izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
რჩევები მშობლებს
30 ნოემბერი, 2018
ბავშვის აღზრდის 4 საფეხური ტიბეტური სიბრძნის მიხედვით
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი პროცესია. რასაც ადამიანი ბავშვობაში სწავლობს, მომავალში შეიძლება მის უნარზე პირდაპირ აისახოს. რა მოეთხოვება მშობელს, რომ მისი შვილი გაწონასწორებულ, წარმატებულ და თავდაჯერებულ პიროვნებად ჩამოყალიბდეს? 

გთავაზობთ ტიბეტურ სიბრძნეს, რომლის მიხედვითაც ბავშვის აღზრდა 4 ძირითადი ეტაპის გავლას ითვალისწინებს.

პირველი ეტაპი – სანამ ბავშვი ხუთი წლის გახდება: ტიბეტური აღზრდის მეთოდის თანახმად, ხუთ წლამდე ასაკის ბავშვს ისე უნდა ესაუბროთ როგორც მეფეს, ან დედოფალს. მშობლები 5 წლამდე ბავშვებს არაფერს უკრძალავენ. ისინი თვლიან, რომ ამ ასაკში მოზარდებს არ შეუძლიათ ლოგიკური დასკვნების გამოტანა.მშობლები ცდილობენ არა სიტყვებით, არამედ ემოციებით აგრძნობინონ მათ საფრთხის, არასწორი ქმედების შესახებ, რადგანაც მიიჩნევენ, რომ  ბავშვები ყველაფერს ემოციებით უფრო მარტივად აღიქვამენ.

მეორე ეტაპი – როცა ბავშვი 5-დან 10 წლამდეა: ტიბეტელები მიიჩნევენ, რომ ამ ასაკის ბავშვებს მკაცრად უნდა მოექცეთ, მაგრამ ამავდროულად, ყურადღებით უნდა იყოთ და სისასტიკე არ უნდა გამოიჩინოთ. სიმკაცრესა და სისასტიკეს შორის ოქროს შუალედი უნდა იპოვნოთ.ამ პერიოდში ვითარდება ინტელექტის შეძენისა და ლოგიკურად აზროვნების უნარი. მნიშვნელოვანია, რომ შვილს დაუსახოთ სხვადასხვა მიზნები და ადევნოთ თვალყური იმას, თუ რა მეთოდებით ცდილობს ის ამ მიზნების მიღწევას. ტიბეტელები თვლიან, რომ 5-დან 10 წლამდე ბავშვი აბსოლუტურად მზადაა სირთულეებთან შესაჭიდებლად და სირთულეებთან გამკლავებას სწორედ ასე სწავლობს.

მესამე ეტაპი – როცა ბავშვი 10-დან 15 წლამდეა: ტიბეტური სიბრძნის მიხედვით, ამ ასაკის ბავშვს თანასწორივით უნდა მოეპყროთ. რა თქმა უნდა, თქვენ უფრო დიდი ცოდნა და ცხოვრებისეული გამოცდილება გაქვთ, ვიდრე მას, მაგრამ ბავშვს უნდა მისცეთ საშუალება გამოთქვას საკუთარი აზრი სხვადასხვა საკითხებზე, ჰკითხეთ მას რჩევა და ასევე გაუზიარეთ თქვენი შეხედულებები.  შედეგად, მოზარდს გაუჩნდება განცდა იმისა, რომ მასაც შეუძლია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

მეოთხე ეტაპი – როცა მოზარდი 15 წელს გადასცდება: ამ ასაკში უკვე ფორმირებულია მოზარდის პიროვნული მახასიათებლები და ახლა მის მიმართ პატივისცემის გამოჩენა გმართებთ.  ახლა შეგიძლიათ მისცეთ შვილს რჩევები, თუმცა სწავლებისგან თავი შეიკავეთ. ეს ის ასაკია, როცა მისთვის რაიმის სწავლება უკვე დაგვიანებულია.  


რას ამბობენ ჩვენზე