izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი.

izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე.

ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად  პირადად შეაფასონ  შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე.

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტები.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: http://www.izrune.ge/geo/10

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად  არეგისტრირებს  ბავშვ(ებ)ს. ოჯახის  წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი თვეების მიხედვით.

პაკეტების ფასებია:
1 თვე - 9 ლარი
3 თვე - 27 ლარი 19 ლარი
6 თვე - 54 ლარი  39 ლარი
სასწავლო წელი - 90 ლარი  59 ლარი

ასევე  სპეციალური შეთავაზება  საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას „ეტალონისა“ და izrune.ge-სგან. ეტალონის ხელმომწერი სკოლის ყველა მოსწავლე ისარგებლებს განსაკუთრებული პირობებით და პაკეტებით უპრეცედენტო და ინოვაციური ტესტირების  საიტზე - izrune.ge.  სკოლას გადაეცემა ინდივიდუალური ფასდაკლების კოდი და თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება თვეში 9 ლარის ნაცვლად შეადგენს 1 ლარს,  ხოლო მთლიანი სასწავლო წლის ღირებულება 10 ლარს.  განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისთვის  საჭიროა სკოლისგან მიღებული ინდივიდუალური პრომო კოდის შეყვანა  izrune.ge-ს პროფილზე რეგისტრაციის ან პაკეტის განახლების დროს. 

გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. პაკეტის გააქტიურება შესაძლებელია:

1. ბარათის საშუალებით უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან,

2. საბანკო გადმორიცხვის მონაცემებით:

მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი, პროფილის ნომერი
ბანკის კოდი: TBCBGE22
ს/კ : 404561979
თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი ბანკიდან

3. სწრაფი ჩარიცხვის აპარატების (TBC Pay,  Paybox და  Express Pay) საშუალებით მოსწავლის პროფილის ექვს ციფრიანი ნომრით

​მოსწავლეებს ექნებათ საშუალება ყოველ ხუთშაბათს  გაიარონ  სავარჯიშო ტესტები და მოემზადონ თვის შემაჯამებელი ტესტირებისთვის,  რომელიც ჩატარდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კვირა დღეს - მშობლის თანდასწრებით. 

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი იქნება განსხვავებული და ოჯახს საშუალება აქვს მიღებული დიპლომი შეინახოს, ამობეჭდოს ან გააზიაროს სოციალური ქსელის საშუალებით. ტესტის შედეგებსაც შეიტყობთ ტესტის დასრულებისთანავე.

და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალ-ყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.

საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდას წარმატებისთვის ამზადებთ თქვენ - მშობლები, izrune.ge და სკოლა.

დაარეგისტრირეთ ბავშვები!

ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!
  
საგანმანათლებლო
სიახლეები
საინტერესო ამბები
06 დეკემბერი, 2018
ლელა გეთიაშვილი, დამრიგებელი:„ იზრუნე.ჯი-ს დახმარებით მოსწავლეები თანამედროვე ინოვაციებს ფეხს აუწყობენ.“
დღეს ხუთშაბათია, სავარჯიშო ტესტის დღე. www.izrune.ge-ს დიდი ოჯახის პატარა წევრები  სავარჯიშო ტესტის გავლას მოუთმენლად ელიან და „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღისთვის“ ემზადებიან. ამჯერად საკუთარ მოლოდინსა და ემოციებს თბილისის N94 საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეები  მშობლებთან და დამრიგებელთან ერთად გვიზიარებენ.

ლელა გეთიაშვილი, 94-ე საჯარო სკოლის მეოთხე კლასის დამრიგებელი:

„ჩემი კლასის მოსწავლეები ორი თვის წინ დარეგისტრირდნენ საგანმანათლებლო ვებ-გვერდზე და მას შემდეგ დიდი მონდომებით გადიან სავარჯიშო თუ შემაჯამებელ ტესტებს. ტესტირების მეორე დღეს სკოლაში მოაქვთ ის საკითხები, რომლებიც ვერ გაიგეს. განსაკუთრებით უყვართ მათემატიკა. მე თითოეული მოსწავლის შედეგს ეტაკოდის დახმარებით თვალს აქტიურად ვადევნებ.  ვფიქრობ, რომ www.izrune.ge-ს დახმარებით მოსწავლეები თანამედროვე ინოვაციებს ფეხს აუწყობენ.“

დეა სესიტაშვილი, 94-ე საჯარო სკოლის მოსწავლე:

„ტესტებს დამოუკიდებლად ვაკეთებ და შემდეგ ჩემს შედეგს ოჯახის წევრებს ვუზიარებ. ორი დიპლომი მაქვს და  ვმეცადინეობ, რომ უფრო მეტი დიპლომის მოპოვება შევძლო. მოუთმენლად ველოდები სავარჯიშო ტესტის გავლას, მინდა რომ კარგი ქულა მივიღო.“

მარიამ ქიმაძე, 94-ე საჯარო სკოლის მოსწავლე:

www.izrune.ge-ზე დიდი ხანი არ არის რაც დავრეგისტრირდი, მაგრამ უკვე ძალიან ბევრი ვისწავლე. მე და ჩემი მეგობრები შედეგს ყოველთვის ვუზიარებთ ერთმანეთს და ყველას ძალიან გვიხარია, როდესაც საუკეთესო შედეგი გვაქვს. სავარჯიშო ტესტებში მინდა უმაღლესი ქულა მივიღო, რომ შემდეგ „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ ოქროს დიპლომი მოვიპოვო.“

გურამ ცერცვაძე, 94-ე საჯარო სკოლის მოსწავლე:

„მოუთმენლად ველოდები სავარჯიშო ტესტის გავლას. ვფიქრობ, რომ მინიმუმ 90 ქულა უნდა მივიღო. ძალიან  დიდ გამოცდილებას მაძლევს www.izrune.ge. ყოველ ტესტირებაზე ახალ ცოდნას ვიღებ. რა საკითხებსაც ვერ ვიგებ ვინიშნავ და სკოლაში მასწავლებელს ვეკითხები, რათა უკეთ გავერკვიო.“

ნანი ასანიძე, გურამ ცერცვაძის მშობელი:

„ძალიან კმაყოფილები ვართ www.izrune.ge-ს ინოვაციური საგანმანათლებლო ვებ-გვერდით. ბავშვი იძენს ახალ უნარ-ჩვევებს. მუშაობს საკუთარ თავზე, როდესაც შეცდომას უშვებს ცდილობს მოიძიოს ინფორმაცია და ისწავლოს უფრო მეტი. არასოდეს ავიწყდება სავარჯიშო და შემაჯამებელი ტესტების გავლა. მინდა დღეს ყველა მოსწავლეს წარმატებები ვუსურვო.“


სალომე გოგლიჩაძე, ზურა საჯაიას მშობელი:

„ძალიან მომწონს ეს პროექტი. ბავშვები უფრო განვითარდებიან და მიიღებენ გამოცდილებას. ტესტების გაკეთების დროს ჩემი შვილი ადრე უფრო ნერვიულობდა, ახლა უკვე გადალახა ონლაინ ტეტსების გაკეთების შიში. ხუთშაბათ დღეს ყოველთვის მოუთმენლად ელის და ტესტებსაც სიხარულით აკეთებს.“

შეგახსენებთ, რომ 30 დეკემბერს „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეა.“


რას ამბობენ ჩვენზე