკოლის დირექტორი:

,,ჩემი შვილიშვილი ამერიკაში ცხოვრობს და იქიდან იღებს მონაწილეობას ინოვაციური საგანმანათლებლო ვებ-გვერდის პროგრამაში. www.izrune.ge ძალიან მნიშვნელოვანი ვებ-გვერდია, ჩემი სკოლა ამ ინოვაციების თანაზიარია."





რას ამბობენ ჩვენზე