izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი.

izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე.

ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად  პირადად შეაფასონ  შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე.

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტები.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: http://www.izrune.ge/geo/10

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად  არეგისტრირებს  ბავშვ(ებ)ს. ოჯახის  წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი თვეების მიხედვით.

პაკეტების ფასებია:
1 თვე - 9 ლარი
3 თვე - 27 ლარი 19 ლარი
6 თვე - 54 ლარი  39 ლარი
სასწავლო წელი - 90 ლარი  59 ლარი

ასევე  სპეციალური შეთავაზება  საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას „ეტალონისა“ და izrune.ge-სგან. ეტალონის ხელმომწერი სკოლის ყველა მოსწავლე ისარგებლებს განსაკუთრებული პირობებით და პაკეტებით უპრეცედენტო და ინოვაციური ტესტირების  საიტზე - izrune.ge.  სკოლას გადაეცემა ინდივიდუალური ფასდაკლების კოდი და თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება თვეში 9 ლარის ნაცვლად შეადგენს 1 ლარს,  ხოლო მთლიანი სასწავლო წლის ღირებულება 10 ლარს.  განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისთვის  საჭიროა სკოლისგან მიღებული ინდივიდუალური პრომო კოდის შეყვანა  izrune.ge-ს პროფილზე რეგისტრაციის ან პაკეტის განახლების დროს. 

გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. პაკეტის გააქტიურება შესაძლებელია:

1. ბარათის საშუალებით უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან,

2. საბანკო გადმორიცხვის მონაცემებით:

მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი, პროფილის ნომერი
ბანკის კოდი: TBCBGE22
ს/კ : 404561979
თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი ბანკიდან

3. სწრაფი ჩარიცხვის აპარატების (TBC Pay,  Paybox და  Express Pay) საშუალებით მოსწავლის პროფილის ექვს ციფრიანი ნომრით

​მოსწავლეებს ექნებათ საშუალება ყოველ ხუთშაბათს  გაიარონ  სავარჯიშო ტესტები და მოემზადონ თვის შემაჯამებელი ტესტირებისთვის,  რომელიც ჩატარდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კვირა დღეს - მშობლის თანდასწრებით. 

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი იქნება განსხვავებული და ოჯახს საშუალება აქვს მიღებული დიპლომი შეინახოს, ამობეჭდოს ან გააზიაროს სოციალური ქსელის საშუალებით. ტესტის შედეგებსაც შეიტყობთ ტესტის დასრულებისთანავე.

და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალ-ყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.

საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდას წარმატებისთვის ამზადებთ თქვენ - მშობლები, izrune.ge და სკოლა.

დაარეგისტრირეთ ბავშვები!

ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!
  
საგანმანათლებლო
სიახლეები
საინტერესო ამბები
17 დეკემბერი, 2018
განსაკუთრებულად მზრუნველი დამრიგებლები 71-ე საჯარო სკოლიდან
საგანმანათლებლო აქტივობების ვებ-გვერდ etaloni.ge-სა და ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალ www.izrune.ge-ს ერთობლივი კონკურსის - „ჩვენი კლასის მზრუნველი დამრიგებელი“ გამარჯვებულები და რჩეულები გამოვლინდნენ.


Facebook-ზე მოწონებების მიხედვით, პირველ ადგილზე თბილისის N71 საჯარო სკოლა გავიდა: III4 კლასის დამრიგებლის, ეკატერინე მაისურაძის ფოტომ  4 ათასი მოწონება მოიპოვა. დაჯილდოების ცერემონია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა.

თბილისის 71-ე საჯარო სკოლის III4  კლასი დირექტორთან და განსაკუთრებულად მზრუნველ   დამრიგებელთან ერთად www.izrune.ge-ს აფასებს და საკუთარ შთაბეჭდილებებსაც გვიზიარებს.


