izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი.

izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე.

ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად  პირადად შეაფასონ  შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე.

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტები.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: http://www.izrune.ge/geo/10

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად  არეგისტრირებს  ბავშვ(ებ)ს. ოჯახის  წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი თვეების მიხედვით.

პაკეტების ფასებია:
1 თვე - 9 ლარი
3 თვე - 27 ლარი 19 ლარი
6 თვე - 54 ლარი  39 ლარი
სასწავლო წელი - 90 ლარი  59 ლარი

ასევე  სპეციალური შეთავაზება  საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას „ეტალონისა“ და izrune.ge-სგან. ეტალონის ხელმომწერი სკოლის ყველა მოსწავლე ისარგებლებს განსაკუთრებული პირობებით და პაკეტებით უპრეცედენტო და ინოვაციური ტესტირების  საიტზე - izrune.ge.  სკოლას გადაეცემა ინდივიდუალური ფასდაკლების კოდი და თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება თვეში 9 ლარის ნაცვლად შეადგენს 1 ლარს,  ხოლო მთლიანი სასწავლო წლის ღირებულება 10 ლარს.  განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისთვის  საჭიროა სკოლისგან მიღებული ინდივიდუალური პრომო კოდის შეყვანა  izrune.ge-ს პროფილზე რეგისტრაციის ან პაკეტის განახლების დროს. 

გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. პაკეტის გააქტიურება შესაძლებელია:

1. ბარათის საშუალებით უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან,

2. საბანკო გადმორიცხვის მონაცემებით:

მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი, პროფილის ნომერი
ბანკის კოდი: TBCBGE22
ს/კ : 404561979
თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი ბანკიდან

3. სწრაფი ჩარიცხვის აპარატების (TBC Pay,  Paybox და  Express Pay) საშუალებით მოსწავლის პროფილის ექვს ციფრიანი ნომრით

​მოსწავლეებს ექნებათ საშუალება ყოველ ხუთშაბათს  გაიარონ  სავარჯიშო ტესტები და მოემზადონ თვის შემაჯამებელი ტესტირებისთვის,  რომელიც ჩატარდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კვირა დღეს - მშობლის თანდასწრებით. 

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი იქნება განსხვავებული და ოჯახს საშუალება აქვს მიღებული დიპლომი შეინახოს, ამობეჭდოს ან გააზიაროს სოციალური ქსელის საშუალებით. ტესტის შედეგებსაც შეიტყობთ ტესტის დასრულებისთანავე.

და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალ-ყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.

საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდას წარმატებისთვის ამზადებთ თქვენ - მშობლები, izrune.ge და სკოლა.

დაარეგისტრირეთ ბავშვები!

ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!
  
საგანმანათლებლო
სიახლეები
საინტერესო ამბები
21 ნოემბერი, 2018
ზუგდიდური მზრუნველობა და იზრუნე.ჯი თითოეულ ოჯახში - საგანმანათლებლო ინოვაციები სამეგრელოშია
ზუგდიდში, მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში, ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, www.izrune.ge-ს მასშტაბური პრეზენტაცია გაიმართა.  დარბაზი სავსე იყო სამშობლოსთვის გულანთებული და შვილების ბენდიერ მომავალზე მეოცნებე საზოგადოებით, რომელთაც პორტალი თავად ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა წარუდგინა.


ღონისძიებას ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა, მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის უფროსი ზამირა ღადუა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი კახა ფარცვანია, რესურსცენტრის წარმომადგენელი მამუკა ბულია, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის დირექტორი ნინელი ჭითანავა, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე, რომელსაც ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები ამშვენებდა, ყველაზე ხშირად ისმოდა სიტყვები: მშობელი, შვილი, სკოლა, სახელმწიფო - სიტყვით გამოვიდა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, რომელმაც სრული მხარდაჭერა გამოუცხადა პორტალს.
„განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ www.izrune.ge-ს იდეა პირველად ჩვენს რეგიონში გაჟღერდა, განმუხურის ხიდთან მოხდა ეს ამბავი, მაშინ შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც პედაგოგები, ასევე მოსწავლე-ახალგაზრდები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.


www.izrune.ge ძალიან საინტერესო, სასარგებლო, პროდუქტიული პროექტია, ის იმითაც უნიკალურია, რომ იკვრება სამკუთხედი სკოლას, მშობელს და მოსწავლეს შორის. და სწორედ ეს ერთობა არის ის კომპონენტი, რაც განაპირობებს ჩვენი ახალი თაობის ღირსეულ ზრდას. ამიტომ ყველას ვურჩევ, ჩაერთონ www.izrune.ge-ში და გახდნენ ამ პროექტის აქტიური მონაწილეები“, - აღნიშნა მერაბ ქვარაიამ.


აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს დირექტორებმა, რომელთა მოსწავლეებიც უკვე აქტიურად არიან ჩართულნი www.izrune.ge-ში. მათ პორტალის ინოვაციურ, ინდივიდუალურ-გუნდურ და მამოტივირებელ მიდგომებზე ისაუბრეს და ოჯახებს www.izrune.ge-ში ჩართვისკენ და სკოლის მეშვეობით ყველა მისი სიკეთით სარგებლობისკენ მოუწოდეს.


მთელი ზუგდიდი www.izrune.ge-ს ირგვლივ გაერთიანდა.


შეხვედრაზე განათლებისა და წინსვლის სურვილი კიდევ ერთმა უპრეცენდენტო ინიციატივამ გააღვივა - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემა.


წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, www.izrune.ge -ს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.  


რას ამბობენ ჩვენზე