izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი.

izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე.

ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად  პირადად შეაფასონ  შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე.

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტები.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: http://www.izrune.ge/geo/10

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად  არეგისტრირებს  ბავშვ(ებ)ს. ოჯახის  წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი თვეების მიხედვით.

პაკეტების ფასებია:
1 თვე - 9 ლარი
3 თვე - 27 ლარი 19 ლარი
6 თვე - 54 ლარი  39 ლარი
სასწავლო წელი - 90 ლარი  59 ლარი

ასევე  სპეციალური შეთავაზება  საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას „ეტალონისა“ და izrune.ge-სგან. ეტალონის ხელმომწერი სკოლის ყველა მოსწავლე ისარგებლებს განსაკუთრებული პირობებით და პაკეტებით უპრეცედენტო და ინოვაციური ტესტირების  საიტზე - izrune.ge.  სკოლას გადაეცემა ინდივიდუალური ფასდაკლების კოდი და თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება თვეში 9 ლარის ნაცვლად შეადგენს 1 ლარს,  ხოლო მთლიანი სასწავლო წლის ღირებულება 10 ლარს.  განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისთვის  საჭიროა სკოლისგან მიღებული ინდივიდუალური პრომო კოდის შეყვანა  izrune.ge-ს პროფილზე რეგისტრაციის ან პაკეტის განახლების დროს. 

გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. პაკეტის გააქტიურება შესაძლებელია:

1. ბარათის საშუალებით უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან,

2. საბანკო გადმორიცხვის მონაცემებით:

მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი, პროფილის ნომერი
ბანკის კოდი: TBCBGE22
ს/კ : 404561979
თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი ბანკიდან

3. სწრაფი ჩარიცხვის აპარატების (TBC Pay,  Paybox და  Express Pay) საშუალებით მოსწავლის პროფილის ექვს ციფრიანი ნომრით

​მოსწავლეებს ექნებათ საშუალება ყოველ ხუთშაბათს  გაიარონ  სავარჯიშო ტესტები და მოემზადონ თვის შემაჯამებელი ტესტირებისთვის,  რომელიც ჩატარდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კვირა დღეს - მშობლის თანდასწრებით. 

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი იქნება განსხვავებული და ოჯახს საშუალება აქვს მიღებული დიპლომი შეინახოს, ამობეჭდოს ან გააზიაროს სოციალური ქსელის საშუალებით. ტესტის შედეგებსაც შეიტყობთ ტესტის დასრულებისთანავე.

და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალ-ყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.

საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდას წარმატებისთვის ამზადებთ თქვენ - მშობლები, izrune.ge და სკოლა.

დაარეგისტრირეთ ბავშვები!

ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!
  
საგანმანათლებლო
სიახლეები
საინტერესო ამბები
12 დეკემბერი, 2018
ამერიკული საქართველო იზრუნე.ჯი-ზე - პატარა ემიგრანტის კავშირი სამშობლოსთან
რამდენიმე თვეა, რაც 9  წლის ნიკოლოზ ჩხაიძე საქართველოდან საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. როგორც მოზარდი www.izrune.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, ამერიკულ ცხოვრებას ფეხი მალევე აუწყო. მონატრებული დედ-მამის ნახვის სურვილმა მოზარდს საქართველოს დატოვება არ გაუჭირვა, თუმცა ამბობს, რომ სამომავლოდ კვლავ მშობლიურ ქვეყანაში სურს დაბრუნება. ნიკოლოზმა რამდენიმე თვეა, რაც საქართველო დატოვა, თუმცა  უკვე აქტიურად და დიდი მონდომებით ცდილობს არ გაწყვიტოს კავშირი ქართულ სასწავლო პროგრამასთან. მეოთხე კლასის მოსწავლე  Greenwich elementary school-ის  გარდა  საკვირაო ქართულ სკოლა ლაზარეშიც დადის. ის  www.izrune.ge-ს დიდ ოჯახსაც დაუმეგობრდა, რათა არ დაივიწყოს საქართველოში მიღებული ცოდნა და არ დაკარგოს კავშირი ქართულ საგანმანათლებლო სისტემასთან.

გთავაზობთ ინტერვიუს www.izrune.ge-ს დიდი ოჯახის პატარა მეგობარ ნიკოლოზ ჩხაიძესთან:


-რომელ ქალაქში იმყოფებით ?

ვცხოვრობ New Jerseyის შტატში, ქალაქ Stewartvilleში. 

 -გაგიჭირდათ თუ არა ამერიკულ ცხოვრების სტილთან შეგუება?   

არა, არ გამიჭირდა. ჩემი მშობლები ამერიკაში 4 წლის წინ წავიდნენ და  ძალიან მინდოდა მათთან ერთად ყოფნა.  ამერიკაში წასვლას  დიდი სიხარულით შევხვდი, თუმცა სკოლაში პირველი კვირა ცოტა დაძაბული ვიყავი. 

-რა მოგწონთ ყველაზე მეტად ამერიკაში? 

მომწონს ქვეყანა, ადამიანები და მათი განწყობა, ყველა იღიმის და ბედნიერია.

 
 -რომელ სკოლაში სწავლობთ? გყავთ თუ არა ქართველი კლასელებიც?  

ვსწავლობ  Greenwich elementary schoolში. სამწუხაროდ ქართველი კლასელები არ მყავს, მაგრამ დავდივარ საკვირაო ქართულ სკოლა ლაზარეში, სადაც ყველა ქართველია.