ეკატერინე მაისურაძე, III4  კლასის დამრიგებელი:

„ჩემთვის მოულოდნელი იყო, როდესაც გამარჯვებულად დამასახელეს. ძალიან დიდი ემოცია და შთაბეჭდილებები მაქვს. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ამ შესანიშნავი კონკურსის ავოტორებს. მადლობა იმისთვის, რომ აფასებთ დამრიგებლის უდიდეს ღვაწლსა და როლს მოსწავლეების განათლება-აღზრდის პრიცესში. ჩემი მოსწავლეების მშობლებმა გადმომცეს არაჩვეულებრივი საჩუქარი და ძალიან გამახარეს. ჩემი კლასის უმრავლესობა ჩართულია www.izrune.ge-ს პროგრამაში. ძალიან მოსწონთ ტესტები და ყოველთვის მოუთმენლად ელოდებიან ხუთშაბათსა და „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“. კლასში ყოველთვის განვიხილავთ რას გასცეს პასუხი და რას ვერა. მშობლების ჩართულობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია www.izrune.ge კი მათთან თანაშრომლობაში  გვეხმარება.“



 
პაატა ჩორგოლაშვილი, თბილისის  71-ე საჯარო სკოლის დირექტორი:

„პირველ რიგში მინდა მადლობა ვუთხრა www.izrune.ge-ს პროექტის ავტორს, ეს არის უნიკალური პროგრამა, რომელსაც თავისი დატვირთვა აქვს და ძალიან ძვირფასია თითოეული ჩვენგანისთვის. ეს უნიკალური საგანმანათლებლო ვებ-გევრდი დაკავშირებულია ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებასთან. მოსწავლეები იმდენად დაინტერესებულები და ჩართულები არიან, რომ ჩემთვისაც მოულოდნელია. მშობლისა და ბავშვის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ეხმარება მათ ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღებაში, სოციალური ურთიერთობის ჩამოყალიბებაში და ა.შ.   შეკრულია ერთგავრი სამკუთხედი ეს კიდევ უფრო ამყარებს სკოლისა და ოჯახის ერთმანეთისადმი დამოკიდებულებას. ვთანამშრომლობთ და ორივე ერთობლივად ვიბრძვით ბავშვის უკეთესი მომავლისა თუ  წარმატებისთვის. ჩემი სკოლის ორი დამრიგებელი გახდა გამარჯვებული „ჩვენი კლასის  მზრუნველი დამრიგებლის“კონკურსში ეს ფაქტი  უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის.  ამაყი ვარ, რომ ჩემი დამრიგებლელბი ამ ნომინაციაში დასახელდნენ. www.izrune.ge ქმნის ჯანსაღ თანამშრომლობით გარემოს მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და ოჯახს შორის.“


ელა სუხიშვილი,  ნიკოლოზ თამარაშვილის მშობელი:

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო www.izrune.ge-ს და ეტალონს ამ კონკურსისთვის. მშობლებიც შვილებთან ერთად მოუთმენლად ველოდებით  ტესტებს.  ეს სამი რგოლი: ოჯახი, ბავშვი და სკოლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთობლივად ვმუშაობთ. ასევე მოგვეცა საშუალება ჩვენი კლასის მზრუნველი დამრიგებელი წარმოგვეჩინა. ეკატერინე მაისურაძე წლებია, რაც  ჩვენს შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნავს.“


ნიკოლოზ თამარაშვილი, მესამე კლასის მოსწავლე:

„ორი ოქროს დიპლომი მაქვს უკვე მოპოვებული. ძალიან მომწონს www.izrune.ge-ს ტესტები. დედა ყოველთვის მიზის გევრდით და თავლს მადევნებს. მომავალში მინდა სამხედრო გამოვიდე და ჩემს ქვეყანას ვემსახურო. ძალიან გამიხარდა ჩემი მასწავლებლის წარმატება, ჩვენმა კლასმა დიდი სიხარულით მივულოცეთ.“



მარიამ მღებრიშვილი, მესამე კლასის მოსწავლე:

„მე ძალიან მიყვარს www.izrune.ge. ჩემი ოჯახი, კლასელები და მასწავლებლები ყოველთვის მგულშემატკივრობენ. ორი ოქროს დიპლომი მაქვს უკვე და მინდა კიდევ ბევრი დიპლომი მოვიპოვო.“



საბა ვარშანიძე, მესამე კლასის მოსწავლე:

„მე ჩემს შედეგს ყოველთვის ვუზიარებ ჩემს მშობლებს, ახლობლებს, მასწავლებლებს და კლასელებს. ძალიან მიყვარს შემაჯამებელი და სავარჯიშო ტესტების გავლა. მინდა ბევრი ოქროს დიპლომი დავაგროვო და ყველა გავახარო ჩემი წარმატებით.“



ეს საჩუქარი წლის ყველაზე მზრუნველ დამრიგებელს  მადლობის ნიშნად მშობლებმა გადასცეს.





რას ამბობენ ჩვენზე