 -რითი განსხვავდება ამერიკული საგანმანათლებო სისტემა ქართულისგან? 

აქ სულ სხვანაირი მიდგომებია სწავლისა და ურთიერთობების მიმართ. გვიტარდება ყოველკვირეული ქვიზები და ტესტები, ძალიან მაღალი კონკურენციაა. ყველა ცდილობს მაღალი ქულის მიღებას. აქ დაცულია თითოეული ბავშვის პირადი ინფორმაცია.   ონლაინზე  შექმნილი სპეციალური პროგრამის მეშვეობით ჩემს შედეგს მხოლოდ მე ვნახულობ. მასწავლებელი კლასის წინაშე არ უსვამს ხაზს მოსწავლის ცუდ და კარგ შედეგზე. ყველა თანაბარ პირობებში ვართ.  მომწონს ის, რომ აქ სკოლები ასაკობრივად არის დაყოფილი, elementary, middle და high სკოლებად. საქართველოში მომწონდა, რომ ყოველი გაკვეთილის შემდეგ ზარს რეკავდნენ და ვისვენებდით. აქ კი  ლანჩის დროს გვასვენებენ და ეს დრო  მხოლოდ  ჭამაში გვყოფნის. (იცინის) 
  
 
-რატომ გადაწყვიტეთ www.izrune.ge-ს დიდ ოჯახს შეერთებოდით?

www.izrune.ge ბაბუამ მირჩია  და დამარეგისტრირა. ჩემი ოჯახი  ცდილობს არ დამავიწყდეს ქართული და შესაბამისად მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა შესაძლო პროგრამაში ჩართვას. 

-რამდენი საათია სხვაობა საქართველოსა და იმ ადგილს შორის, სადაც ამჟამად ცხოვრობთ და რომელ საათზე აკეთებთ ტესტებს? 

ზამთარში 9 საათია სხვაობა საქართველოსა და  New Jersey-ს  შორის, ზაფხულში კი 8. დილით 7 საათზე ვაკეთებ ტესტებს, რომ  სკოლაში წასვლამდე მოვასწრო, რადგან როდესაც სკოლიდან ვბრუნდები საქართველოში  უკვე ღამის 12 საათია და სავარჯიშო ტესტები დახურული მხვდება.  

 -ვინ გეხმარებათ ტესტების გავლაში? 

 ტესტებს ჩემით ვაკეთებ, მაგრამ დედიკოც ჩემთან ერთად არის და თვალს მადევნებს. 

  -სად გსურთ  სწავლის გაგრძელება და რა პროფესია მოგწონთ ყველაზე მეტად? 

სწავლის გაგრძელებას ამერიკაში ვფიქრობ, თუმცა  ჯერ არ მიმიღია გადაწყვეტილება მომავალში რა პროფესიას შევისწავლი. 



 - რა გენატრებათ ყველაზე მეტად საქართველოში და აპირებთ თუ არა აქ დაბრუნებას? 

მენატრებიან ჩემი ოჯახის წევრები, ბებიები და ბაბუა. მენატრება ჩემი კალათბურთის გუნდი  და მათთან ეთად ვარჯიში. მენატრებიან ჩემი კლასელები. სამომავლოდ საქართველოში დაბრუნრბა ძალიან მინდა. 

- სწავლის გარდა რა აქტივობებით ხართ დაკავებული?

დავდივარ კალათბურთზე, თუმცა ახლა ხელზე თითი მაქვს მოტეხილი და ვარჯიშების გაცდენა მიწევს. ასევე დავდივარ  ქართულ საკვირაო სკოლა ლაზარე-ში სადაც 20-მდე ქართველი ბავშვია , გვაქვს ღონისძიებები, რისთვისაც ყოველთვის განსაკუთრებით ვემზადებით. 

- როგორ ფიქრობთ რა ახალ გამოცდილებას მოგცემთ  www.izrune.ge

ვფიქრობ, რომ www.izrune.ge  დამეხმარება ზოგადი  ცოდნის მიღებაში. არ დამავიწყდება ის, რაც უკვე ნასწავლი მაქვს. კავშირი მექნება ქართულ საგანმანათლებლო პროგრამასთან და სისტემასთან.

-როგორ ემზადები თვის შემაჯამებელი ტესტისთვის ?
 
ვცდილობ ყოველ ხუთშაბათს  სავარჯიშო ტესტი გავაკეთო და რამე თუ არ ვიცი ინფორმაცია ინტერნეტისა და წიგნების საშუალებით მოვიძიო. მინდა, რომ ყოველთვიურ შემაჯამებელ ტესტში მაღალი შეფასება მივიღო. www.izrune.ge- ის დიპლომი ჯერ არ მაქვს.   მეორე ხუთშაბათია, რაც სავარჯიშო ტესტებს გავდივარ. შემაჯამებელი ტესტი ჯერ არ დამიწერია და ვიმედოვნებ ამ თვის ბოლო კვირა დღეს ოქროს დიპლომის მოპოვებას შევძლებ. 

-რას ეტყოდი შენს თანატოლებს საქართველოში? 

ჩემს თანატოლებს ვეტყვი,  რომ  დარეგისტრირდნენ ინოვაციურ საგანმანათლებლო ვებ-გვერდ www.izrune.ge-ზე და გაიღრმავონ ცოდნა, შეამოწმონ საკუთარი განათლების დონე  და ონლაინ ტესტირებაში მიიღონ მეტი გამოცდილება. 




რას ამბობენ ჩვენზე